პირველი დახმარება დამწვრობის დროს

პირველი დახმარება დამწვრობის დროსპირველი დახმარება დამწვრობის დროს. დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროდენი, ცხელი საგნები, ცხელი წყალი ან სხვა სითხეები, ცეცხლი, ქიმიკატები, მზე.
რაც უფრო დიდია დამწვრობით დაზიანებული სხეულის ზედაპირის ფართობი, მით უფრო სერიოზულია დამწვრობა, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თუ სხეულის რომელი უბანია დაზიანებული და რა მიზეზით მოხდა იგი.
ექიმმა უნდა დაადგინოს სხეულის რა ფართობია დამწვარი. თუ დამწვარია 10%-ზე მეტი, ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
საერთოდ, უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ზედა კიდური სხეულის ფართის 9%-ია, ქვედა – 18%, მკერდი და ზურგი ცალ-ცალკე – 18%, თავი და კისერი ცალ-ცალკე – 9%.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

I ხარისხის დამწვრობა იწვევს მხოლოდ სიწითლეს. ის, როგორც წესი, არ იწვევს გართულებებს და შეიძლება სახლის პირობებში განიკურნოს, თუმცა თუ დამწვრობა მოიცავს სხეულის 5%-ზე მეტ ფართობს, საჭიროა ექიმთან მისვლა.

პირველი დახმარება დამწვრობის დროს. ექიმი გამოიძახეთ დაუყოვნებლივ, თუ:

  • სიწითლესთან ერთად კანზე არის სითხიანი ბუშტუკები (II ხარისხის დამწვრობა);
  • არის უბნები, სადაც დაზიანებულია კანის ღრმა შრეები – მისი ზედაპირი მკვრივი და მოყავისფროა (III ხარისხის დამწვრობა – ასეთ უბნებზე, ხშირად, მგრძნობელობა გამქრალია. ასეთი დამწვრობა ტოვებს ნაწიბურებს და, საერთოდ, საჭიროებს კანის გადანერგვას).
  • არის დამწვრობა კიდურების, თავის, თვალების, ყურების ან სასქესო ორგანოების მიდამოში;
  • ბავშვი სუნთქავს სწრაფად, ქოშინებს;
  • დამწვრობა მოხდა ხანძრის პირობებში, ჩაკეტილ სივრცეში;
  • დამწვრობის მიზეზია ელექტროდენი;
  • დამწვრობა გამოიწვია მჟავეებმა ან ტუტეებმა;

დამწვრობის დროს უნდა დადგინდეს, საჭიროა თუ არა ტეტანუსზე იმუნიზაცია, რასაც ექიმი გადაწყვეტს.

პირველი დახმარება დამწვრობის დროს

ექიმის მოსვლამდე:

  • დაზარალებულს სასწრაფოდ გახადეთ ტანსაცმელი;
  • დაზიანებული ზედაპირი 5-10 წთ-ით შეუშვირეთ გამდინარე წყლის ჭავლს. არ გამოიყენოთ მალამო, ფხვნილი ან ცხიმი;
  • ნუ გახეთქავთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილ ბუშტუკებს;
  • დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით ან რომელიმე არამწებავი სუფთა ქსოვილის ნაჭრით;
  • როდესაც დამწვრობა ახალია, ცივი საფენი, მაგალითად, ნაჭრის ტომსიკაში ჩაწყობილი ყინულის ნატეხები ტკივილს ამცირებს – გამოიყენეთ ცივი საფენი 15 წთ-ის განმავლობაში.
  • მიეცით ტკივილგამაყუჩებელი (მაგ, პარაცეტამოლი);
  • დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხეები.

თუ დამწვრობა მოხდა ქიმიური საშუალებებით;

  • თუ ბავშვს კანზე ან თვალებზე რომელიმე ქიმიური ნივთიერება მოხვდა, სასწრაფოდ ჩამობანეთ დიდი რაოდენობით წყლით: მიიყვანეთ ბავშვი შხაპთან და 30 წთ-ის განმავლობაში ბანეთ თვალები წყლის მუდმივი ნაზი ნაკადით;
  • მოაცილეთ დაბინძურებული ქსოვილი – თუ ქსოვილი ეკვრის დამწვრობის ადგილს, ადვილად მოსაშორებლად, დაასველეთ იგი თბილი წყლით. ნახვევის გამოცვლის დროსაც, კარგად გაასუფთავეთ დაზიანებული არე თბილი წყლითა და საპნით.
  • ფისით დამწვრობისას მოაშორეთ ფისი მცენარეული ზეთით;
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან კლინიკას.

დამწვრობის თავიდან აცილების უპირველესი პირობაა სიფრთხილე:

  • მოარიდეთ ბავშვები ბუხარს, გამაცხელებელ საშუალებებს, უთოს და სხვა ცხელ საგნებს;
  • დამალეთ ასანთი და აალებადი ქიმიური სითხეები;
  • რამდენადაც შესაძლებელია შეამცირეთ წყლის გამაცხელებლის ტემპერატურა;
  • პატარა ბავშვებისათვის, მოათავსეთ სპეციალური ინდიკატორები ან გზის გადამღობი საშუალებები დამწვრობისათვის სახიფათო არეებში;

იცოდეთ სახლიდან ხანძრის შემთხვევაში თავის დაღწევის გეგმა და მარშრუტი.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..