სტომირება

სტომირებასტომირება –  რომელიმე ღრუ ორგანოზე  ქირურგიული გზით ხვრელის შექმნა.

სტომირების ჩვენებები

ყველაზე ხშირად სტომის დადება დაკავშირებულია – ნაწლავებზე ჩატარებულ ოპერაციასთან (ილეოსტომა და კოლოსტომა), შარდ-სასქესო სისტემაზე (უროსტომა), და იშვიათად ტრაქეაზე ჩატარებულ ოპერაციასთან (ტრაქეოსტომა).

ისტორიული ფაქტები

ისტორიკოსების მტკიცებით, სტომის დადების ოპერაცია, თანამედროვე გაგებით (ნაწლავის გამოტანა მუცლის წინა კედელზე) საბუთობრივად დაფიქსირებული იყო 1710 წელს.ფრანგმა ქირურგმა ლეტრემ, ეს ოპერაცია ახალშობილის გადასარჩენად ჩაატარა. შემდეგ ასწლეულებში ქირურგიული სტომირება უფრო და უფრო დაიხვეწა, ნარკოზის, ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოგონების, ასევე  მედიცინის სრულყოფილად შესწავლის წყალობით.

პროცედურა

ნაწლავის სტომის და უროსტომის გამოტანა ხდება მუცლის წინა კედელზე, იმ ორგანოს  მდებარეობის შესაბამის ზონაში, რომელზეც ტარდება  ოპერაცია. სტომის კანზე გამოტანის ადგილის განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია როგორც გამოსატანი ნაწლავის მდებარეობა, რომელზეც საბოლოოდ დაიდება სტომა, ასევე პაციენტის სურვილი, რათა სტომის დამოუკიდებლად მოვლა,  მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ.
სტომის ადგილის განსაზღვრაზე ასევე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნაწიბურების მდებარეობა, სხეულის ნაკეცების მდებარეობა, ჭიპთან და თეძოს ძვლებთან სიახლოვე და ა.შ.

სტომის სახეები

სტომა შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. მუდმივი სტომა რჩება პაციენტს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.
დროებითი სტომა კი, გარკვეული დროის შემდეგ იხსნება, კუჭ-ნაწლავის მთლიანობა აღდგება.
დროებითი სტომა გამოიყენება, თუ საჭიროა კუჭ-ნაწლავზე მკურნალობის და რეაბილიტაციის ჩატარება, ოპერაციის შემდეგ, მძიმე მოწამვლის და სხვა დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა კუჭ-ნაწლავის განტვირთვა, მოსვენება.

სტომირების შემდგომი პერიოდი

სტომირების ოპერაციის შემდეგ, პაციენტს აქვს ხვრელი მუცლის წინა კედელზე, რომელიც კანის ზედაპირიდან აწეულია 1-2 სმ-ით და ინტენსიური წითელი ფერისაა. ნაწლავის ბოლო შეშუპებულია და შესაძლოა მცირედ სისხლმდენიც იყოს.
დროთა განმავლობაში შეშუპება ცხრება, ჭრილობა ხორცდება, სტომის ზომები მცირდება, ფერი ფერმკრთალდება – ხდება ღია ვარდისფერი. ქირურგიაში ამ პროცესს სტომის მომწიფება ეწოდება.
სტომის სრულ მომწიფებამდე საჭიროა, სტომიდან გამოსულ გამონადენზე დაკვირვება – მოცულობა, ფერი, კონსისტენცია, გამონადენში ჩირქის და სისხლის შემცველობა. სტომის სრუ
ლი ფორმირება მთავრდება 4-6 კვირის შემდეგ.
სტომის სრული ფორმირებისა და სტომის მოვლის სპეციფიკის ათვისების შემდგომ, სტომირებული პაციენტები უბრუნდებიან აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. ხელოვნური კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად,  ცვლილებებს  მხოლოდ კვების პრინციპები განიცდის.


სტომირებაარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 სტომირება – რომელიმე ღრუ ორგანოზე ქირურგიული გზით ხვრელის შექმნა
📌 სტომა შეიძლება იყოს:
➡️ მუდმივი – რჩება პაციენტს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე;
➡️ დროებითი – გარკვეული დროის შემდეგ იხსნება, კუჭ-ნაწლავის მთლიანობა აღდგება
🔗 ყველაზე ხშირად სტომის დადება დაკავშირებულია:
✅ ნაწლავებზე ჩატარებულ ოპერაციასთან (ილეოსტომა და კოლოსტომა);
✅ შარდ-სასქესო სისტემაზე ჩატარებულ ოპერაციასთან (უროსტომა);
✅ ტრაქეაზე ჩატარებულ ოპერაციასთან (ტრაქეოსტომა)
👉 გაიგეთ მეტი სტომირების შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3oPGmbK
#სტომირება #სტომირებისჩვენებები #რაარისსტომირება #მუდმივისტომა #დროებითისტომა #კოლოსტომა #ილეოსტომა #უროსტომა #ტრაქეოსტომა #სტომირებისტიპები #ნაწლავისოპერაციები #თირკმლისოპერაციები #პროქტოლოგია #კოლოპროქტოლოგია #ქირურგიულიპროცედურა #სტომირებისფორმები #სტომისსახეები #სტომირებისპროცედურა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია)