მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების დნმ – დიაგნოსტიკა

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და  პროფილაქტიკის ახალი შესაძლებობები მოლეკულური  გენეტიკის ამ დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების შესწავლის მიღწევებთანაა დაკავშირებული >>>

მსხვილ ნაწლავში პოლიპების გაზრდა თავისთავად უსიამოვნებებს იწვევს. ამას გარდა, პოლიპოზის მაღალი დონე, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული  რისკის მაჩვენებელია. კიბოთი დაავადება პოლიპოზის გარეშეც შესაძლოა. თანამედროვე მეთოდები, აღნიშნული დაავადებების განვითარებისადმი  გენეტიკური მიდრეკილების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს, როგორც წესი, მძიმე შედეგები –  დაგვიანებული დიაგნოზის გამო ვითარდება, როდესაც დაავადება უკვე შორს წასულ სტადიაზეა. დაავადების საწყის სტადიაზე გამოვლენა, მინიმალური მკურნალობით ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და  პროფილაქტიკის ახალი შესაძლებობები მოლეკულური გენეტიკის ამ დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების შესწავლის მიღწევებთანაა დაკავშირებული. დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა)– დიაგნოსტიკა  ეფუძნება, მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკურ მიდრეკილების, პასუხისმგებელ გენებში მემკვიდრეობითი მუტაციების განსაზღვრას.

თუ ნათესავებს შორის  იყო მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევები, ეს მდგომარეობა შეიძლება გენეტიკური მიდრეკილების არსებობაზე მიუთითებდეს. ამავე დროს, თუ ოჯახში გადაეცემა მემკვიდრეობითი მუტაცია, ეს არ ნიშნავს რომ ის აქვს ოჯახის ყველა წევრს. მუტაციების არსებობის განსაზღვრა შეიძლება დნმდიაგნოსტიკის საშუალებით.

მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების არარსებობა დაავადების განვითარების მომატებული რისკის საფრთხეს მოხსნის. მაგრამ, თუ მიდრეკილება არსებობს, ამის ცოდნა აუცილებელია. პერიოდული გადამოწმებები, დაავადების განვითარების შემთხვევაში, მის ადრეულ გამოვლენას და  ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს. პირიქით,მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების არსებობის არცოდნა, მაღალი ალბათობით, სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, რადგანაც დაავადების რისკი მემკვიდრეობითი მუტაციის დროს 100% უახლოვდება.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.