პაროდონტოლოგია და ორსულობა

პაროდონტოლოგია და ორსულობა

პაროდონტის მძიმე პათოლოგიის დროს კბილები ძალიან ირყევა, რამაც შეიძლება მათი თვითნებური ამოვარდნაც კი გამოიწვიოს. კბილების ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ღრძილების მდგომარეობაზე. ორსულობა – ეს ქალის კბილებისა და ღრძილებისთვის სერიოზული გამოცდაა. ამიტომ, ორსულობისათვის მომზადების წინ, მნიშვნელოვანია პაროდონტოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა. ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას, ჩაატარებს დიაგნოსტიკას და ჰიგიენურ გაწმენდას, გირჩევთ როგორ მოუაროთ დამოუკიდებლად კბილებსა და ღრძილებს სახლის პირობებში. >>>

ყველაზე ხშირად ორსულებს აღენიშნებათ გინგივიტი – ღრძილის ანთებითი პროცესი, რომელსაც თან ახლავს ღრძილის ქსოვილების მოცულობის გაზრდა.

განასხვავებენ გინგივიტის სამ ფორმას:

* კატარულს
* ჰიპერტროფიულს
* წყლულოვან-ნეკროზულს

ორსულობის დროს, ძირითადად, გვხვდება ჰიპერტროფიული გინგივიტი, რომელიც დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინულ ცვლილებებთან. ორსულობის დროს ხდება ჰორმონული გადაწყობა, ჰორმონების გამომუშავება იზრდება, ხოლო ქვეითდება მშობიარობის წინ.
გინგივიტის განვითარების მიზეზებია კბილის ნადები და კბილის ქვები. ქალების მხოლოდ მცირე ნაწილში არის გინგივიტი განპირობებული ორსულობით. უმრავლეს შემთხვევაში ჰიპერტროფიული გინგივიტი ვითარდება ადგილობრივი მიზეზების გამო (კბილის ქვა, ნადები).
გინგივიტი შეიძლება პროგრესირებდეს უკვე ორსულობის პირველ ან მეორე თვეს; ჰიპერტროფიული გინგივიტი ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში.

არსებობს ჰიპერტროფიული გინგივიტის ორი ფორმა:

1. ფიბროზული (ღრძილის დვრილები იზრდება ზომებში, ტკივილი ღრძილებში და სისხლდენა არ აღინიშნება);
2. შეშუპებითი (ხასიათდება ღრძილებიდან სისხლდენით, ზოგჯერ ხდება ღრძილის კიდის ჩაზრდა).

გინგივიტის მკურნალობა საჭიროა ორსულის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებელია კბილების პროფესიონალური ჰიგიენური გაწმენდა (კბილის ქვის და ნადების მოცილება). ასევე გამოიყენება სამკურნალო აპლიკაციები და ნახვევები ღრძილებზე, შეიძლება დაინიშნოს მასაჟი.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.
Share this...Share on Facebook
Facebook