თაფლის ნაირსახეობები

თაფლის ნაირსახეობები

თაფლის გემო, ფერი და თვისებები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სახის ყვავილებიდან არის შეგროვილი ნექტარი. მაისის თაფლი – შეგროვილია ადრე გაზაფხულზე, პირველად აყვავებული მცენარეებიდან. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის ითვლება ყველაზე სასარგებლოდ, რადგან გამოირჩევა დიდი რაოდენობით ვიტამინების შემცველობით

ცაცხვის თაფლი – თხევად მდგომარეობაში არის ბაცი ყვითელი. კრისტალიზირებული მოყვითალო-ნარინჯისფერი ან წაბლისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება. მკვეთრი გემოთი ხასიათდება და ცოტა სიმწარეც დაკრავს. გარდა სხვა სასარგებლო თვისებების, გამოიყენება გაციებისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს. 

წიწიბურას თაფლი – თხევად მდგომარეობაში მუქი ჩაის ფერია. კრისტალიზირებული ყავისფერი და მსხვილმარცვლოვანი ხდება, თავზე მომდგარი უფრო თხევადი ფენით. გემო მძაფრი აქვს, ოდნავ მსუსხავი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასა დ ჯანმრთელი ღვიძლის უებარი საშუალებაა.

აკაციის თაფლი – ბაცი ფერის, თითქმის მოთეთრო, ნაკლებად არომატული. დიდხანს არ შაქრდება. ყველა სხვა ნატურალურ ნექტაროვან თაფლზე მეტ საქაროზას შეიცავს. გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალება, აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისათვის.

მზესუმზირის თაფლი – გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობისას და რადიონუკლიდების ორგანიზმიდან გამოდევნის მიზნით

მანანის (Calluna, Вереск, Wrzos) თაფლი – თხევად მდგომარეობაში არის მუქი წაბლისფერი და ჟელესმაგვარი. კრისტალიზირებული ნარინჯისფერი ან მუქი წაბლისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება. ოდნავ მწკლარტე გემო დაჰკრავს. გამოიყენება შარდმდენი სისტემისა და პროსტატის მკურნალობისას.

რაფსის (Rapeseed, Рапс, Rzepak) თაფლი – თხევად მდგომარეობაში მოჩალისფეროა. კრისტალიზირებული თეთრი ან კრემისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება. ძალიან ტკბილია. ეს თაფლი ხასიათდება გლუკოზისა და ამინომჟავების განსაკუთრებით მაღალი შემცველობით. რეკომენდირებულია გულისა დ სისხლი მიმოქცევი პრობლემების მქონეთათვის.

წაბლის თაფლი – მუქი ყავისფერი, სპეციფიური მწარე გემოთი. დიდხანს არ შაქრდება. გამოირჩევა გამოხატული ბაქტერიციდული თვისებებით, ამიტომ გამოიყენება ანგინის დროს და ჭრილობების დამუშავებისათვის. იგი წარმატებით გამოიყენება კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს: ხელს უწყობს ნაღველის გამოყოფას, ეფექტურია კუჭის წყლულის მკურნალობისას. აგრეთვე, გამოიყენება არტერიული წნევის დასარეგულირებლად, თრომბოფლებიტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, პროსტატიტის დროს.

ფათალოს თაფლი  – ivy, კახურად–სურო, ლიანაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. იგი გვხვდება თითქმის ყველა რაიონში და თბილისის ქუჩებშიც. ყვავის გვიან შემოდგომით, გამოირჩევა თავისებური, ნაზი სურნელით და, შესაბამისად მისი ნექტრიდან დამზადებული თაფლიც განსაკუთრებული გემოსია.

იმ ადგილებში, სადაც არ აღინიშნება ერთი სახის მცენარის ყვავილობა, ფუტკრები ნექტარს სხვადასხვა ყვავილებიდან აგროვებენ და სათანადოდ, თაფლი ითავსებს სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებებს. ასეთ შემთხვევაში თაფლსმრავალყვავილოვანი ან ნაირყვავილოვანი ეწოდება. ასეთი თაფლი სასარგებლოა ყველასათვის, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

.

Share this...Share on Facebook
Facebook