გადახურება (სითბური და მზის დაკვრა)

გადახურება (სითბური და მზის დაკვრა) ბავშვეში

გადახურების დროს სხეულის ტემპერატურა მაღალია, სახე წითელი, ბავშვს აქვს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. გამოხატულია კანისა და ლორწოვანების სიმშრალე (ენა მშრალია), შეიძლება იყოს გონების დაკარგვა. მზის დაკვრის დროს არის მხედველობის დარღვევა, აჩქარებული მაჯისცემა და გახშირებული სუნთქვა.

ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გრილი წყლის აბაზანები, სხეულის გაგრილება “ვენტილატორით”, მოუთავსდეს ყინულის პაკეტები საზარდულის და იღლიის ფოსოებში. მზის დაკვრის დროს საჭიროა თავზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცის შემოხვევა, დიდი რაოდენობით ცივი სითხის დალევა.

როცა ტემპერატურა დაიწევს 38,50-მდე, ეს პროცედურები უნდა შეწყდეს.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

_________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”