ოკულისტი თუ ოფთალმოლოგი?

ოკულისტი თუ ოფთალმოლოგი?

ხშირად ისმის კითხვა, რომელია სწორი ოკულისტი თუ ოფთალმოლოგი? რა განსხვავებაა მათ შორის და როგორია ამ სიტყვების მნიშვნელობა>>>  

 თვალის ექიმი სპეციალიზირდება განსაკუთრებულ მედიცინის დარგში, რომელსაც ოფთალმოლოგია ეწოდება ( ბერძ. «ὀφθαλμός» – თვალი და «λόγος»- მოძღვრება, სწავლება). ოფთალმოლოგია შეისწავლის მხედველობის ორგანოების დაავადებებს, იმუშავებს მათი მკურნალობისა და თავიდან აცილების საშუალებებს: ამას გარდა, ოფთალმოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი შეისწავლის თვალის ანატომიასა და ფიზიოლოგიას. დარგის სახელწოდების მიხედვით, თვალის ექიმს ოფთალმოლოგს უწოდებენ.

რატომ გამოიყენება ხშირად სიტყვა ექიმ-ოკულისტი? ყველაფერი მარტივადაა: სიტყვა «ოკულისტი» მომდინარეობს ლათინურიდან «oculus» (თვალი). ასე რომ, სიტყვები «ოკულისტი» და «ოფთალმოლოგი» ერთი და იგივე სიტყვიდან მოდის, და მნიშვნელობაც იგივე აქვს, მხოლოდ ენებია სხვადასხვა. ამიტომ თვალის ექიმის ორივე ეს სახელწოდება სინონიმებია და ერთნაირად შეიძლება გამოვიყენოთ.

აშშ-ში მიღებულია ოფთალმოლოგიისა და ოპტომეტრიის გაყოფა, ორი – ახლო, მაგრამ დამოუკიდებელი დარგის სახით. ამ დროს ოფთალმოლოგია თვალის დაავადების სხვადასხვა მედიკამენტებისა და ქირურგიული ოპერაციების საშუალებით მკურნალობას ემსახურება, ოპტომეტრისტები კი, პაციენტების მხედველობის კორექციას სათვალეებისა და ოპტიკური ლინზების დახმარებით ახდენენ ( შეიძლება თვალის დაავადებებსაც უმკურნალონ,იმ შემთხვევაში თუ ქირურგის კვალიფიკაცია არაა საჭირო).

თვალის დაავადებები; ოფთალმოლოგია

_________________________________________

.