ყურის ტკივილი ბავშვებში

ყურის ტკივილი ბავშვებში

ყურის ტკივილი ბავშვებში ხშირია და მას იწვევს ყურის არხის – ევსტაქის მილისა და შუა ყურის ინფექცია. რესპირატორული ინფექციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ძნელდება ცხვირიდან გამონადენის გამოსვლა და ნესტოების ბუნებრივი გასუფთავება, რის შედეგადაც გროვდება სითხე და ინფექცია, ევსტაქის მილის (ცხვირხახას აკავშირებს შუა ყურთან) გავლით, ადვილად ხვდება შუა ყურში.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ჩვილ ბავშვებში ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს აგრეთვე გადაცდენილი საკვები, რომელიც ევსტაქის მილის გზით შესაძლოა მოხვდეს შუა ყურში. რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია _ არ კვებოთ ბავშვი ბოთლიდან მწოლიარე მდგომარეობაში.
ყურის ტკივილის დროს ბავშვი აგზნებულია და ტირის. თუ ბავშვი პატარაა და ვერ ამბობს რა აწუხებს, ის დაიწყებს ყურზე ხელის ხშირ შეხებას, შესაძლოა გაუწითლდეს გარეთა სასმენი ხვრელი, ხვრელის საზღვართან ხელის დაჭერისას კი ბავშვი ტირილს იწყებს.

  • ყური შეუხვიეთ თბილად;
  • თუ ყურიდან გამონადენი არა აქვს, ჩააწვეთეთ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები
  • მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ თავისუფალი სუნთქვა ცხვირით.

ყურის ანთებას თუ არ ვუმკურნალეთ, ჩირქმა შეიძლება დაფის აპკის მთლიანობა დაარღვიოს და, იშვიათად, ანთებითი პროცესის უმკურნალოდ დატოვების შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება სმენა დაკარგოს.

ბავშვებში ყურის ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული წნევის უეცარმა ცვლილებებმა: მთიდან დაშვება, თვითმფრინავის დაშვება და ა.შ. ამ დროს საჭიროა პირის დახურვა, ცხვირის ნესტოებზე ხელის მოჭერა, რომ გარედან ჰაერი არ შევიდეს და ნერწყვის გადაყლაპვა. პატარებისათვის გამოდგება სპეციალური საღეჭი ან ბოთლის საწოვარა. >> ,,ბავშვი”

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1;