მკურნალობა უცხოეთში


ლაქტაციის სტიმულაცია

ლაქტაციის სტიმულაცია მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენს პატარას რძე არ ყოფნის.

თუ ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან ორი ან მეტი შენიშნეთ, უნდა დაფიქრდეთ ლაქტაციის სტიმულაციაზე.

ლაქტაციის ფიზიოლოგიური მექანიზმი

ლაქტაციის სტიმულირების გზები მის ფიზიოლოგიურ მექანიზმებზეა დაფუძნებული. რძის გამომუშავება ხდება სარძევე ჯირკვლებში ჰორმონი პროლაქტინის ზემოქმედებით, რომელიც წარმოიქმნება  ჰიპოფიზის წინა წილში. როდესაც პატარა წოვს ძუძუს, ხდება არეოლის ირგვლივ მდებარე ნერვული დაბოლოებების სტიმულაცია, რის შედეგადაც ჰიპოფიზში წარმოიქმნება ორი ჰორმონი: ოქსიტოცინი, რომელიც ახდენს სარძევე ჯირკვლის სადინრების შეკუმშვას და პროლაქტინი, რომელიც უშუალოდ იწვევს რძის წარმოქმნას სარძევე ჯირკვლებში. სარძევე ჯირკვლის ტერმინალურ  ნაწილებში წნევის ამტება გადავსების შედეგად წარმოადგენს სიგნალს პროლაქტინის წარმოქმნის დათრგუნვისათვის და რძის პროდუცირებაც კლებულობს.  პროლაქტინის ინტენსიური გამომუშავება ხდება ღამით და დღის ძილის პერიოდში. ლაქტაციის ბუნებრივი მექანიზმების გაგება  მისი მართვისა და სტიმულაციის შესაძლებლობას იძლევა.

რა უწყობს ხელს ლაქტაციის პროცესის სტიმულაციას

ძუძუთი კვების მიმართ დედის  დამოკიდებულება, მისი ძლიერი სურვილი გამოკვებოს პატარა ბუნებრივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლაქტაციის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში

დედის ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მეძუძურმა დედამ თავი უნდა აარიდოს სტრესულ სიტუაციებს, დაიცვას ძილისა და დასვენების რეჟიმი, რადგან სტრესის დროს გამომუშავებული ადრენალინი აფერხებს ლაქტაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს

პროლაქტინის პროდუქციის სწორი სტიმულაცია, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  • ბავშვის კვება უნდა მოხდეს პატარას პირველივე მოთხოვნისთანავე
  • ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პატარა ითხოვს
  • ძალზედ მნიშვნელოვანია ღამით კვება
  • აუცილებელია კვების პერიოდში არეოლის მიდამოს სწორი სტიმულაცია (ძუძუთი კვების წესები)
  • აუცილებელია ძუძუს სრულად გამოცლა, თუ თქვენი პატარა ბოლომდე ვერ წოვს რძეს, შეგიძლიათ გამოიწველოთ რძე სპეციალური აპარატების მეშვეობით, რომლებიც ახდენენ ბუნებრივი კვების იმიტირებას

ლაქტაციის სტიმულაციაში დაგეხმარებათ დამატებითი მეთოდები, როგორიცაა:

  • ძუძუთი კვების შუალედებში თვითონვე მოახდინეთ დვრილების სტიმულირება
  • ლაქტაციაზე დადებითად მოქმედებს ძუძუს მასაჟი კვებამდე და მის შემდეგ, დაზელა თბილი, სველი პირსახოცით.
  • დღეში მიიღეთ 2 ლიტრი ოდენობის სითხე (არ გამოიყენოთ ძროხის რძე, რაც არამცთუ არ დაგეხმარებათ, არამედ პირიქით შესაძლოა პატარას კოლიკის მიზეზი გახდეს
  • ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, არც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ლაქტაციის გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი რძის პატარასათვის საჭირო ნივთიერებებით,  ვიტამინებით გამდიდრებას
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქტაციის ბუნებრივი სტიმულატორები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში, ლაქტაციის მასტიმულირებელი სპეციალური ჩაი, მეძუძური დედებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტები

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

 

Comments are closed.

vaka