როგორ შევარჩიოთ ბავშვის საფენი

ბავშვის საფენი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტმაღაზიებში >>

ბავშვის საფენები შესაძლებელია იყოს ერთჯერადი და მრავალჯერადი, თუმცა დღეისათვის გამოიყენება ერთჯერადი საფენები, რომელთაც აქვთ მაღალი შეწოვის უნარი და ბევრად მოსახერხებელია დედებისათვის. საფენის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

საფენის სტრუქტურა

საფენის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მასალას, რომლისგანაც  არის დამზადებული.

1. საფენის გარეთა შრე აუცილებლად უნდა „სუნთქავდეს“ (სპეციალური წვრილი ფორების მეშვეობით), რათა არ გამოიწვიოს ბავშვის კანის გადახურება. ასეთი საფენები, უფრო ძვირი ღირს ჩვეულებრივთან შედარებით, რომლებშიც გამოიყენება პოლიეთილენის ფენა, სამაგიეროდ თქვენი პატარას  კანი დაცულია ყოველგვარი უსიამოვნო პროცესისაგან.

2. საფენის შუა შრე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცელულოზით, თუმცა სითხეს ბევრად უკეთ იწოვს სპეცილური ჟელეს წარმომქმნელი ადსორბენტი, რაც ხელს უშლის საფენისმიერი დერმატიტის განვითარებას. ეს უკანასკნელი საფენის შედარებით მაღალ ფასს განაპირობებს.

3. და ბოლოს საფენის შიგნითა შრე. მნიშვნელოვანია იყოს არაქსოვილური მასალა, რომელიც ატარებს სითხეს და არ აღიზიანებს პატარს კანს.

საფენის მოდელები

საფენის შუა სითხის მშთანთქმელი შრის განლაგების მიხედვით განასხვავებენ სხვადასხვა მოდელებს, რაც დამოკიდებულია ჩვილის ფიზიოლოგიურ და ანატომიურ თავისებურებებზე. ესენია:

1. საფენები გოგონებისათვის –  ადსორბენტის შემცველი შრის ძირითადი ნაწილი განთავსებულია  მუცლის მხარეს.  საფენები გოგონებისათვის

2. საფენები ბიჭებისათვის – ადსორბენტის შემცველი შრე განთავსებულია ზუსტად შუაში და უკან.  საფენები ბიჭუნებისათვის

3. უნივერსალური საფენები – მშთანთქმელი შრე მთლიან ზონაზეა გადანაწილებული და გამოიყენება როგორც გოგონებისათვის, ისე ბიჭებისათვის.  უნივერსალური საფენები

საფენის შესაკრავი

ფიქსაციისათვის საფენი აღჭურვილია სპეციალური შესაკრავით, რისთვისაც  ძირითადად გამოიყენება ფხრიწები. ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული ფხრიწები მრავალჯერადი იყოს, არ იხსნებოდეს წყალთან, სითხესთან,  კონტაქტისას. მიუხედავად იმისა, რომ საფენები ერთჯერადია, რიგ შემთხვევაში მაინც საჭირო ხდება მათი გახსნა და ხელახლა შეკვრა.

საფენის ზომა

საფენის შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საფენის ზომა. საფენის ზომა უნდა შეირჩეს ბავშვის წონის გათვალსწინებით, ამასთან  გვახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული საფენების ზომები ხშირად არ შეესაბამება ერთმანეთს. საფენის შეძენისას ასევე აუცილებლად გაითვალსიწინეთ ვარგისიანობა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ ადსორბენტი კარგავს შეწოვის უნარს.

საფენის გამოყენების წესიბავშვის საფენი

1. საფენის ჩაცმისას საფენის სარტყელსა და პატარას მუცელს შორის თქვენი თითი თავისუფლად უნდა თავსდებოდეს. დაუშვებელია საფენის ძალზედ მჭიდროდ ან პირიქით თავისუფლად შეკვრა.

2. ერთი საფენის გამოყენება შესაძლებელია არაუმეტეს სამი საათისა (ზოგიერთ თანამედროვე საფენს აქვს ინდიკატორი, რომელიც ფერის შეცვლის მეშვეობით მიგვითითებს საფენის გამოცვლის აუცილებლობაზე)

3. აუცილებელია ჰაერის აბაზანების მიღება. საფენის მოხსნის შემდეგ საშუალება მივცეთ ბავშვის სხეულს 10-20 წუთი მაინც „ისუნთქოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავაცვათ სუფთა საფენი.

4. საფენის ქვეშ დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საბავშვო კრემის და არა ზეთების გამოყენება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.