ჭარბი წონა ბავშვებში

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნამდვილად დაგვაფრთხობს ჭარბწონიანი პატარების რიცხვის გაზრდა.

რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ჭარბ წონასთან გვაქვს გენებს ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა ცხოვრების პირობებიც რომ ხელს უწყობს წონის მატებას, ამაზე არც ღირს კამათი.

ოდესღაც (ჩემს ბავშვობაში) ბავშვები მიიჩქაროდნენ სახლისკენ რათა სადილობის შემდეგ ეზოში გაქცეულიყვნენ და ეთამაშათ ათასგვარი თამაშები, რის შედეგადაც უამრავი ენერგია ეხარჯებოდათ. თანამედროვე ცხოვრებამ ბავშვები ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანს მიაჯაჭვა.   უმოძრაო ცხოვრება და ჭარბი წონა კი საუკეთესო მეგობრები არიან.

სიმსუქნე

მსუქან მოზარდთა 80% ინარჩუნეს ზედმეტ წონას და მსუქანი რჩება მოზრდილ ასაკშიც. ზედმეტი წონის ბავშვი მიდრეკილია გულის, ნაღვლის ბუშტის ქვებით, დიაბეტის, ჰიპერტონიის, კიბოსა და სიმსუქნით დაავადებისაკენ მისი ცხოვრების გვიანდელ პერიოდში. მსუქან ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ ზემო სასუნთქი გზების დაავადებები.

ხშირად ისინი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნებიან.  ზედმეტი წონა მოზარდებში დეპრესიის,  ნარკოტიკების გამოყენების,  ბულემიის და სხვა უამრავი საფრთხის საფუძველია.

გამოსავალი

ბავშვთა შორის სიმსუქნის თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია.  საქმე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მარტივ წესშია, რომელიც თითოეულმა მშობელმა კარგად იცის, თუმცა რატომღაც უგულებელყოფილია.

♦ ჭამა დღეში სამჯერ
♦ საკვების მიღების შუალედებში არავითარი წახემსება
♦ გამოვრიცხოთ ბავშვის რაციონიდან გაზიანი წყალი, ლიმონათი და მსგავსი სასმელები.
♦ ყოველდღიური აქტიური, მოძრავი თამაშები
♦ ტელევიზორთან (კომპიუტერთან) საათობით ჯდომის ნაცვლად, დროის დახარჯვა საბავშვო ლიტერატურის კითხვაში.
♦ დასვენებისთვის დიდი დროის დათმობა, რაც უფრო ადრე დაიძინებს ბავშვი დილით არ გაუჭირდება გაღვიძება, ჯანმრთელი საუზმისთვის.
..

აღებულია:http://tamunatami.wordpress.com/2012/06/10/%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/

____________________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

.