როგორ ავირჩიოთ საბავშვო ეტლი

ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში მომავალი დედები უკვე იწყებენ ზრუნვას საბავშვო ეტლის შეძენაზე, დღის წესრიგში დგება ერთ-ერთი ისეთი მთავარი საკითხი, როგორიცაა მისი პირველი სატრანსპორტო საშუალების – საბავშვო ეტლის შეძენა. საბავშვო ეტლები სხვადასხვა სახის არსებობს, თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გთავაზობთ ყველაზე პოპულარული საბავშვო ეტლებისა და მათი აქსესუარების ჩამონათვალს, რომელიც სადღეისოდ ბაზარზეა წარმოდგენილი.

♦♦ ყველა სახის საბავშვო ეტლი შეგიძლიათ შეარჩიოთ ინტერნეტ მაღაზია ამაზონზე >>

♦♦ მსუბუქი გასასეირნებელი საბავშვო ეტლები ,,ამაზონზე” >>>

სარწეველა ეტლები 

იგი წარმოადგენს ჩვილის საწოლს, რომელიც ბორბლებზე დგას, ასეთი ეტლები ძირითადად ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა მისი მოდელები მაინც გვხვდება ხოლმე. მან გარკვეული პერიოდით ბავშვის დაბადებიდან შესაძლოა შეცვალოს საწოლი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები, რომლებიც იწყებენ აქტიურ მოძრაობას მათთვის ეტლი უკვე საშიშია, რადგან დიდია ბავშვის გადმოვარდნის ალბათობა.

პლიუსები – ბავშვი ახერხებს კარგად გამოძინებას, იგი დაცულია მტვრისა და ქარისაგან.

მინუსები – როდესაც ბავშვი იწყებს დაჯდომას, ასეთ ეტლში ის მოუხერხებლად იგრძნობს თავს. ასევე შესაძლებელია ეტლში მჯდომარე ბავშვი გადმოვარდეს. ის საკმაოდაა დაშორებული იატაკიდან, რაც ბავშვის გადმოვარდნის შემთხვევაში დაზიანების რისკს ზრდის. გარდა ამისა ეტლის  წინა საბურავები არ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რის გამოც მისი მანევრირება შეზღუდულია.

სასეირნო ეტლები 

ეს ეტლები გათვალისწინებულია 6-8 თვიდან 2-3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. გააჩნია დასჯდომი და პატარა ჩარდახი (მზისგან დამცავი სახურავი). ასეთი ეტლები ორი ტიპისაა: პირველი –  ეტლი ჰამაკი, რომელიც მდგომარეობიდან ”ჯდომითი”, გადადის მდგომარობაში ”წოლითი” და მეორე – ეტლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკეცება როგორც ქოლგა.

პლიუსები – ყველაზე იაფი ეტლია, მსუბუქია, მცირე ზომის, კარგად მანევრირებს, ადვილად იკეცება.

მინუსები – გამოდგება მხოლოდ ისეთი ბავშვებისთვის, რომელთაც შეუძლიათ დაჯდომა, არ იცავს უამინდობის დროს, მასში ძილი მოუხერხებელია მაშინაც კი, თუ იგი გადაყვანილია რეჟიმში ”წოლითი”, აქვს პატარა საბურავები, რის გამოც მას ძალიან უჭირს უსწორმასწორო ზედაპირზე.

ტრანსფორმირებული ეტლები

ეს არის ეტლი, რომელიც სარწეველა ეტლიდან გარდაიქმნება სასეირნო ეტლად. ეცადეთ შეარჩიოთ ამ ეტლის ისეთი მოდელი, რომლის წინა ორი ბორბალი მაინც ბრუნავდეს 360 გრადუსით. ამ შემთხვევაში ეტლი უფრო მანევრირებადი იქნება.

პლიუსები  – ეტლი მდგომარეობიდან ”წოლითი”, ძალიან ადვილად გადადის მდგომარეობაში ”ჯდომითი” და პირიქით, რაც საშუალებას აძლევს ბავშვს მოხერხებულად იძინოს და იმგზავროს მჯდომარე მდგომარეობაში. აქვს დიდი საბურავები, რისი საშუალებითაც ადვილად გადაადგილდება ცუდ, უსწორმასწორო გზებზეც კი. ბავშვი დაცულია უამინდობის დროს.

მინუსები – დიდი წონა, ეტლის წინა საბურავები არ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რის გამოც ეტლი ნაკლებად მანევრირებადია. საკმაოდ მძიმეა სატარებლად.

♦♦ ბავშვის ტრანსფორმირებადი ეტლები ინტერნეტ – მაღაზია ამაზონზე >>

როგორც წესი, ეს არის სპორტული დიზაინის ეტლი, რომელსაც როგორც წესი, 3 საბურავი და მსუბუქი ჩარჩო აქვს.

პლიუსები – მსუბუქი წონა, შესანიშნავი მანევრირება,კარგი ამორტიზაცია, მარტივი და კომპაქტური დაკეცვის საშუალება (მისი გადატანა ადვილადაა შესაძლებელი ავტომობილის საბარგულით) კონსტრუქციის მოხერხებულობა, როგორც ”ჯდომით”, ასევე ”წოლით” მდგომარეობაში.

მინუსები  – ამ ტიპის ეტლს, პრაქტიკულად მინუსი არ გააჩნია, თუ იგი მაღალი ხარისხისაა, თუ არ ჩავთვლით მაღალ ფასს.

♦♦ ბავშვის სპორტული ეტლები ინტერნეტ მაღაზია ამაზონზე>>

უნივერსალური ეტლები

მის ძარაზე შეიძლება დაყენდეს როგორც სარწეველა კალათი, ასევე ჰამაკი, ისე როგორც სასეირნო ეტლზე. აქვს მჯდომარე მდგომარეობაც, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია.

პლიუსები – გამოდგება როგორც ახალდაბადებულთათვის, ასევე უკვე მოზრდილი ბავშვებისათვის. აქვს დიდი საბურავები, რის გამოც შეუძლია კარგი მანევრირება.გააჩნია კარგი ამორტიზაცია.

მინუსები – ასეთი ეტლის მინუსს მისი დიდი წონა წარმოადგენს.

არსებობს ტყუპებისთვის განკუთვნილი ორადგილიანი და სამადგილიანი საბავშვო ეტლები.

♦♦ საბავშვო ეტლები ტყუპებისათვის ,,ამაზონზე” შეგიძლიათ ნახოთ აქ >>>

მხოლოდ სასეირნო ეტლი

არსსებობს ასევე ისეთი ეტლები, რომელთაც მხოლოდ ბავშვის გასასეირნებლად გამოიყენებთ. მას არ აქვს სხვადასხვა მდგომარეობაში გარდაქმნის ფუნქციები,  არ ტრანსფორმირდება ჯდომიდან წოლით მდგომარეობაზე, გამოდგება მხოლოდ იმ ასაკის ბავშვებისთვის, რომრლთათვის უკვე დასაშვებია ჯდომა (7 – 8 თვიდან  2-3 წლამდე). თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვისაც. ამგვარ ეტლში ჯდომისას ბავშვი არის ძალიან კომფორტულად,  არ იწვევს ბავშვის დაღლილობას, აქვს მზისგან დამცავი  პატარა ჩარდახი.

პლიუსები – არის იაფი, კარგად მანევრირებს, სატარებლად ძალიან მსუბუქია, ადვილად იკეცება, არის პატარა ზომის, ადვილად შეგიძლიათ დაკეცილ მდგომარეობაში მისი ტრანსპორტირება. ბავშვი ჩაძინებულიც კი კომპორტულადაა.

მინუსები  – მისი გამოყენება შეუძლით მხოლოდ 7- 8 თვიდან ასაკის ბავშვებს, ანუ მათ ვისთვისაც ჯდომა უკვე დასაშვებია, არ აქვს წოლითი პოზიცია, ბავშვი დაუცველია უამნიდობის დროს.

♦♦ ბავშვის სტანდარტული სასეირნო ეტლები ინტერნეტ-მაღაზია “ამზონზე” >>

აქსესუარები

ბევრი საბავშვო ეტლი აღჭურვილია ბავშვისთვის განკუთვნილი კალათით (რომლის ცალკე გამოყენებაც შეიძლება), საწვიმარით, ნივთებისთვის განკუთვნილი კალათით, ჩანთით, დათბილული მოსასხამით, უკანა საფეხურით უფროსი ბავშვისთვის, მწერებისაგან დამცავი ბადით და მრავალი სხვა აქსესუარით.

ერთ-ერთი საჭირო და მეტად მოსახერხებელი აქსესუარია ეტლისთვის წაყალგაუმტარი საფარი. ის შეგიძლია ქარის და წვიმის დროს შემოახვიოთ ეტლს. თქვენი პატარა დაცული იქნება უამიდობისას, თქვენ კი აღარ იდარდებთ, თუკი სასეირნოდ გასულებს ცუდი ამინდი დაგატყდებათ თავს. დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ

♦♦ სპეციალური წყალგაუმტარი დამცავი საფარი ბავშვის  ეტლებისთვის ,,ამაზონზე” >>>

უამინდობისას შეიძლება დედასაც დაჭირდეს ქოლგა, ქოლგის დაჭერა კი ეტლის ტარებისას არც ისე მოსახერხებელია, ქოლგის სამაგრი ჯოხი აგარიდებთ ამ ტვირთს. მისი საშუალებით ქოლგა მიემაგრება ეტლს და გადარჩებით დასველებას.

♦♦ ქოლგის სამაგრი ჯოხი >> 

ყველა დედას სჭირდება ისეთი მოხერხებული ჩანთა, რომელშიც ადვილად მიაგნებს ბავშვის ნივთებს, წყალს, სათამაშოს და ა.შ. თანაც მისი მიმაგრება შეგეძლებათ ეტლზე და არ დაგიჭირდებათ ჩანთის ხელით ტარება.

♦♦ დედის  უნივერსალური ჩანთა >>

სამაგრები ძალიან გამოსადეგი ნივთებია, შეგიძლიათ ეტლს მიამაგროთ სვადასხვა ნივთები სურვილისამებრ, მაგ: ბავშვს ჩამოუკიდოთ სათამაშო და სხვა.

♦♦ ეტლის სამაგრები >>

ზოგადი რჩევები:

1. აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ, სად გჭირდებათ და გამოიყენებთ ეტლს – ქალაქში (ასფალტზე), გრუნტის გზაზე, თუ ბუნებაში ან სოფელში. ამის გათვალისწინებით, უნდა შეარჩიოთ საბურავების პარამეტრები, ამორტიზაციის სისტემა და მანევრირება.

2. თუ საცხოვრებელ სახლში საბავშვო ეტლი უნდა აიტანოთ ლიფტით, აუცილებლად წინასწარ გაზომეთ ეტლისა და ლიფტის სიგანე, რათა დარწმუნდეთ, რომ ის იქ მოთავსდება.

3. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ეტლის წონას, რადგან სავარაუდოდ თქვენ ვერ აცდებით სიტუაციას, როცა მისი ხელში აწევა მოგიწევთ ბავშვთან ერთად.

4. სასეირნო ეტლის სარწეველა ან დასაჯდომი, უნდა მაგრდებოდეს ეტლის ძარაზე მყარად და სიმეტრიულად.

5. ეტლზე, რომელზეც მდგომარეობა ”ჯდომითი” გადადის მდგომარეობაში ”წოლითი” და პირიქით, შეამოწმეთ, რომ ეს პროცესი ხდებოდეს მარტივად, ყოველივე ძალდატანების გარეშე.

6. ბავშვებისათვის კარგია თუ შეარჩევთ ეტლს, რომელსაც აქვს 5 წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები. ასეთი ღვედები მეტად საიმედო და გამოსადეგია, ბავშვი დცულია იმ მხრივ, რომ ის ვერ გამოძვრება შეკრული ღვედიდან და არ გადმოვარდება ეტლიდან.

7. ყურადღება მიაქციეთ ეტლის სახელურების სიმაღლეს, რათა არ მოგიწიოთ მისი ტარება ბეჭებში მოხრილს.

8. გაითვალისწინეთ სად გსურთ მისი შენახვა, და ამის მიხედვით ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კომპაქტურია იგი.

9. ყურადღება მიაქციეთ რამდენად სანდო და მარტივად გამოსაყენებელია მუხრუჭები.

10. ეტლის კაპიუშონი რაც შეიძლება დიდზე უნდა დაიხუროს გადახდილ ეტლზე და გაიხსნას დახურულზე.

11. საფარველი (რაც უნდა წამოაცვათ დასაჯდომს ან კალათას, წვიმისა და უამინდობის დროს) მაქსიმალურად უნდა იცავდეს ბავშვს, მაგრამ ამავე დროს დაუტოვოს მას საკმარისი სივრცე ეტლის შიგნით.

12. გაითვალისწინეთ მათ, ვინც აპირებს შეიძინოს ტრანსფორმირებადი ეტლი, ეტლის მჯდომარე პოზიციიდან მწოლიარეში გადასვლისას ეტლის დაფა, რომელძეც ბავშვი უნდა დაწვეს იდეალურად არ სწორდება, დაფის პირველი ნაწილი (სადაც ბავშვის თავი უნდა მოთავსდეს) რამდენიმე გრადუსით დახრილია ზემოდან ქვემოთ. ერთი შეხედვით ეს მოსაწონია, რადგან ამოქაფების შემთხვევაში ბავშვს თავი წამოწეული ექნება, რაც ნერწყვის გადაცდენის საშიშროებას ამცირაბს, ხოლო მეორეს მხრივ არასასიამოვნოა იმიტომ, რომ ბავშვის წლი დაახლოებით თავსდება იმ ადგილას, სადაც პირველი და მეორე ნაწილი დაფებისა უერთდება ერთმანეთს. ასეთ მდგომარეობაში დედას რჩება შთაბეჭდილება (და ეს მართლაც ასეა), რომ ბავშვი წელშია მოხრილი და არაკომფორტულად წევს, ბავშვი გრძნობს დისკომფორტს.

და ყველაზე მთავარი –  ეტლი უნდა მოწონდეს დედას, რადგან სწორედ მან უნდა მოიხმაროს იგი და უკეთესად ვერავინ განსაზღვრავს რა არის უკეთესი საკუთარი თავისთვის და კომფორტული მისი პატარისთვის.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!

აღებულია http://www.aura.ge/124-deda-da-shvili/792-rogor-avirchiot-sabavshvo-etli.html

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”;  შოპერი – საბავშვო ეტლი