ფერადი ბჟენები ბავშვებისთვის

ცისარტყელა კბილებზე ანუ ფერადი ბჟენები ბავშვებისთვის

სტომატოლოგს გაუჩნდა შანსი გახდეს ბავშვის მეგობარი. ბავშვს კი სტომატოლოგიური კაბინეტის შიში თანდათან ეცვლება ინტერესით. ამის მიზეზია ფერადი ბჟენები პატარებისთვის – მხიარული ფერები პირდაპირ სარძევე კბილებზე. >>>

ის, რომ კბილი კარიესული ღრუს ადგილზე შეიძლება ცისარტყელას ნებისმიერი ფერით შეიფეროს, მხოლოდ უფროსებს შეიძლება მიაჩნდეთ აბსურდულად, ხოლო ბავშვები აღფრთოვანებულნი არიან. უფროსებს უნდათ, რომ ბჟენი საერთოდ არ ჩანდეს. მაგრამ, ბავშვებს სულ სხვა შეხედულებები აქვთ. ამიტომ, სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა უნიკალური ფერადი ბჟენები (Twinky Star, გერმანია). 

ბავშვის შიშები

პერიოდი, როდესაც ბავშვი ყველაზე ფაქიზ ასაკშია, ფანტაზიორობს, სჯერა ზღაპრებისა და საოცრებების, ხშირად უფერულდება კბილების დაავადებებით. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების 80% აღენიშნება კარიესი. ამ უსიამოვნო სტატისტიკის მიზეზი არის არა მხოლოდ მავნე ბაქტერიები და ბავშვის სიზარმაცე, არამედ დენტოფობიაც, რაც მარტივი ენით სტომატოლოგისა და სტომატოლოგიურ კაბინეტში ვიზიტის შიშს ნიშნავს.

მშობლები, ხშირად უნებლიედ, ბავშვებს თვითონ ახვევენ თავს კბილების მკურნალობის შიშს. აქვთ რა საკუთარი უარყოფითი გამოცდილება ძველ, საბჭოთა სტილის სტომატოლოგიურ კაბინეტებში, რომელთა დერეფნებშიც ისმოდა ბავშვების ტირილი და ყვირილი. უფროსები არ ასწავლიან ბავშვებს სწორ ჰიგიენურ პროცედურებს, არ აიძულებენ კბილების გაწმენდას და სტომატოლოგს მიმართავენ უკვე ძალიან შორსწასულ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს შეაწუხებს ტკივილი. თანამედროვე ბავშვთა სტომატოლოგიამ უკვე დიდი ხანია, რაც გაიარა ძველი ეპოქა და სიხარულით სთავაზობს ბავშვებს სხვადასხვა სიახლეებს, მათ შორის ფერად ბჟენებს.

სარძევე კბილების მკურნალობა – ეს თამაშია 

ბავშვთა სტომატოლოგი (იგი შეთავსებით ფსიქოლოგიც არის) დიდ ძალასა და ენერგიას დებს სამუშაოში. მისთვის ადვილი არ არის მიუდგეს ბავშვს, მოუხსნას შიში და მოუსვენრობა. მაგრამ, არსებობს ამის გაკეთების საიმედო საშუალება – მკურნალობის პროცესი წარმართოს როგორც თამაში. ალბათ, სწორედ ამიტომ მოსწონთ ბავშვებს ფერადი ბჟენები. ბავშვი უშუალოდ თვითონ მონაწილეობს საკუთარი კბილების მკურნალობაში და ამავდროულად, შეუძლია მეგობრებთან იამაყოს თავისი დიზაინერული თვისებებით. შეიძლება ბჟენის ფერი შევარჩიოთ კაბის, პერანგის ფერის მიხედვით ან უბრალოდ, შევარჩიოთ მისი საყვარელი ფერი.

ბავშვისთვის ფერების ვარიანტები საკმარისია – პალიტრაში 7 ფერია: ლურჯი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ოქროსფერი. ბიჭები, ძირითადად, ირჩევენ ლურჯ ფერს (67%), გოგონები – ვარდისფერს, ოქროსფერს და ნარინჯისფერს (80%).

ფერად ბჟენებს ბავშვები აღიქვამენ, როგორც მორთულობას და უფრო ყურადღებით უვლიან მას, უფრო კარგად იხეხავენ კბილებს. შემდგომში ბავშვი სტომატოლოგთან სიხარულით მიდის და წინასწარ ირჩევს ბჟენის ახალ ფერს.

ეს პროცესი მოსწონს ბავშვს, იტაცებს მას და ავიწყებს შიშს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ფერადი ბჟენები ფასით ჩვეულებრივ ბჟენებზე ოდნავ ძვირია.

ფერადი ბჟენების პლიუსები 

ფერადი ბჟენები, გარდა იმისა, რომ ბავშვს სტომატოლოგთან წასვლის მოტივაციას უძლიერებენ, ამავდროულად ხარისხიანი და საიმედო პროდუქტიც არის.

საბავშვო ფერადი ბჟენების ძირითადი პლიუსებია: 

ისინი გამოყოფენ ფტორის იონებს, რომლებიც ამაგრებენ და იცავენ კბილის ქსოვილებს მეორადი კარიესისგან. როდესაც ფტორი დამთავრდება ბჟენში, იგი მას კბილის პასტიდან იღებს და პროცესი მეორდება.

პირდაპირი და სწრაფი დაბჟენა კაფსულებით. ბჟენი მყარდება სპეციალური სანათის შუქის ქვეშ.

Twinky Star-ის ფირმის ბჟენებში გაერთიანებულია კომპოზიტისა და მინაიონომერის თვისებები. ეს ნიშნავს, რომ ბჟენი კარგად ეკვრის კბილის კედლებს, ბიოშეთავსებადია კბილის ქსოვილებთან, ხანგრძლივია, გამძლეა მექანიკური დაზიანებების მიმართ, დროთა განმავლობაში არ გაიწოვება ნერწყვის ზემოქმედებით.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..