როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დისციპლინას

როგორ მივაჩიოთ ბავშვი დისციპლინას

ბავშვის ზრდასთან ერთად აქტუალური ხდება დიციპლინის საკითხები, თუმცა ამაზე ფიქრი სულ მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უპირველესად მაგალითს ბავშვი  თქვენგან იღებს, ამიტომ პირველ რიგში ის, რასაც ითხოვთ თქვენი პატარისაგან, პირველ რიგში უნდა შეასრულოთ თქვენ. თუ როგორი დისციპლინა გაქვთ სახლში, და როგორ ურთიერთობა აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, პირდაპირ ახდენს გავლენას თქვენ პატარაზე. იმისათვის, რომ ბავშვი მივაჩვიოთ დისციპლინას, ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

დაიწყეთ სულ მცირე ასაკიდან. პირველ რიგში შეეცადეთ შეადგინოთ დღის რეჟიმი თითოეული დღისათვის, ამასთან არ უნდა იყოს ქაოსური და დამოკიდებული თქვენს ხასიათზე. რეჟიმი უნდა ეხებოდეს კვებას, ძილს, სეირნობას, თამაშს,   პატარაობიდანვე განსაზღვრული გრაფიკის დაცვის შემთხვევაში შემდგომში არ წარმოადგენს სიძნელეს, მისი დისციპლინისადმი მიჩვევა. მიაჩვიეთ პატარა დილა-საღამოს კბილების გახეხვას, ოთახში მიმოფანტული სათამაშობეის შეგროვებას, საკუთარი ნივთების დალაგებას, თქვენდამი დახმარებას. უნდა დაიწყოთ ელემენტარული თხოვნებით, რომელიც ბავშვისათვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.

ყოველთვის გახსოვდეთ,  რომ ის ჯერ კიდევ პატარაა და ნუ დასჯით მას ამისათვის. თუ თქვენმა პატარამ ძვირფასი ლარნაკი გატეხა, მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, რომ არ უნდა მოეკიდა ხელი, კარგად დაფიქრდებით,  იქნებ ეს სულაც არ არის მისი ბრალი. თუ ლარნაკი ძვირფასი იყო, ის ბავშვისათვის ხელმისაწვდომ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, ამასთან პატარას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვს ხელების მოტორიკა, განსაკუთრებით დაახლოებით ერთი წლის ასაკში, რის გამოც ვერ ახერხებს საკმარისად მყარად დიჭიროს ხელში სხვადასხვა საგნები. მეხსიერება კი სათანადოდ  არ არის განვითარებული, რომ დაიმახსოვროს თქვენი ყოველი გაფრთხილება, ბავშვური ცნობიმოყვარე ბუნება კი აიძულებს ხელში აიღოს მისთვის საინტერესო ნივთი, რომელიც ხელმისაწვდომ ადგილას დევს. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ პატარა დაისაჯა სწორედ იმისათვის, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა,  ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ თავიდან აიცილოთ მსგავსი არასასიამოვნო მომენტები.

ეცადეთ ყოველი შეცდომის დაშვებისას ისევ და ისევ წყნარად აუხსნათ, თანდათანობით მისი მეხსიერებაც მზად იქნება ამისთვის და აღარ დაგჭირდებათ ყვირილი და დასჯა. რბილი მოპყრობა სულაც არ ნიშნავს ბავშვის განებივრებას. რაც უფრო გულღიად გიყვართ თქვენი პატარა, გამოხატავთ სიხარულს და  მისი ნებისმიერი სწორი საქციელის საპასუხოდ თქვენს ალერსს და მოფერებას მიიღებს, თანდათანობით თვითონვე აღარ გაუჩნდება სურვილი, ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც თქვენ გაგანაწყენებთ.

ერთიდან ორ წლინახევრის ასაკამდე პატარა დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფის. ამ პერიოდში ის ყოველ ნაბიჯზე შეგეწინააღმდეგებათ. ამასთან  ჯერ კიდევ პატარაა იმისათვის, რომ გაითავისოს ის წესები, რაც გასაგებია შედარებით უფროსი ასაკის ბავვებისათვის, ამიტომ გონივრული მოქმედებით თქვენ შეძლებთ მიაჩვიოთ დისციპლინას და მოწესრიგებულობას. თუ თქვენი პატარა უარს ამბობს იატაკზე დაბნეული სათამაშოების ალაგებაზე, ნუ შეეცდებით ყვირილით, ძალდატანებით მიაღწიოთ თქვენსას, რადგან მიუხედავად განრისხებისა და მუქარისა, მხოლოდ ბავშვის ტირილს თუ გამოიწვევთ. უფრო მარტივი იქნება თუ ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში, წესრიგის დაცვას დაამსგავსებთ თამაშს. შეეჯიბრეთ მას, ვინ უფრო სწრაფად აალაგებს იატაკიდან ნივთებს და თვითონვე გაუჩნდება სურვილი,  სათამაშოები თავის ადგილას მოათავსოს, თქვენ მიზანიც მიღწეულია. ბოლოს კი აუცილებლად გაუსვით ხაზი, თუ როგორი წესრიგი დამყარდა.  ასეთი მიდგომით თქვენი პატარა კი დროთა განმავლობაში ძალდაუტანლებლად ისწავლის კარგისა და ცუდის გარჩევას.

თანდათანობით უნდა გააცნოთ პატარას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ქცევის წესები. თუ თქვენი ბავშვი სათამაშოების მაღაზიაში შესვლისას იწყებს ტირილს, რომ მას მაინცამაინც ეს კონკრეტული სათამაშო უნდა, რომლიეც საკმაოდ ძვირია “ფშიკავს ფეხებს“, ესე იგი სათანადოდ არ აქვს დისციპლინა ჩამოყალიბებული. ყველაფერი კი საყოფაცხოვრებო წესრიგიდან  იწყება.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”