წყლული ბურული

წყლული ბურული

რას წარმოადგენს წყლული ბურული?

წყლული ბურული – კანის პათოლოგიური პროცესებია, რომელიც ხასიათდება წყლულების განვითარებით და ძირითადად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მისი განვითარების მექანიზმი და კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია, რაც ექიმი–დერმატოლოგისათვის რთული ამოცანაა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადებების ჯგუფი მრავალფეროვანია, მაინც შეიძლება გამოვყოთ დაავადების ძირითადი სახესხვაობები, რომლებიც გამოწვეულია მიკობაქტერიებით და ყველა სხვა დანარჩენებთან შედარებით უფრო მეტადაა გავრცელებული.

რა იწვევს წყლული ბურულის პროვოცირებას?

დაავადების გამომწვევის მეცნიერული სახელწოდებაა  Mycobacterium ulcerans. გამომწვევის ზომა საშუალოდ შეადგენს 2,1 × 0,28 до 2,8 × 0,33მკმ–ს. თუ მათ შევღებავთ სპეციალური ქიმიური საღებავებით და დავათვალიერებთ მიკროსკოპში, დავინახავთ, რომ ეს ბაქტერიები განლაგებულნი არიან ან სათითაოდ, ან ჯგუფებად, ან ჯაჭვების სახით, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს ჯაგრისებს.

გამომწვევის ფორმა წაგრძელებულია, რადგანაც ჯგუფებად განლაგებისას მათი დაწყობა ხდება ერთმანეთის მიყოლებით პარალელურად. ერთ ასეთ ჯგუფში მიკრობების რიცხვი აღწევს 100 და მეტს. გამომწვევს არანაირ პირობებში არ აქვს უნარი განივითაროს სპორა ან კაფსულა. ბაქტერიულ უჯრედებს არ აქვთ მოძრაობის უნარი. ისინი ძალზედ მდგრადები არიან გარემოში და არ იღუპებიან სპირტხსნარებისა და ტუტეების ზემოქმედებითაც კი. ულტრაიისფერი დასხივების დროს აქვთ ნათების უნარი. ყველაზე უკეთ ბაქტერიები იზრდებიან და მრავლდებიან გარემოს+32- 34 °С ტემპერატურისას. ისინი არსებობენ მხოლოდ ჟანგბადის არსებობისას და უჟანგბადო გარემოში საკმაოდ სწრაფად იღუპებიან. რომელიმე საკვებ ნიადაგზე გამომწვევის კულტივირებისას, მათი ზრდა ხდება საკმაოდ ნელა და სირთულით, რაც ართულებს ზოგადად დაავადების დიაგნოსტირებას.

პათოგენეზი. რა ხდება წყლული ბურულის დროს?

ბურულის დაავადების დროს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანის დამასნებოვნებლის გამოვლენა, რადგანაც დღემდე ეს გამომწვევები არ იყვნენ გამოვლენილნი. ასევე უცნობია დაავადების განვითარების მექანიზმი, პათოგენური ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრის გზები. ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომ თითქოსდა ადამიანის დასნებოვნება ხდება დაავადებული ცხოველების ან სისხლისმწოველი მწერების მიერ, რომლებიც არიან ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანები. დაავადება შესაძლოა გავრცელდეს და მოიცვას ნებისმიერი ასაკის ადამიანები, თუმცა ყველაზე ხშირად ავადობენ მცირე ასაკის ბავშვები. ასევე ბოლომდე უცნობია საკითხის იმუნიტეტის ურთიერთდამოკიდებულება მიკობაქტერიების მიმართ. მისი ფორმირებისა და სიმყარის მექანიზმი შესწავლილი არაა. ძირითადი ქვეყნები, სადაც ხდება ინფექციის აფეთქებები, არის უგანდა, ნიგერია, ზაირი, აზიის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია.

ყველაზე ხშირად ბაქტერიების გავრცელება ორგანიზმში ხდება დაზიანებული კანის საფარველის მეშვეობით. სწორედ ამ ადგილას ხდება პირველ რიგში კანის უბნის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისა და ზოგჯერ სხვა ქსოვილოვანი ელემენტების კვდომა. საბოლოოდ, კანზე ჩნდება საკმაოდ ღრმა დიდი ზომის წყლულები. ნეკროზირებული კანის გარშემო ყოველთვის ვითარდება ანთების კერა. დაზიანებული წყლულოვანი დეფექტის ფსკერისა და წამოწეული კიდეების მიდამოში სდება კანის ზედაპირული შრეების მნიშვნელოვანი შეზრდა, რაც ატარებს თავისებურ დამცველობით-კომპენსატორულ ხასიათს.

არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ არ იწვევენ დაავადებას, მაგრამ შეუძლიათ მათზე ზემოქმედება. ასეთებია: არასაკმარისი კვება, შესაბამისად ორგანიზმში არასაკმარისი ცილების მოხვედრა (რისი მიზეზიც შესაძლოა გახდეს დიეტა ცილების დაბალი შემცველობით), А და В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კანსაკუთრებით წყლის და ზოგიერთი მნიშვნელოვანი მარილისა, ორგანიზმში მძიმედ მიმდინარე ქრონიკული ინფექციის კერები, ასევე პარაზიტული წარმოშობის დაავადებები (ჭიები, ამებიაზი, ლამბლიოზი და სხვ.).

წყლული ბურულის სიმპტომები:

ავადმყოფის გამოკითხვის დროს, მან შესაძლოა აღნიშნოს კანის ღია ზედაპირების ხშირი ტრავმატიზაცია, რაც მაგალითად, შესაძლებელია კავშირში იყოს დაავადების პროფესიულ ხასიათზე. ბავშვებში კანის ტრავმირება უფრო ხშირად ხდება, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ აღნიშნული პათოლოგია უფრო ხშირად ბავშვებში ვითარდება.

დაავადებას თავისი მიმდინარეობისას ყოველთვის აქვს ფარული პერიოდი, თუმცა მისი ხანგრძლივობა ცნობილი არაა. დაავადების დასაწყისისთანავე, გამომწვევის კანში შეჭრისას წარმოიქმნება გამკვრივება, რომელიც წამოწეულია ჯანმრთელ კანთან შედარებით და აქვს შედარებით ინტენსივური შეფერილობა პიგმენტ მელანინის ჭარბი ჩალაგების გამო.

აღნიშნული გამკვრივების შეხებისას მტკივნეულობა არ აღინიშნება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეუცვლელია, მიზი გუნება-განწყობა დამაკმაყოფილებელია, კანის ტემპერატურა – ნორმალური, რაც ზოგადად არ არის ხოლმე დამახასიათებელი სხვა ბაქტერიული ინფექციებისათვის და სპეციფიურია აღნიშნული პათოლოგიისას. წყლული ვითარდება მხოლოდ გამომწვევის ორგანიზმში შეჭრიდან რამოდენიმე დღეში. მისი კონტურები მკვეთრია და ასაწორი ფორმის.

წყლულოვანი დეფექტის შეხებისას მისი კიდეები მნიშვნელოვნად გასქელებულია. წყლულის ძირსა და კიდეებზე დიდი რაოდენობით მასებია, რომელიც წარმოადგენს მკვდარი კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ნარჩენებს. მოგვიანებით ისინი შრება და ამ ადგილას ვითარდება შავი ფერის ნადები. ამ დაავადებას შესაძლოა თან დაერთოს (უხშირესად ჩირქოვანი) ინფექცია, რომლიც დროსაც წყლულის ფსკერზე ვითარდება უხვი წანაზარდები ლპობის სუნით.

ავადმყოფის კანზე წყლულები ყოველთვის ერთეულია. დროთა განმავლობაში ასეთი „დედა“ წყლულის გარშემო ვითარდება „შვილეული“ წყლულები, რომელთაც აქვთ უფრო მცირე ზომები. კანის უბნები, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს წყლულებს, ძალიან წვრილია, გასქელებული და ექიმ-დერმატოლოგებს შორის მოიხსენიება, როგორც კანის ხიდაკები. წყლულების განვითარების ყველაზე ხშირი ადგილებია მხრებისა და წვივების გამშლელი ზედაპირების კანი. წყლული ბურულის განმასხვავებელი ნიშანი სხვა მისი მსგავსი დაავადებებისაგან არის ის, რომ წყლული ბურულის დროს არ აღინიშნება არცერთი კანქვეშა ლიმფური კვანძის გადიდება, არც ზომაში მატება და არც მტკივნეულობა ხელის შეხების დროს.

წყლული ბურულის დიაგნოსტიკა:

დიაგნოზი ისმება პაციენტის სათანადო გამოკითხვის საფუძველზე, რომლის დროსაც ვლინდება დაავადების დასაწყისი, კანის ტრავმები, რომელიც მიყენებული იყო დაავადების დაწყებამდე, ასევე აუცილებელია პაციენტის საგულდაგულო დათვალიერება. ძრირთადი სადიაგნოსტიკო ნიშანია კანის ზედაპირზე სპეციფიური წყლულოვანი დეფექტების განვითარება. დიაგნოზი საბოლოოდ დგინდება კანის ზედაპირიდან ნიმუშის აღებითა და მასში გამომწვევის აღმოჩენით მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური კვლევებით.

მიკობაქტერიების დაგროვების ძირითადი ადგილია ჩირქი, კანის მკვდარი უბნები, ზოგჯერ კი ნიშა, რომელიც ვითარდება წყლულის ძირიდან კიდეების წამოწევის შედეგად. ნიმუშის აღება რეკომენდებულია არა რბილი ბამბის ჩხირით, არამედ მისთვის განკუთვნილი სპეციალური მყარი ხელსაწყოთი.

შედარებით სარწმუნო და ფასეულია სწორი დიაგნოზის დასმისათვის იმ ნიმუშის გამოკვლევა, რომელიც აღებულია უშუალოდ წყლულის ფსკერიდან, რაც შეიძლება ღრმად. გამოკვლევის ძირითადი მეთოდია ნაცხის უშუალო დათვალიერება მიკროსკოპული წესით, ასევე მათი დათესვა სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე გამომწვევის კოლონიების მისაღებად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..