ბაქტერიული კონიუნქტივიტი ბავშვებში

ბაქტერიული კონიუნქტივიტი ბავშვებში

                                                                                                არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ბაქტერიული კონიუნქტივიტი ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე კონიუნქტივიტის სხვა სახეები. ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს ინფექციური აგენტი თვალში ხვდება ემეტესად ვითარდება ჭუჭყიანი ხელებიდან. ანთება ორივე თვალზე ვითარდება, შესაძლოა ჯერ ერთ თვალზე აღინიშნებოდეს, შემდეგ კი გავრცელედეს მეორე თვალზეც.. ბაქტერიული კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია მოყვითალო ფერის ჩირქოვანი გამონადენი,  ძილის შემდეგ ხდება ქუთუთოების შეწებება, აღინიშნება გამონადენი თვალიდან და წამწამებზე რჩება ფუფხის სახით რაც პატარას დლით გაღვიძებისას უქმნის დისკომფორტს, ძნელდება თვალის გახელა, აღინიშნება თვალების სიწითლე, ცრემლდენა და სინათლის მიმართ შიში.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის მკურნალობა აუცილებლად დროულად უნდა დაიწყოს ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთებითა და მალამოებით. თვალებიდან ფუფხის მოცილება შესაძლებელია სტერილური მცენარეული (გვირილა, სალბი) ნაყენით გაჟღენთილი ტამპონების მეშვეობით.

იხ. ასევე

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”