ბავშვის ტემპერამენტი – სანგვინიკური ტიპი

ბავშვის ტემპერამენტი – სანგვინიკური ტიპი

საერთო დახასიათება

აქტიური, ცოცხალი, ოპტიმისტური, სიცოცხლით სავსე, ძლიერი, გაწონასწორებული.
ბავშვობაში სანგვინიკი ძირითადად კარგ ხასიათზეა, უმიზეზოდ არ ტირის, უფროსებს არ აწუხებს, საკუთარი ემოციების კონტროლი შეუძლია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

რაც უფრო იზრდება, მით უფრო უვითარდება დამაჯერებლობა, მიზანმიმართულობა, ოპტიმიზმი, თვითდაჯერება. მარტივად შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, კარგად ეგუება ახალ გარემოს, რთულ ვითარებაშიც არ კარგავს იუმორის გრძნობას და, ამავდროულად, საქმიან და სერიოზულ იერსაც ინარჩუნებს.
სანგვინიკებს კარგად შეუძლიათ სხვა ადამიანებს გაუგონ, ნებისმიერი ტიპის პიროვნება მიიღონ, გარემოსგან კი ბევრ არაფერს ითხოვენ.
არ იბრძვიან ძალაუფლებისთვის, თუმცა ზოგჯერ მაინც იკავებენ მაღალ თანამდებობებს.

ყოველდღიური პრობლემები

სანგვინიკებს ხშირად უჭირთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგან ერთი და იგივე მალე ბეზრდებათ.
უინტერესო სამსახური საშინლად აღიზიანებთ, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მისგან თავი დააღწიონ;
ნუ დაავალებთ მდორე და მოსაწყენ საქმეს, რადგან დიდი შანსია, რომ შუა გზაზე მიატოვონ და უფრო საინტერესო გამონახონ;
უამრავი მეგობარი ეყოლება და მათ შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც საშინლად არ მოგეწონებათ.

მშობლების შეცდომა

სანგვინიკებს იოლად შეუძლიათ სამეცადინო მასალის ათვისება, ამიტომ შედეგით კმაყოფილი მშობელი ვერ ხვდება, რომ ბავშვს მხოლოდ ზედაპირული ცოდნა აქვს; მოზარდის ჩვეული მხიარული ტონი და ოპტიმისტური გამოხედვა, შესაძლოა, მის შინაგან ფორიაქს მალავს, ამიტომ მშობელს ამ მიმართულებითაც მართებს ყურადღება.

რეკომენდაციები

ქოლერიკების მსგავსად სანგვინიკებსაც ესაჭიროებათ ფიზიკური აქტივობა, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგებს მათგან ნუ დაელოებით. მათ შედეგზე მეტად პროცესი აინტერესებთ, ამიტომ თუ გინდათ, მომავალში პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაშინ მისი მიყვანა ძალიან ყურადღებიან მწვრთნელთან მოგიწევთ, რომელიც გამარჯვების გემოს გასინჯვის სურვილსაც გაუღვიძებს.

მშობლებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რათა სანგვინიკი შვილი სამუშაოს ბოლომდე შესრულებას მიაჩვიონ. კონსტრუქტორები, პაზლები, ხელსაქმე და სხვა მსგავსი საქმიანობა, რაც კონცენტრაციას მოითხოვს, ბავშვს მობილიზებას მიაჩვევს.

ფსიქოლოგები სანგვინიკებთან მცირედი სიმკაცრის გამოჩენასაც გვირჩევენ. ასევე კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე სამუშაოს რამდენჯერმე დაავალებთ, ხოლო წინა დავალებისას დაშვებულ შეცდომებს ერთად აღმოაჩენთ, განიხილავთ და აღმოფხვრით.

ნუ მოდუნდებით, როდესაც ატყობთ, რომ მოზარდი არჩევანს ვერ აკეთებს და კვირაში სამჯერ იცვლის სამომავლო პროფესიას. დაეხმარეთ კონცენტრაცია ერთ კონკრეტულზე გააკეთოს, ამისთვის კი პროფესიის სიღრმეებს გაეცანით, შეისწავლეთ მისი უპირატესობები და შვილს გააცანით.

აკონტროლეთ, რომ ხშირად არ გააცდინოს სკოლა, ლექციები ან წრე, სისტემატურად შეამოწმეთ გაკვეთილების ცოდნა და არ დაგავიწყდეთ შეაქოთ, თუ მის მიერ შესულებული დავალება ოდნავ უფრო უკეთესია, ვიდრე წინა.

იქონიეთ ხშირი ურთიერთობა. ერთად განიხილეთ ნანახი ფილმი ან წაკითხული წიგნი, მისი ურთიერთბა თანატოლებთან. აუხსენით, რომ ნაჩქარევ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მისი, არამედ სხვისი დაზარალებაც შეუძლია.

ნუ გაბრაზდებთ, თუ თქვენი სანგვინიკი შვილი სხვა ბავშვებს არ ჰგავს და მის მოჭარბებული ენერგია ზოგჯერ დამღლელიცაა. ეს მისი ტემპერამენტის ტიპია, რომლის კონტროლიც სავსებით შესაძლებელია.


აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1384512248.  გადასვლა>>> ,,ბავშვი”

იხ.ასევე:


ბავშვის ტემპერამენტი – სანგვინიკური ტიპი