დედის რძის გამოწველა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

დედის რძის გამოსაწველი აპარატები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
დედის რძის შესანახი მოწყობილობები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ მშობიარობის შემდგომი პერიოდი >>

როდის უნდა გამოვიწველოთ რძე

ძუძუთი კვებას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია გარდა უშუალოდ რძეში შემავალი ბავშვისთვის საჭირო ნივთიერებებისა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დგება დედის რძის გამოწველის საჭიროება. ამისი მიზეზები შემდეგია:

  • დედას უწევს სხვადასხვა მიზეზების გამო პატარასთან დაშორება. ასეთ შემთხვევაში რეგულარული გამოწველა ლაქტაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სასურველია თითოეული ძუძუს გამოწველა მოხდეს 10-15 წუთის განმავლობაში დღეში 6-10-ჯერ
  • რძის გამოწველა საშუალებას იძლევა დაუტოვოთ პატარას საკვები თქვენი არ ყოფნის პერიოდში
  • რძის გამოწველა კარგი  საშუალებაა ლაქტოსტაზის (რძის შეგუბება) დროს, თუ პატარა ვერ ახერხებს რძის ბოლომდე გამოცლას
  • მშობიარობის შემდეგ ექიმები ხშირად იძლევიან რეკომენდაციას რძის გამოწველის თაობაზე

მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში რძე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, რის გამოც სარძევე ჯირკვალში ხდება შეგუბება, აღინიშნება ტკივილი და შესაძლოა განვითარდეს მასტიტი, თუმცა საჭიროა სიფრთხილე,  რადგან არ მოვახდინოთ ჰიპერლაქტაციის სტიმულირება, ამის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

  • არ გამოიწველოთ რძე პირველი 24 საათის განმავლობაში
  • რძე გამოიწველეთ 1-3 დღეში, მაგრამ არა ბოლომდე, არამედ მდგომარეობის შემსუბუქებამდე
  • არ გამოიწველოთ რძე ღამის საათებში (საღამოს 9 სთ-დან დილის 9 სთ-მდე)

თუ უკვე აღინიშნება მასტიტი, სასურველია გამოწველა მოხდეს ძუძუს მასაჟთან ერთად: 5 წუთიანი მასაჟის (მსუბუქი წრიული მოძრაობები დვრილის მიმართულებით) შემდეგ  გამოწველა გაგრძელდეს 5 წუთის განმავლობაში, ასე გავიმეორეოთ სამჯერ.

როგორ გამოვიწველოთ რძე

რძის გამოწველა შესაძლებელია ხელითაც და სპეციალური რძის გამოსაწველი აპარატებით, თუ თქვენ რძის გამოწველა არც ისე ხშირად გჭირდებათ, საკმარისი იქნება რძე ხელით გამოიწველოთ.
ხელით გამოწველისას კარგად დაიბანეთ ხელები, მოათავსეთ დიდი და საჩვენებელი თითები დვრილის ორივე მხარეს დაახლოებით 3-5 სმ მოშორებით და რიტმული ზეწოლის შედეგად დვრილის მიმართულებით გამოიწველეთ რძე.
გახსოვდეთ, თუ თითები ახლოს იქნება დვრილთან, იგრძნობთ ტკივილს და ამასთან გამოწველილი რძის რაოდენობაც იქნება მცირე. რძე შეაგროვეთ სტერილურ, ღია ყელის მქონე ჭურჭელში.
ელექტრო და ხელის რძის გამოსაწველი აპარატების მეშვეობით შეძლებთ უფრო ეფექტურად გამოიწველოთ რძე.
აღნიშნული აპარატები ახდენს ძუძუს წოვის იმიტირებას და არ იწვევს ტკივილს. გამოწველილი რძის შენახვა უნდა მოხდეს სპეციალურ ბოთლებში ან კონტეინერებში. >>>  ბავშვი


დედის რძის გამოწველა♦♦ ამ თემასთან დაკავშირებული სხვა პოსტები პორტალზე www.medgeo.net :

  1. დედის რძის გამოსაწველი აპარატები
  2. ლაქტოსტაზი
  3. ბუნებრივი კვება (ძუძუთი კვება)
  4. ძუძუთი კვება
  5. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  6. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  7. მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური)
  8. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  9. მეძუძური დედის კვება
  10. მშობიარობის შემდგომი (ლაქტაციური) მასტიტი
  11. მასტიტი
  12. ლაქტაციის სტიმულაცია
  13. რძის შეგუბება
  14. რძის შეგუბება
  15. ბავშვთა კვება
  16. პროდუქცია ბავშვებისთვის
  17. ბავშვი

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.