ბავშვის გასეირნება

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის გასეირნებისათვის საჭირო ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს  ამავე  ფერის ტექსტები.

ჩვენ უკვე ვიცით რა აუცილებელია ჩვილი ბავშვისთვის სუფთა ჰაერი და მზის სხივები. ბავშვის ოთახის განიავება საკმარისი არაა. ბავშვმა ყოველდღე უნდა ისეირნოს დედის ხელში, ან საბავშვო ეტლით.

♦♦ ბავშვის სასეირნო ეტლები ინტერნეტ-მაღაზია “ამაზონზე”  შეგიძლიათ იხილოთ >>>

სანამ ბავშვს არ შეუძლია სიარული, ყველაზე უკეთესია დღისით გარეთ, სუფთა ჰაერზე დავაძინოთ. სუფთა ჰაერი და მზის სხივები აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს და იცავს მას დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი რაქიტისგან. ბავშვი რომელიც მიჩვეულია ზამთარშიც და ზაფხულშიც გასეირნებას, გაცილებით იშვიათად ცივდება. ყოველდღიური გასეირნება აძლიერებს მადას და ბავშვის ნერვულ სისტემას. ის ნაკლებს ჭირვეულობს, უკეთ სძინავს. ზამთარში თუ ძალიან ძლიერი ცივი ქარი არაა, 10-15 ° C ყინვაშიც შეგვიძლია ბავშვის გასეირნება.

ზამთარში შეგვიძლია ბავშვს რომ დავაძინებთ, ოთახში სარკმელი გამოვაღოთ, რაც მისთვის ძალზედ სასარგებლო იქნება. ამ დროს ბავშვს ისე უნდა ჩავაცვათ, როგორც გასეირნების დროს. ბავშვის გაღვიძებამდე 15-20 წთ-ით ადრე, სარკმელი უნდა მივხუროთ, როდესაც ოთახი გათბება ბავშვს გადავხადოთ ადიელა, მოვხადოთ თბილი ქუდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადახურდება, გაიოფლება და გაცივდება. ბავშვის გასეირნება შეიძლება დავიწყოთ 2 კვირის ასაკიდან. დასაწყისში ბავშვი გაგვყავს 15-20 წთ, შემდეგ სეირნობის დროს თანდათან ვზრდით 1,5 – 3 სთ-მდე. ზამთარში ბავშვმა დღეში 2-ჯერ უნდა ისეირნოს, საერთო ჯამში არანაკლებ 3-4 სთ. წელიწადის თბილ დროს, სასურველია ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იყოს ჰაერზე.

ზამთარში ბავშვს თავზე თბილი ქუდი დააფარეთ, თბილი საგარეო კომბინეზონი («დათუნია») ჩააცვით, ან თბილ ადიელაში გაახვიეთ. ნიკაპის ქვეშ უმჯობესია სუფთა ცხვირსახოცი დაუფინოთ, იმ შემთხვევისთვის თუ ბავშვს წამოაქაფებს, ან დორბლი ჩამოუვა. ბავშვს სახეს ნუ შეუფუთავთ, რათა არ შევუზღუდოთ სუფთა ჰაერის სუნთქვა. ზამთარში, ყინვაში, გასეირნების წინ, რეკომენდებულია სახეზე საბავშვო დამცავი კრემის წასმა. თუ ბავშვს გასეირნების შემდეგ ხელები და ფეხები თბილი აქვს, ტუჩები და ლოყები- ვარდისფერი, ბავშვი არ გაიოფლა, – ე.ი. დედამ სწორად ჩააცვა.

♦♦ თბილი საგარეო კომბინეზონები ,,ამაზონში” 
♦♦ ბავშვის  თბილი ქუდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ აქ >>
♦♦ ბავშვის წინდები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>>
♦♦ ბავშვის ფაჩუჩები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>>>
♦♦ ბავშვის თათმანები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>
♦♦ ბავშვის ადიალები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>

გაზაფხულზე და შემოდგომით ბავშვის გასეირნებისას, საკმარისია ბავშვის თბილ ადიელაში გახვევა. ზაფხულის ცხელ დღეებში კი შეგვიძლია ბავშვი მხოლოდ ბოდით, ან მაისურით გავიყვანოთ სასეირნოდ. თავზე აუცილებლად მზის ქუდი უნდა დავაფაროთ, რაც ბავშვს  და სიცხისგან დაიცავს.

♦♦ ბავშვის მაისურები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>>
♦♦ ბიჭების ბოდეების განყოფილება ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ  >>
♦♦ გოგონების ბოდეების განყოფილება ,,ამაზონში“  შეგიძლიათ იხილოთ  >>>
♦♦ ბავშვის საზაფხულო მზის ქუდები ,,ამაზონში” შეგიძლიათ იხილოთ >>>

_____________________________________________

გადასვლა >>> 1.  ბავშვი 2. როგორ ავირჩიოთ საბავშვო ეტლი; 3. ბავშვის ჩაცმა; შოპერი – 1. საბავშვო ეტლი 2. ნივთები ახალშობილისათვის