ქრონომიკოზი

ქრონომიკოზი

რას წარმოადგენს ქრონომიკოზი?

ქრონომიკოზი ღრმა, ქრონიკული მიკოზია, გამოწვეულია სოკოებით, გვხვდება მცენარეებზე, საიდანაც შეიჭრება კანში მისი ტრავმული ადგილიდან. აღნიშნული ფორმის მიკოზით ყველაზე ხშირად ავადობენ სოფლის მცხოვრებლები.

პათოგენეზი. რა ხდება ქრონომიკოზის დროს?

დაზიანების კერები ძირითადად ჩნდება კიდურების კანზე. მას აქვს ინკუბაციის ხანგრძლივი პერიოდი 1-1,5 თვიდან 1 წლამდე. ჩნდება ერთეული, მსხვილი, კვანძები მოიისფრო-მოწითალო ფერის მსუბუქი ქავილის შეგრძნებით. პროგრესირებს რა, ისინი ერწყმიან ერთმანეთს და წარმოიქმნება დიდი ზომის კერები გარშემო არსებული რკალით, რომელიც დაფარულია ქერქით. მის ზემოთ ჩნდება დაწყლულებული უბნები ვეგეტაციით. დაავადებას აქვს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა, თუმცა გრძელდება წლების განმავლობაში. წყლულის შეხორცების შემდეგ ჩნდება ნაწიბურები და პიგმენტაცია.

ქრონომიკოზის დიაგნოსტიკა:

დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს და დასტურდება მიკროსკოპული კვლევებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988