ღამის ოფლიანობა

ღამის ოფლიანობა

ოფლის ჭარბად გამოყოფის პრობლემით ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული, ზოგიერთი უფრო დღისით ოფლიანობს, ზოგი კი განსაკუთრებით ძლიერ იოფლება ღამე.თუ თქვენ ღამის ოფლიანობას რეგულარულად ამჩნევთ, მაშინ საჭიროა ამის მიზეზის დადგენა>>>

ღამის ოფლიანობის მიზეზები

ოფლის ჭარბად გამოყოფის პრობლემით ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული, ზოგიერთი უფრო დღისით ოფლიანობს, ზოგი კი განსაკუთრებით ძლიერ იოფლება ღამე. ღამის ოფლიანობას შეუძლია დიდი დისკომფორტი გამოიწვიოს წელიწადის როგორც ცივ ასევე, თბილ დროში. თუ თქვენ ღამის ოფლიანობას რეგულარულად ამჩნევთ, მაშინ საჭიროა ამის მიზეზის დადგენა. 

  • ღამის ოფლიანობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ენდოკრინულ დაავადებებთან, მაგალითად ჰიპერთირეოზი.

  • ამას გარდა, მოცემულ «რისკის ჯგუფში» არიან – ტუბერკულოზით, ლიმფოგრანულომატოზითა და სხვა დაავადებებით ავადმყოფები.

  • ნევროლოგიური და სიმსივნური, ასევე ჰორმონალური დაავადებები. ექიმის მიერ დანიშნული წამლები შეამსუბუქებს ოფლიანობის გამოვლინებას.

  • ასევე ღამის ოფლიანობა შეიძლება იყოს საძინებელ ოთახში არასწორად შერჩეული ტემპერატურის შედეგი. არ ღირს საბნებში ზედმიწევნით ჩაფუთვა და ოთახის ზედმეტად გათბობა. გამოაღეთ სარკმელი და ხშირად გაანიავეთ საძინებელი.

  • სამკურნალო პრეპარატები: ანტიდეპრესანტებისა და ასპირინშემცველი წამლების ბოროტად გამოყენებამაც შეიძლება ღამის ოფლიანობა გამოიწვიოს. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და შეამცირეთ სიცხის დამწევი საშუალებების დოზა.

  • ღამე მწარე საჭმლის მიღება, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. ნიორი და სხვა სანელებლები იწვევს სისხლის მოდინებას და ოფლის გამოყოფის მომატებას.

  • იდიოპათიური (ესენციალური) ჰიპეჰიდროზი ეს არის პრობლემა, რომლის დროსაც ღამე ოფლის ჭარბად გამოყოფა არ იხსნება რომელიმე სამედიცინო მიზეზით, არამერდ დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან. ასეთ შემთხვევებში, კომპლექსური მკურნალობა ანტიპერსპირანტებისა და დეზოდორანტების, ასევე ბალახოვანი აბაზანების გამოყენება კარგ და საიმედო ეფექტს იძლევა.

  • საშუალო ასაკის მამაკაცებში ღამის ოფლიანობა შეიძლება წნევის ხშირი ცვალებადობისა და ემოციონალური არამდგრადობის გამო განვითარდეს.

ღამის ოფლიანობა ქალებში

ბევრი ქალი განიცდის ღამის ოფლიანობის პრობლემას, განსაკუთრებით პრედკლიმაქტერულ პერიოდში, რაც საკმაოდ სპეციფიური მიზიზებითაა განპირობებული. საქმე იმაშია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული წამოხურებები, ზრდის სხეულის ტემპერატურას და შესაბამისად იწვევს ღამის ოფლიანობის პროვოცირებას .

ფიზიოლოგიურად ეს პროცესი იმით აიხსნება, რომ ქალის ორგანიზმში კლიმაქსის წინ ქვეითდება ჰორმონ ესტროგენის დონე, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის მარეგულირებელი ჰორმონების დონე კი პირიქით მატულობს. გამოკვლევის შემდეგ ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური თერაპია, შეამცირებს ღამის ოფლიანობას.

ამას გარდა, უმშვენიერეს ქალბატონებს ღამის წამოხურებები შესაძლოა ორსულობის დროსაც აწუხებდეთ. რაც ასევე ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. სახის საწმენდი ხელსახოცები და რეგულარული შხაპი დაგეხმარებათ ოფლიანობის შემცირებაში.

როგორ დავაღწიოთ თავი ღამის ოფლიანობას

თუ ღამის ოფლიანობა არ არის დაკავშირებული დაავადებასთან, მაშინ უსიამოვნო სიტუაციის გადალახვაში რამდენიმე შემდეგი მარტივი რჩევა დაგეხმარებათ:

  • გამოიყენეთ ხალხური საშუალებები, მაგალითად ვაშლის ძმარი ან მუხის ქერქის ნახარში. ძილის წინ კანის დაზელვა შეავიწროებს ფორებს და ოფლიც ნაკლებად გამოიყოფა. ამას გარდა, შინაგანად მიიღეთ სალბის დამამშვიდებელი ნახარში.

  • ზედმიწევნით დაიცავით სხეულის ჰიგიენა: ძილის წინ ცოტა ხნით ადრე თბილი შხაპი მიიღეთ, რათა ფორები გაიხსნას და სხეული განთავისუფლდეს ზედმეტი ნესტისგან, შემდეგ კი გადაივლეთ შედარებით გრილი წყალი.

  • ძილის წინ საასიამოვნოთ მოადუნებს სხეულს და აგარიდებთ ოფლიანობას დამამშვიდებელი აბაზანები ბალახების ნახარშით.

  • ძილის წინ სუფთა კანზე პროფესიონალური, ხარისხიანი ანტიპერსპირანტების წასმა, შეამცირებს ღამის ოფლიანობას, შემდგომ დღესაც კი.

  • ძილის წინ ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელებსა და მწარე საკვებს, რათა არ გამოიწვიოთ ღამის ოფლიანობის პროვოცირება.

გახსოვდეთ, რომ ჰიპეჰიდროზის პირველი გამვლენისთანავე საჭიროა მიმართოთ ექიმს, იმიტომ რომ უხშირესად ღამის ოფლიანობის მიზეზი — დაავადებაა, რომელსაც სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. ექიმის კვალიფიცირებული დახმარება და დროული გამოკვლევა დაგეხმარებათ არა მხოლოდ დაავადების, არამედ მისი შედეგების დაძლევაშიც.

საიტის ნებართვით აღებულიადან

 _____________________________________

გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა

..

Share this...Share on Facebook
Facebook