გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი და ბუასილის ოპერაცია

 ბატონ დავით მალიძეს!

 

გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ბუასილის ოპერაცია

ბატონო დავით მოგახსენებთ: ვარ 62 წლის 2008 წელს გადატანილი მაქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩადგმული  მაქვს 2  პრუჟინა მარცხენა გულშიტკივილები არ მაქვს მაგრამ 3 სართულზე უკვე ვიღლებიგასაკეთებელი    აქვს ბუასილის ოპერაციამაინტერესებს ოპერაციის დროს გული ხომ არ მიმტყუნებს? >>>

– ბატონო ვლადიმერ სანამ კონსულტაციას გაგიწევდეთ მაინტერესებს, მიოკარდიუმის ინფარქტის გარდა, სხვა  რა რისკ ფაქტორები გაქვთ დამატებით (მაგ.  გადატანილი ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა) რა მკურნალობას იტარებათ ამჟამად და რამდენი გაქვთ პულსი მშვიდ მდგომარეობაში?

– ბატონო დავით ერთი წელია არავითარ მკურანლობას აღარ ვიტარებ, კარდიომაგნილის გარდა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ერთი წლის წინ მქონდა მხოლოდ დროებითი ინსულტი. ჩემი პულსია –90 დარტყმა წუთში. ბატონო დავით ჩემმა კარდიოლოგმა მითხრა რომ აუცილებლად გავიკეთო ველერგომეტრია და ექოკარდიოგრაფია ოპერაციის წინ. მაინტერესებს რამდენად აუცილებელია ამ კვლევების ჩატარება?

 – ბატონო ვლადიმერ, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების  ახალი რეკომედაციებით ” პაციენტთა კარდიოლოგიური შეფასება და მენეჯმენტი არაკარდიოლოგიური ქირურგიული ოპერაციების დროს”  (2009),  ქირურგიული ოპერაცია ჰემოროიდალურ ვენებზე (ბუასილის ოპერაცია) წარმოადგენს დაბალი რისკის ქირურგიულ ოპერაციას, ამის გამო ოპერაციის წინ ველოერგომეტრიისა ექოკარდიოგრაფიის ჩატარება თქვენთვის  სავალდებულო არ არის. ერთადერთი რისი ჩატარებაც აუცილებელია ეს ელექტროკარდიოგრაფიაა (ეკგ), გარდა, ამისა, თქვენი მდგომარეობისთვის შედარებით მაღალი პულსის გამო,  თქვენთვის აუცილებელია, კარდიომაგნილთან ერთად, ბეტა–ბლოკერების მიღება (კერძოდ შეგიძლიათ მიიღოთ კონკორი 2,5 მგ დღეში ერთხელ, თუ საჭიროა დოზის გაზრდით  სანამ პულსი არ გახდება 70 შეკუმშვამდე  წუთში. მიღება დაიწყეთ ოპეარციამდე 1 კვირით ადრე მაინც,ისე უმჯობესია მისი მიღების დაწება,  1 თვით ადრე ოპერაციამდე. გისურვებთ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას!

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

Share this...Share on Facebook
Facebook