გადაუდებელი დახმარება უცხო სხეულის ან საკვების გადაცდენისას სასუნთქ გზებში

გადაუდებელი დახმარება უცხო სხეულის ან საკვების გადაცდენისას სასუნთქ გზებში

თუ ფიქრობთ, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეულია, რომელიც ჰაერის ნაკადს არ ატარებს, ექიმის მოსვლამდე უნდა შეეცადოთ გაათავისუფლოთ სასუნთქი გზები უცხო სხეულისაგან.

თუ დაზარალებული ჩვილი ბავშვია:

  • პირქვე დაიწვინეთ წინამხარზე (ხელზე) ისე, რომ თავი სხეულზე დაბლა ჰქონდეს;
  • მეორე გაშლილი ხელის ფუძე 4-5-ჯერ საშუალო ძალით დაჰკარით ბეჭებს შორის – ქვემოდან შიგნით და ზევით მიმართულებით (სურ.9);
  • გადმოაბრუნეთ ბავშვი გულაღმა (თავით ისევ ქვემოთ) და ორი თითით ბავშვის მკერდის ძვალზე ჩაატარეთ ბიძგისებური მოძრაობა 5-ჯერ ისე, რომ მკერდის ძვალი 1,5-2,5 სმ-ით ჩაიზნიქოს (სურ.10);
  • გაუღეთ პირი, თითით დაიჭირეთ ენა და ქვედა ყბა და ზემოთ წამოუწიეთ. თუ პირში უცხო სხეული ამოგდებული აქვს, ფრთხილად მოაცილეთ (სურ.11);
  • თუ ბავშვი არ სუნთქავს, 2-ჯერ ჩაბერეთ;
  • თუ სასუნთქი გზები ისევ დახშულია (ჩაბერვისას გულმკერდი არ მოძრაობს), განაგრძეთ ზურგზე დარტყმა და გულმკერდის შეკუმშვა, სანამ მოხდება უცხო სხეულის ამოხველება და ბავშვს აღუდგება სუნთქვა.

მოზრდილ ბავშვებში

გამოიყენებაუცხო სხეულის მოცილების ე.წ. ჰეიმლიხის მანევრი -გულმკერდის ძვლის ქვევით, კუჭის მიდამოში ვაწარმოებთ რამდენიმე მკვეთრ ბიძგს (სურ.12), რაც იწვევს ფილტვის რეფლექსურ შეკუმშვას და უცხო სხეული ჰაერის ნაკადით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რის შემდეგაც ის ამოღებული უნდა იქნას პირის ღრუდან .

_________________________________________
გადასვლა >>> ,,ბავშვი”
..