როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი წაიქცა

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი წაიქცა

  • არასოდეს აიყვანოთ ბავშვი წაქცევისთანავე. რამდენიმე წამის განმავლობაში დააკვირდით; თუ ტირის და ხელ-ფეხს ენერგიულად იქნევს, სერიოზული დაზიანებები, სავარაუდოდ, არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი აიყვანეთ და დაამშვიდეთ;

საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

  • თუ ბავშვი უგონოდაა ან გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი ან კისერი, სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი. ეცადეთ, ბავშვი არ გაანძრიოთ. თუ თქვენ უნდა წაიყვანოთ ბავშვი ექიმთან, მაშინ აუცილებელია კიდურის ან კისრის იმობილიზაცია _ უძრავ მდგომარეობაში გაჩერება. ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ მუყაო, დაკეცილი გაზეთები ან ჟურნალები.
  • თუ არის მტკივნეულობა კისრის არეში, თუ იგი დაჭიმულია და/ან მგრძნობელობა/მოძრაობის უნარი დაქვეითებულია კიდურებში, ეცადეთ არ გაანძრიოთ ბავშვი, დააწვინეთ ან გადააცურეთ მყარ ზედაპირზე თავის გაუნძრევლად. მოათავსეთ ბავშვი ფიცარზე თავის სწორი პოზიციით. თავის ორივე მხარეს სივრცეები ამოავსეთ მაგ, პირსახოცებით. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ბავშვის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანად;
  • თუ დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ მაინც ეჭვი გეპარებათ, რომ მიღებული აქვს კისრის ტრავმა, მოიქეცით ისე, როგორც კისრის ტრავმის შემთხვევაში;
  • თუ ბავშვს კისრის და სხვა სახის სერიოზული დაზიანება/მოტეხილობა არა აქვს, მაგრამ მაინც ხმამაღლა ტირის, დაუთვალიერეთ თავი – ხომ არ აქვს გარეგანი სისხლჩაქცევა, გახეთქილი კანი და სხვა სახის თვალით შესამჩნევი დაზიანება. მიეცით თამაშისა და მოსვენების საშუალება, მაგრამ მასზე დაკვირვება განაგრძეთ;
  • თუ ბავშვს აღენიშნება ძილიანობა, ღებინება, მოდუნება, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. თუ მადა და ქცევა ჩვეულებრივი აქვს, ნუ აღელდებით.

სახის ტრავმა

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი წაიქცატრავმა შეიძლება იყოს სახის არეში, თვალების, ცხვირის და პირის არეების ჩათვლით.

რა ვეძიოთ
თვალის დაზიანება ხშირია. თუ მხედველობა ნორმალურია, ტრავმა სერიოზული არ ყოფილა. თვალის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის ზედაპირზე ნაკაწრით. პატარა ზომის ბლაგვი იარაღით მიყენებულმა ტრავმამ შეიძლება განაპირობოს თვალში სისხლჩაქცევა და მხედველობის დაკარგვა.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, თუ სახის არეში ტრავმის შედეგად:

  • მხედველობა დაიკარგა ან გაუარესდა;
  • თვალის წინა ნაწილში სისხლია;
  • დაზიანებულია მუდმივი კბილი;
  • გაძნელებულია სუნთქვა ერთი ან ორივე ნესტოთი;
  • სისხლდენა ცხვირიდან გრძელდება 10 წუთზე მეტხანს, მიუხედავად ცხვირის ნესტოებზე ზეწოლის/ ხელის მოჭერისა.

უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც, თუ

  • თვალი მტკივნეულია;
  • დაზიანებულია მოსაცვლელი კბილი;
  • ცხვირის ფორმა შეცვლილია;
  • ბავშვი წაიქცა პირში ფანქრით;
  • თუ ტრავმის მიზეზები უცნობია.

თუ დაზიანებულია თვალი, შეამოწმეთ მხედველობა. თუ იგი ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგულია ან თუ არის თვალის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს, ექიმის მოსვლამდე კი უფრო მეტი დაზიანებისაგან დასაცავად სუფთა ქსოვილის დახმარებით დაახუჭინეთ თვალი და დააფიქსირეთ (სურ.15).

ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, ნელდება ხელის ცხვირზე მოჭერისას. მოუჭირეთ და დასწიეთ ნიკაპისაკენ, გეჭიროთ 10 წუთი.

თუ ჭრილობა პირის ღრუშია, ავლებინეთ სუფთა სითხეები (შესაძლებელია სოდიანი ხსნარი) 12 საათის განმავლობაში. ამ დროსKკარგია პირში ყინულის გაჩერება.

პირის ღრუს და კბილების ტრავმა

ტრავმები პირის მიდამოში უფრო ხშირად არ არის ძალიან დიდი, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა გაისინჯოს, რათა არ შექმნას პრობლემები მოგვიანებით. პირის ღრუში და ენაზე მცირე ზომის ტრავმები თვითონ ხორცდება, თუ დიდია _ უნდა გაიკეროს. თუ ბავშვმა დაიზიანა პირის ღრუ, როდესაც პირში ჰქონდა ფანქარი ან ჯოხი, ეს სერიოზულია, ვინაიდან შეიძლება ამ დროს ღრმა ქსოვილები დაზიანებულიყო.

კბილები არაიშვიათად ზიანდება სპორტულ შეჯიბრში, ავარიის, ჩხუბის დროს. უნდა დადგინდეს, დაზიანებული კბილი მოსაცვლელია თუ მუდმივი. ტრავმის შემდეგ კბილი შეიძლება მოირყეს, გახდეს უფრო მგრძნობიარე ტემპერატურების მიმართ, გატყდეს, გაიბზაროს, ამოვარდეს, გადაადგილდეს. შეიძლება დაიწყოს სისხლდენა კბილიდან. თუ კბილი მუდმივია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მიმართეთ ექიმს მაშინაც, თუ კბილი მოსაცვლელია.

თუ კბილი მოირყა, გაამაგრეთ იგი თავის ადგილზე და გეჭიროთ 10 წუთი. თუ მუდმივი კბილი ამოვარდა, მოკიდეთ ხელი მის გვირგვინს და გარეცხეთ წყლით საგულდაგულოდ. ჩასვით კბილი თავის ბუდეში რაც შეიძლება სწრაფად. თუ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, შეინახეთ კბილი თქვენი ან ბავშვის ენის ქვეშ ნერწყვში დასასველებლად ან შეინახეთ იგი ოთახის ტემპერატურის რძეში, სანამ მიხვალთ ექიმთან. იმისათვის, რომ კბილი წარმატებით იქნას ჩანერგილი თავის ადგილზე, ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

გადასვლა >>> ,,ბავშვი”