Category Archives: hiperhidrozi

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს რამდენიმე განმეორებითი კურსის ჩატარებას და ამავე დროს საკმაო მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ექიმებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი მკურნალობის პრიორიტეტული მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით. დღეისათვის არ არის დაგროვილი საკმარისი მასალა მკურნალობის შედეგების შესახებაც. არსებობს მხოლოდ ერთეული კვლევები და მონოგრაფიები და არ არის ლიტერატურის მიმოხილვები ამ საკითხის ირგვლივ.

Read More

ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა

ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა ჰიპერჰიდროზის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევა. იგი მოიცავს დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. შეიძლება საჭირო გახდეს რიგი სპეციალისტების (ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის და სხვ.) კონსულტაციაც. ჰიპერჰიდროზის შესაფასებლად მოწოდებულია მრავალი მეთოდიკა. მათ უმრავლესობას არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა დიაგნოსტიკისათვის და ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების მოსამზადებელ ეტაპზე და ჩატარებული მკურნალობის

Read More

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები

მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა სხვა დაავადების შედეგს წარმოადგენს. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს:

  1. ენდოკრინული დაავადებები და მდგომარეობები: ფარისები ჯირკვლის ფუნქციიის მომატება (ჰიპერთირეოზი), ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, კლიმაქსი და სხვ.

    Read More

პირველადი ჰიპერჰიდროზი

პირველადი ჰიპერჰიდროზი

პირველად ჰიპერჰიდროზზე, როგორც დამოუკიდებელ დაავადებაზე, ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევების შედეგად ვერ პოულობენ ჰიპერჰიდროზის მიზეზს.

პირველადი ჰიპერჰიდოზისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში.

Read More

ჰიპერჰიდროზის სახეები

ჰიპერჰიდროზის სახეები

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.

მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას. ყველა ზემოჩამოთვლილი მაგალითი ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზის გამოხატულებაა.

Read More