✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები ,,ამაზონზე”
როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი
კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.
გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:
- ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
- პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
- თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
- კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
- ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.
- შეგიძლიათ ზღაპრის რომელიმე ნაწილი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ. ამით ბევრად უფრო საინტერესო და ახლობელი გახადოთ წიგნში გადმოცემული ისტორია.
- შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
- გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპექტაკლსაც მოაწყობთ.
- ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
- შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.
კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან. გადასვლა >>> ,,ბავშვი”
აღებულია საიტიდან: http://ganatlebageo.wordpress.com/2013/10/20/როგორ-გავახალისოთ-ბავშვე/
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი