ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა – (ძვ.ბერძნ. βλέφαρον — ქუთუთო) — ქუთუთოების პლასტიკა, პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მიმართულია თვალის ჭრილის შეცვლასა და ქუთუთოების ფორმის შეცვლაზე, უპირველეს მიზანს კი სასურველი ესთეტიკური ეფექტის მიღწევა წარმოადგენს.
ოპერაციული ჩარევის მსვლელობისას ხორციელდება ქუთუთოების კანის გაკვეთა და ზედმეტი ცხიმოვანი წარმონაქმნების მოცილება.

ოპერაციის ჩვენებები

  • ზედა ქუთუთოების მოდუნებული კანის დაშვება, რაც ცვლის თვალის კონტურს;
  • ზედა ან ქვედა ქუთუთოების ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე, რაც იწვევს ქუთუთოების ცხიმოვან შეშუპებას («თიაქარი»).
  • ქუთუთოების კანის ნაოჭები;
  • ქვედა ქუთუთოების ე.წ. «ბალიშები».

ბლეფაროპლასტიკა ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი თიაქრების მოცილების, არსებული დეფექტების აღმოფხვრისა, ქუთუთოების ფორმისა და თვალის ჭრილის შეცვლის საშუალებას იძლევა, ასევე ნაკლებად შესამჩნევი ხდება ასაკობრივი ცვლილებები.

ოპერაციის სახეები და ტექნიკა

არჩევენ ბლეფაროპლასტიკის შემდეგ სახეებს: 

  • ცირკულარული ბლეფაროპლასტიკა — მოიცავს ზედა და ქვედა ქუთუთოებს.
  • ზედა ბლეფაროპლასტიკა — ზედა ქუთუთოების პლასტიკა; ქუთუთოს კანის ბუნებრივ ნაოჭში გაკეთებული განაკვეთიდან ხორციელდება, რაც ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილისა და კანის მოცილების, ქუთუთოების კანისა და კუნთების დაჭიმვის საშუალებას იძლევა.
  • ქვედა ბლეფაროპლასტიკა — ქვედა ქუთუთოების პლასტიკა, ქსოვილების გაკვეთა და მოცილება ხორციელდება ქუთუთოს შიგნითა მხარეს ( ტრანსკონიუნქტიური პლასტიკა) ან ქუთუთოს გარეთა მხრიდან, უშუალოდ წამწამების კონტურის ქვეშ გაკეთებული განაკვეთიდან.
  • აზიური თვალის ჭრილის პლასტიკა — ზედა ქუთუთოს კორექციითა და ეპიკანტუსის გადასწორებით.

ამასთან ერთად, ბლეფაროპლასტიკა შეიძლება პლასტიკის სხვა სახეებთან (ფრონტლიფტინგი, ფეისლიფტინგი და ა.შ.) კომბინაციაში ჩატარდეს.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და 1,5-3 საათამდე გრძელდება.

უკუჩვენებები

შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული დაავადების გამწვავება, კონიუნქტივიტი, ბლეფაროსპაზმი, სისხლის დაავადებები, თვალის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები.

რეაბილიტაციის პერიოდი და რეკომენდაციები.

ოპერაციის შემდეგ პირველად აღდგენას ერთიდან-ორ კვირამდე სჭირდება. ოპერაციის ზოგადი ნარკოზის ქვეშ ჩატარების შემთხვევაში, ნაჩვენებია პაციენტის სტაციონარში დღე-ღამის განმავლობაში დაყოვნება.
ბლეფაროპლასტიკ
ის ჩატარებიდან 3-4 დღის განმავლობაში საჭიროა სპეციალური თვალის ანტისეპტიური წვეთების გამოყენება.
ამის შემდეგ იხსნება ნაკერები.
შეშუპება და ჩალურჯება 1,5 — 2 კვირის შემდეგ გაივლის. ნაკერები გაიწოვება 3- 4 კვირის განმავლობაში.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საჭიროა მზეზე ყოფნის შეზღუდვა, არ არის რეკონდებული საუნასა და სოლარიუმში სიარული. ოპერაციის საბოლოო შედეგი ფასდება 1,5-2 თვის შემდეგ, როდესაც ბოლომდე ყალიბდება ნაწიბური და ქრება პოსტოპერაციული
შეშუპება.
თუ პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულა, ოპერაციის შედეგი 7-10 წელიწადს, ზოგჯერ – უფრო მეტხანსაც გასტანს.
ყოველივე ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და პაციენტის ცხოვრების წესზე.

ბლეფაროპლასტიკა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👀 ბლეფაროპლასტიკა – პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მიმართულია თვალის ჭრილის შეცვლასა და ქუთუთოების ფორმის შეცვლაზე
💉 ოპერაციის ჩვენებებია:
➡️ ზედა ქუთუთოების მოდუნებული კანის დაშვება, რაც ცვლის თვალის კონტურს;
➡️ ზედა ან ქვედა ქუთუთოების ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე, რაც იწვევს ქუთუთოების ცხიმოვან შეშუპებას («თიაქარი»)
➡️ ქუთუთოების კანის ნაოჭები
➡️ ქვედა ქუთუთოების ე.წ. “ბალიშები”
🚫 ბლეფაროპლასტიკის უკუჩვენებებია:
✔️ შაქრიანი დიაბეტი;
✔️ ქრონიკული დაავადების გამწვავება;
✔️ კონიუნქტივიტი;
✔️ ბლეფაროსპაზმი;
✔️ სისხლის დაავადებები;
✔️ თვალის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
✔️ ვენერიული დაავადებები
👉 გაიგეთ მეტი ამ პროცედურის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3NSkXcl
#ბლეფაროპლასტიკა #ქუთუთოსპლასტიკა #ბლეფაროპლასტიკისოპერაცია #თვალებისგაახალგაზრდავება #ბლეფაროპლასტიკისშედეგები #ბლეფაროპლასტიკარეაბილიტაცია #ჩამოწეულიქუთუთოები #თვალებისაჭიმვა #ქვედაქუთუთოსშეშუპება #სახისპლასტიკურიოპერაცია #თვალისჭრილისფორმები #ქუთუთოსნაოჭები #ქუთუთოებისშეშუპება #თვალისმწვავედაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

თვალის დაავადებები