დამატებითი კვება

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”  

როდის ინიშნება დამატებითი კვება

დამატებითი კვება ენიშნებათ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს 6 თვიდან, ხოლო ხელოვნური კვების დროს 5 თვიდან.
ამ ასაკში უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ რძიდან მიღებული საკვების ნივთიერებების რაოდენობა, გაზრდილია მოთხოვნილება რკინას, თუთიას და სხვა ელემენტებზე.
დამატებითი კვება ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისადმი ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების შევსებას.
გარდა ამისა, ხდება ბავშვის თანდათანობით შეგუება მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი საკვების მიმართ. დამატებითი საკვები კი არ ენაცვლება დედის რძეს, არამედ ემატება მას.
დედის რძე მაინც რჩება ჩვილი ბავშვისათვის ენერგიის, ცილების, მიკროელემენტების შეუცვლელ წყაროდ.

გახსოვდეთ!

  • აუცილებელია თქვენს პედიატრთან კონსულტაცია. ის გირჩევთ, თუ რომელი საკვებითაა მიზანშეწონილი თქვენი ბავშვისათვის დამატებითი კვების დაწყება, ვინაიდან პირველი დამატებითი საკვების არჩევა ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით ხდება.
  • დამატებითი კვება უნდა დაიწყოთ ერთი სახეობის საკვებით. ახალ საკვებს ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანდათანობით – 1-2 ჩაის კოვზიდან, წვენების მიცემა უნდა დაიწყოთ 5-6 წვეთიდან. ახალ საკვებთან შესაგუებლად შეიძლება 15-20 დღეც კი დაგჭირდეთ, თავდაპირველად ბავშვის მიერ ახალ საკვებზე უარის თქმა ნორმალური მოვლენაა და არ ნიშნავს, რომ ამ საკვებს საერთოდ არ მიიღებს

დამატებითი საკვები ბავშვს უნდა მიეწოდოს კოვზით და არა ბოთლით. ეს ხელს შეუწყობს ენის კუნთების განვითარებას და შესაბამისად სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.
დამატებით საკვებად, უპირატესად, გამოიყენება ბურღულეულის ფაფები, ბოსტნეულის პიურე, ხილის წვენები, ხილფაფები.

ფაფის მოსამზადებლად გამოიყენება ძირითადად წიწიბურა, შვრია – “ჰერკულესი”, სიმინდის ფქვილი, ბრინჯი. მანანას ბურღულის (“მანის”) ფაფის გამოყენება 3 წლამდე რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ახასიათებს გამოხატული “რაქიტოგენული” ეფექტი, ანუ ხელს უწყობს რაქიტის ჩამოყალიბებას.

ფაფები თავიდან უნდა დაამზადოთ თხელი – კისელის კონსისტენციის, იხარშება წყალზე და ემატება დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი თანდათან უნდა გაასქელოთ. სასურველია, ფაფები მომზადდეს უშუალოდ კვების წინ და ბავშვს მიეცეს დღის პირველ ნახევარში. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება, ფაფა გამოყენებულ იქნეს დღეში ორჯერ.

ამავე ასაკიდან, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბოსტნეულის პიურე, რომელიც უნდა მიეცეს ჩვილს მესამე კვებაზე, დაახლოებით შუადღისას 2-დან 5 საათამდე. თუ ბავშვი უარს აცხადებს ბოსტნეულის პიურეს მიღებაზე, საკვებს შეიძლება დაემატოს დედის რძე, ან ის ხელოვნური ნარევი, რითაც ბავშვი ძირითადად იკვებება.

მომზადების წინ ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ სუფთა ჯაგრისით გამდინარე ცივ წყალში.

გახსოვდეთ!

საკვებს სუფრის მარილი და შაქარი დაამატეთ მცირე რაოდენობით, ხოლო ცხიმი (ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი) უნდა დაემატოს ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ.

6 თვემდე ბავშვის მოთხოვნილება წყალზე სრულიად კმაყოფილდება დედის რძით ან ადაპტირებული ნარევებით (ხელოვნური კვების დროს). 6 თვიდან წყალი უნდა მისცეთ ბავშვის სურვილისამებრ, სასურველია პატარა, თავდახურული ტუჩიანი ჭიქის გამოყენებით.
ხილის წვენებიდან და ხილფაფიდან, სასურველია, პირველად გამოყენებული იქნას ახლადგამოწურილი ვაშლის წვენი და პლასტმასის სახეხზე გახეხილი ვაშლის ხილფაფა (ვაშლი პრაქტიკულად არაალერგიული პროდუქტია). ჩვილებისათვის შეიძლება მსხლის, ქლიავის, გარგარის, ატმის, შეჩვევის შემდეგ კი, ალუბლის, შავი მოცხარის, ალუჩის წვენების გამოყენება, რომლებიც სასურველია განვაზავოთ წყლით. წლამდე თავი შეიკავეთ ციტრუსების წვენის მიცემისგან.
კბილების ამოჭრის შემდეგ ბავშვს მიეცით ვაშლის ნაჭერი, რომ მან თვითონ დაიწყოს კბილებით საკვების მოფხეკა. ახლადმომზადებულ წვენებში უფრო მეტია ვიტამინი C, ხოლო მინერალური ნივთიერებები, პექტინები, უჯრედისი მეტია რბილობში. ამიტომ, აუცილებელია, ხილის მიღება გახეხილი სახითაც.

გახსოვდეთ!

უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ მცირე ზომის ხილს, რადგან ის ნაკლებად შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის, მითუმეტეს ჩვილისათვის, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს (პესტიციდებს და სასუქებს).

უახლესი მონაცემებით, ხაჭო და მაგრად მოხარშული კვერცხის გული ბავშვმა შეიძლება მიიღოს 7 თვის ასაკიდან რძეში, ფაფაში ან ბოსტნეულის პიურეში გასრესილი სახით. წლამდე ასაკის ბავშვების კვებაში კვერცხის ცილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
დამატებითი კვება7 თვის ასაკიდან სასურველია ბავშვს მისცეთ წიწილის თეთრი ხორცი, რომელიც სჯობს დაუმატოთ ბოსტნეულის პიურეს. ხოლო 8 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ ხბოს ხორცი. ხორცი მოხარშეთ ცალკე, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და 1-2 ჩაის კოვზი აურიეთ ბოსტნეულის პიურეში.
7-8 თვის ასაკში ბავშვის რაციონს ემატება მაწონი, ორცხობილა, ხორცისა და ძვლის ნახარშზე (პირველი ნახარში უნდა გადაიღვაროს) დამზადებული სუფები. მაწონი, სასურველია, დამზადებული იყოს რძის ფხვნილზე ქარხნული წესით, ორცხობილა დაამზადეთ შინ.
ძროხის რძის გამოყენება 9 თვემდე ასაკში რეკომენდებული არ არის.
8 – 9 თვიდან რაციონს ემატება მოხარშული თევზი, წითელი ლობიო, უმარილო ყველი.
10 თვიდან ბავშვმა შეიძლება მიიღოს საკვები საერთო სადილიდან. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის კვებისას არ უნდა გამოიყენოთ ცხარე, მლაშე საკვები, ტომატი, სანელებლები, ძლიერ ცხიმიანი კერძი.

აღებულია  http://www.genesis.org.ge/brochure32/brochure32.htm . ბროშურა მომზადებულია ასოციაცია “გენეზისი”-ს მიერ «NOVIB» – «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?

როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.