რა უნდა ვიცოდეთ პირღებინების დროს

რა უნდა ვიცოდეთ პირღებინების დროს

ღებინება, უხშირესად, დაკავშირებულია გასტროენტერიტთან (კუჭ-ნაწლავის ანთებასთან) ან მოწამვლებთან. ხშირად პირღებინება შეუღლებულია ხოლმე გულისრევასთან, ცხელებასთან, ფაღარათთან. ზოგჯერ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება დიეტით.

პირღებინება შიძლება იყოს მწვანე, სისხლიანი, ყავის ნახარშის მაგვარი. პირღებინება შეიძლება დაკავშირებული იყოს ყურის, სანაღვლე და საშარდე გზების, ნერვული სისტემის ინფექციასთან – ამ დროს ფაღარათი არ არის გამოხატული.

აცეტილსალიცილის მჟავით (შეიცავს ასპირინი, უფსარინ-უფსა, ციტრამონი, თრომბოასპირინი…) მოწამვლას შეიძლება მოყვეს სისხლიანი პირღებინება.

ღებინება შეიძლება დაიწყოს თავის ტრამვის მიღებისთანავე და შექმნას პრობლემა, თუ დიდხანს გაგრძელდა; მუცლის ტრავმისა და უცხო სხეულის გადაყლაპვისას დაწყებული პირღებინება გამავლობის დარღვევაზე მიუთითებს.

ღებინების შემთხვევაში ბავშვი საწოლში მოათავსეთ გვერდზე, არავითარ შემთხვევაში პირაღმა, რადგანაც შესაძლებელია ნაღებინები მასების მოხვედრა სასუნთქ გზებში, რაც მოხრჩობას – ასპირაციას გამოიწვევს.

პატარა ბავშვები ზოგჯერ ამოიღებენ ხოლმე საკმაო რაოდენობითAმასებს ჭამიდან 30-45 წუთში. Eეს, ხშირად, კუჭსა და საყლაპავს შორის კუნთოვანი რგოლის სისუსტის შედეგია, მას ხალაზია ეწოდება და მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს. საჭმლის ამობრუნება, შეიძლება, არასწორი კვებითაც იყოს გამოწვეული. ხალაზიანი ახალშობილისათვის მნიშვნელოვანია კვების სწორი ტექნიკის დაცვა. ბავშვი უნდა კვებოთ ვერტიკალურ პოზიციაში და ამ პოზიციაში დატოვოთ კვების მერეც 30-45 წუთის განმავლობაში. კვებეთ ბავშვი პატარა ულუფებით, ხშირ-ხშირად.

ექიმი უნდა გამოვიძახოთ დაუყოვნებლივ, თუ

  • პირღებინება სისხლიანია;
  • ტკივილი მუცელში გრძელდება 2 საათზე მეტ ხანს და/ან ძლიერდება;
  • იყო მუცლისა და თავის ტრავმა;
  • მოწამვლის დროს;
  • ბავშვი აგზნებულია ან მოდუნებულია;
  • აკარგული აქვს ბევრი სითხე – შემცირებულია შარდვა (მშრალი საფენები), გამომშრალია ლორწოვანი გარსები – ენა, თვალები, არის ძილიანობა, ჩქარი სუნთქვა.

რამოდენიმე საათში, თუ

  • ღებინება გრძელდება 24 საათზე მეტხანს;
  • არის პირღებინება უფაღარათოდ;
  • ბავშვი სხვა მიზეზით იღებს მედიკამენტებს, რომელთაც შეიძლება გამოეწვიათ ღებინება;
  • შარდვა მტკივნეული, გახშირებული და სისხლიანია;
  • აღენიშნება ყურის ტკივილი.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

ბავშვი მოარიდეთ მაგარ საჭმელს 6-8 საათი. კარგი შედეგი აქვს მცირე ულუფებით კვებას, სასარგებლოა სითხეები (სურ.18), სითხის შემცველობის აღმდგენი მარილოვანი ხსნარების მიცემა (მაგ. რეჰიდრონი) – ოთახის ტემპერატურის გაზგაცლილი სოდიანი წყალი ან ბორჯომი. ნელ-ნელა მოუმატეთ სითხის რაოდენობა 6-8 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, თუ ღებინება აღარ არის, ფრთხილად გააფართოვეთ დიეტა `კრეკერებით~, წმინდა სუფით, გამომშრალი პურით.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

_________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..