როგორ შევარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა

როგორ შევარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის კანის მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე”
ბავშვის საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემები და მალამოები 
 საბავშვო კრემები
დამატენიანებელი კრემები
საბავშვო საპნები ,,ამაზონზე”
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის

დღეისათვის საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანია, პროდუქციის სწორად შერჩევა კი სპეციალისტის დახმარების გარეშე საკმაოდ რთულია.
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა, მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო მოვლენები, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  • შეარჩიეთ საბავშვო კოსმეტიკა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის. როგორც წესი, ახალშობილებისათვის განკუთვნოლ კოსმეტიკას ნეიტრალური სუნი აქვს, მსუბუქი არაცხიმოვანი კონსისტენციისა და არ შეიცავს საღებავებს, ამიტომაც უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პატარასათვის;
  • ბავშვები, რომელთაც კანის პრობლემები აქვთ, აღენიშნებათ ატოპიური დერმატიტი – შეარჩიეთ სპეციალური საბავშვო კოსმეტიკა;
  •  ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის შემადგენლობას – საბავშვო კოსმეტიკა არ უდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებს;
  • გამოყენებამდე აუცილებლად გამოსცადეთ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება.
    თავდაპირველად კოსმეტიკური საშუალება კანის მცირე უბანზე უნდა წაუსვათ და დაელოდეთ რეაქციას, თუმცა ასევე უნდა გაითვალსიწინოთ, რომ დაუყონებლივ აღმოცენებული რეაქცია კანზე, შეწითლება, მიუთითებს პროდუქციის აუტანლობაზე, ან მის არასწორ და დიდი რაოდენობით გამოყენებაზე. ალერგიული რეაქცია კი ვითარდება რამდენიმე საათის, ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგაც კი. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს პედიატრს, ბავშვთა ალერგოლოგს;
  •  ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას.
    გახსოვდეთ, რომ ვადაგასული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ეფექტი შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს, ამასთან მისი გამოყენება არცთუ უსაფრთხოა.
    ასევე გახსოვდეთ, რომ კრემები თავიანთ თვისებას ინარჩუნებენ ვადის გასვლამდე მხოლოდ სწორი შენახვის შემთხვევაში. იმის მიმანიშნებელი, ვარგისიანია თუ არა კოსმეტიკური საშუალება, შეიძლება იყოს  ფერის, სუნის ან კონსისტენციის შეცვლა, მაგალითად  სქელი ემულსია განცალკევდეს ცხიმად და წყლად;
  • შეიძინეთ საბავშვო კოსმეტიკა მხოლოდ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ადგილებში,  სპეციალიზირებლ მაღაზიაში და კიდევ უფრო სასურველია, რომ შეიძინოთ აფთიაქში, არამც და არამც ბაზრობებზე და სხვა შეუსაბამო ადგილებზე.

ასევე გახსოვდეთ, რომ

  • საბავშვო კოსმეტიკა დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულისგან;
  • ყველა ინგრედიენტი დაშვებული უნდა იყოს ძუძუთა და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის;
  • საბავშვო კოსმეტიკა უნდა გადიოდეს ტესტს უსაფრთხოებაზე და უნდა იყოს სერტიფიცირებული;
  • ბავშვის მოვლის ნებისმიერ საშუალებაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, მასში შემავალი ინგრედიენტები: კონსერვანტები, არომატიზატორები, ემულგატორები.

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.