საფენისმიერი დერმატიტი

საფენისმიერი დერმატიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები  
ბავშვის მაკრატელი  
ბავშვის წყლის თერმომეტრი  
საბავშვო კრემები
 საბავშვო ზეთები  
 საბავშვო ტალკი (პუდრი)
 საბავშვო ლოსიონები  
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებებ
 საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები  
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
 ბავშვის კბილის ჯაგრისები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვი

საფენისმიერი დერმატიტი ძუძუთა ასაკის ბავშვთა გავრცელებული პრობლემაა, ძირითადად ვითარდება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში, რომელთა განავალი შედარებით ტუტე რეაქციისაა.
ასევე საფენისმიერი დერმატიტი ხშირია იმ პატარებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ  ალერგიული რეაქციებისაკენ, აღენიშნებათ ატოპიური ან სებორეული დერმატიტი.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

საფენისმიერი დერმატიტის განვითარებისათვის განმაპირობებელი ფაქტორებია – ჩვილის კანის ფიზიოლოგიური თავისებურებები, კერძოდ – ნაზი კანი, იოლად ტრავმატიზაცია, უმწიფარი თერმორეგულაციური და იმუნური სისტემა

მოვლის წესების დარღვევა

  • ახალშობილის კანის ხანგრძლივი კონტაქტი შარდსა და ფეკალურ მასებთნ, მაცერაცია, კანის დაზიანებას იწვევს შარდში შემავალი ურეაზა, განავლის ლიპაზა და პროტეაზა და ასევე ამიაკი, რომელიც შარდის განავალთან კონტაქტის დროს წარმოიქმნება;
  •  ჩვილის მოვლის საშუალებების (კრემები, ტალკი, საპონი) არასწორად შერჩევა;
  •  საფენის არასწორად შერჩევა;
  •  ალერგიული რეაქცია სარეცხ საშუალებებზე;

სიმპტომები, მიმდინარეობა

საფენისმიერი დერმატიტი იწყება კანის შეწითლებით საფენით დაფარულ ადგილებში: დუნდულოებსა და   სასქესო ორგანოების მიდამოში,  რასაც ზოგჯერ თან ერთვის ბუშტუკებისა და ქერცლების წარმოქმნა, მძიმე შემთხვევებში შეშუპება, დაწყლულება და ჩირქოვანი ვეზიკულების განვითარება.
საფენისმიერი დერმატიტი სწრაფად რთულდება და განსაკუთრებით დიდია სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. გარდა ამისა კანის გაღიზიანება და ქავილი არღვევს ბავშვის ძილს, ხდება ტირილისა და შფოთვის  მიზეზი.

საფენისმიერი დერმატიტის სტადიები

საფენისმიერი დერმატიტის დროს გამოყოფენ კლინიკურ სურათში სამ სტადიას:

  1. მსუბუქი: კანის არცთუ მსუბუქი სიწითლე
  2. საშუალო სიმძიმის: შეშუპება, კანის ძლიერი სიწითლე, ნახეთქებით და ჩირქოვანი უბნებით
  3. მძიმე: გაერთიანებული  ანთებადი და შეშუპებული უბნები, ბუშტუკები,  სველი ნახეთქები, ეროზიები, წყლულებიც კი

მკურნალობა, პროფილაქტიკა

საფენისმიერი დერმატიტის განვითარების შემთხვევაში, ისევე როგორც პროფილაქტიკისათვის  პირველ რიგში აუცილებელია გამოირიცხოს შარდისა და განავლის გამაღიზიანებელი ზემოქმედება, მაქსიმალურად შენარჩუნდეს პატარას კანი მშრალად  და სუფთად, საფენის გამოცვლისას პატარა გულმოდგინედ დავბანოთ და კარგად შევამშრალოთ.
საფენისმიერი დერმატიტი უმეტეს შემთხვევაში მოვლის წესების დაცვის შედეგად თვითლიმიტირებადია, თუმცა ზოგჯერ საჭიროებს სამკურნალო საშუალებების გამოყენებას – ტალკები, სპეციალური ზეთები და კრემები, რომელთა შერჩევაც პედიატრის პრეროგატივაა, თუმცა მკურნალობის ზოგადი პრინციპია: კანის სისველის შემთხვევაში გამშრობი, და პირიქით ნახეთქებისა და აქერცვლის დროს დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ საფენისმიერი დერმატიტის პროფილაქტიკა უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა, ამისათვის კი საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა.


პრეპარატები: თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის


პრევენცია

საფენისმიერი დერმატიტისაფენისმიერი დერმატიტის თავიდან აცილებისათვის და ასევე მკურნალობის პროცესში აუცილებელია დაიცვათ შემდეგი წესები:

  • ბავშვთან ყოველი კონტაქტის წინ საპნით ხელების დაბანა;
  • საფენის დროულად გამოცვლა;
  • რეგულარულად დაბანა ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ;
  • დღეში არანაკლებ 10-ჯერ ჰაერის აბაზანების მიღება (უნდა დატოვოთ პატარა საფენის გარეშე გარკვეული დროით);
  • თუ ბავშვი მიდრეკილია  ალერგიული რეაქციებისადმი, გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი ფხვნილები;
  • პატარას ტანსაცმელი გულმოდგინედ გაავლეთ წყალში და დააუთოვეთ ორივე მხრიდან;
  • ყურადღებით შეისწავლეთ  საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა, გამორიცხეთ ისეთი კრემები და ზეთები, რომელიც შეიცავს  ალერგიული რეაქციის გამომწვევ ნივთიერებებს;
  • სველი ხელსახოცების გამოყენების შემთხვევაში თავი აარიდეთ სურნელოვან და სპირტის შემცველ სალფეთქებს;
  • ბავშვის დასაბანად შეარჩიეთ ნეიტრალური საბავშვო საპონი და გამოიყენეთ არაუმეტეს  5-7 დღეში ერთჯერ;
  • მნიშვნელოვანია საფენის სწორად შერჩევა. უპირატესობა მიანიჭეთ საფენს, რომლის შიგნითა შრეც წარმოდეგნილია ჟელეს წარმომაქმნელი მასალით, რაც ხელს უწყობს ბავშვის კანის მშრალად შენარჩუნებას;

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, თუ

  • საფენისმიერი დერმატიტის ფონზე აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მატება;
  • სახლის პირობებში საფენისმიერი დერმატიტის მკურნალობა არ იძლევა ეფექტს;
  • კანის დაზიანებული უბანი იზრდება და წარმოიქმნება ბუშტუკები, იღებს მოლურჯო შეფერილობას;
  • ანთებით უბნებზე წარმოიქმნება ჩირქოვანი კერები; გადასვლა>>> ბავშვი

საფენისმიერი დერმატიტი FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤱 საფენისმიერი დერმატიტი ძუძუთა ასაკის ბავშვების გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ძირითადად ვითარდება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში, რომელთა განავალი შედარებით ტუტე რეაქციისაა
📌 განარჩევენ საფენისმიერი დერმატიტის შემდეგ სტადიებს:
➡️ მსუბუქი – კანის არცთუ მსუბუქი სიწითლე
➡️ საშუალო სიმძიმის – შეშუპება, კანის ძლიერი სიწითლე, ნახეთქებით და ჩირქოვანი უბნებით;
➡️ მძიმე – გაერთიანებული ანთებადი და შეშუპებული უბნები, ბუშტუკები, სველი ნახეთქები, ეროზიები, წყლულები
❗️ საფენისმიერი დერმატიტის თავიდან აცილებისათვის აუცილებელია დაიცვათ შემდეგი წესები:
✅ ბავშვთან ყოველი კონტაქტის წინ საპნით ხელების დაბანა;
✅ საფენის დროულად გამოცვლა;
✅ რეგულარულად დაბანა ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ;
✅ დღეში არანაკლებ 10-ჯერ ჰაერის აბაზანების მიღება (უნდა დატოვოთ პატარა საფენის გარეშე გარკვეული დროით);
✅ თუ ბავშვი მიდრეკილია ალერგიული რეაქციებისადმი, გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი ფხვნილები;
✅ პატარას ტანსაცმელი გულმოდგინედ გაავლეთ წყალში და დააუთოვეთ ორივე მხრიდან;
👉 შეიტყვეთ მეტი – https://bit.ly/3oCjb4H
#დერმატიტი #საფენისმიერიდერმატიტი #დერმატიტიჩვილებში #სიწითლეჩვილებში #ალერგიაჩვილებში #საფენისმიერიდერმატიტისსიმპტომები #საფენისმიერიდერმატიტისნიშნები #საფენისმიერიდერმატიტისმკურნალობა #კანისშეწითლება #დერმატიტისმკურნალობა #დერმატიტისნიშნები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10