რეცესია ღრძილის ადგილობრივი

..

რეცესია ღრძილის ადგილობრივი – (სტომატ.) ხასიათდება ღრძილის შემოფარგლული ატროფიით. ვლინდება კბილის ფესვის გაშიშვლებით ვესტიბულური მხრიდან, ღრძილის სიმაღლის დაქვეითებით უპირატესად ეშვებისა და საჭრელების მიდამოში, ხილული ანთებისა და ჯიბის წარმოქმნის გარეშე. ავადმყოფი უჩივის ესთეტურ დისკომფორტს, ჰიპერესთეზიებს. დისტროფიული ცვლილებების შედეგად განვითარებული ადგილობრივი რეცესიის მთავარი მიზეზია კიდისმიერი პაროდონტის ტრავმა – (სტომატ.) საკვების გუნდით ოკლუზიური ტრავმა კბილის ეკვატორის გადასწორების, კბილის დისტოპიის, თანკბილვის პათოლოგიის და სხვ. შედეგად. გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს პირის ღრუს ჰიგიენის თავისებურებებს: უხეში ჯაგრისი, ჯაგრისის უპირატესად ვერტიკალური მოძრაობა და ა.შ. ადგილობრივი რეცესიის მკურნალობა შედგება 2 ეტაპისგან: მოსამზადებელი (კბილის ეკვატორის აღდგენა, სხვა მატრავმირებელი ფაქტორების მოცილება) და ქირურგიული, რომლის მიზანიც არის პაროდონტული მიმაგრების სიმაღლის აღდგენა, სრულყოფილი კბილ-ღრძილის შეერთების წარმოქმნა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>