კალცი-მაგნი-ხელატი

კალცი-მაგნი-ხელატი

Calcium Magnesium Chelate

  • ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის ფორმირებასა და აღდგენას
  • ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს
  • აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებას
  • არეგულირებს სისხლის კოაგულაციურ პროცესებს.

ჰორმონალური ცვლილებები, არაბალანსირებული კვება იწვევს  ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ შეიძლება ძვლვოვანი სისტემის დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს. ქალების დაახლოებით მესამედს აქვს ოსტეოპოროზი, ანუ იმყოფება მოტეხილობების რისკის ქვეშ. ძვლოვანი სისტემის გასამაგრებლად ორგანიზმს ესაჭიროება საკმარისი კალციუმისა და მაგნიუმის მიწოდება და რაც მთავარია ათვისება. ოსტეოპოროზის საწყის ეტაპებზე  ეს მინერალები  აფერხებენ ძვლის ქსოვილის სწრაფ განლევას, განსაკუთრებით აქტუალურია მენოპაუზის პერიოდში.

მრავალრიცხოვანმა კლინიკურ და მეცნიერულმა გამოკვლებემა აჩვენა, რომ კალციუმის დამატებით მოხმარება, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის სტრუქტურის შენარჩუნებას, ასევე აუცილებელია სისხლის შედედების დაქვეითების დროს.

კალცი-მაგნი-ხელატი  –  უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის ოპტიმალურ რაოდენობასა და თანაფარდობას, იოლად ათვისებად ფორმაში ( ციტრატებისა და ხელატების სახით).

პრეპარატში კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა — 2:1, დაახლოებით ასეთივეა კალციუმისა და მაგნიუმის თანაფარდობაც, ზუსტად ასეთი თანაფარდობა უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ მათ სრულად ათვისებას და ხელს უშლის ამ მინერალების კარგვას. ყველა ეს მინერალი — სინერგისტებია, ანუ აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას.

კალცი-მაგნი-ხელატი   – შეიცავს მინერალების ბალანსირებულ ნაკრებს (კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი) ხელატურ ფორმაში , ასევე D ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს მათ ათვისებას და განსაკუთრებით ესაჭიროებათ მზის სხივებს მოკლებულ პირობებში მყოფ ადამიანებს ( მეტროს მუშაკები, მაღაროელები, ჩრდილოეთ პოლუსის მაცხოვრებლები).

ასევე ეს ელემენტები ესაჭიროებათ ბავშვებს, ზრდის პერიოდში ძვლის ქსოვილის გასამაგრებლად.

ქალები უფრო ხშირად განიცდიან კალციუმისა და მაგნიუმის ნაკლებობას, ვიდრე მამაკაცები, განსაკუთრებით ორსულობის, მეძუძურობის და მენოპაუზის პერიოდში.

კალციუმი — ხელს უწყობს მკვრივი ძვლის ქსოვილის ფორმირებას. მონაწილეობს ნერვული სიგნალის გადაცემასა და კუნთების შეკუმშვაში.

ძვლის ქსოვილის გამაგრება ძალზედ მნიშვნელოვანია მოხუცებულ ასაკში, როდესაც უარესდება კალციუმის ათვისება, და ხდება მისი ორგანიზმიდან თანდათანობით გამორეცხვა. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ოსტეოპოროზი, რასაც მოჰყვება ხშირი მოტეხილობები ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდით.

მაგნიუმიყოველთვის ითვლებოდა ანტისტრესულ ელემენტად. ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს თავის ტკივილებს, ქრონიკულ დაღლილობას, დეპრესიას, კრუნჩხვებს. კალციუმისა და მაგნიუმის ერთობლიობა ხელს უწყობს სტრესებისა და ნერვული გადატვირთვის   გაცილებით სწრაფად გადალახვას.

კალცი-მაგნი-ხელატი  – ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის ფორმირებასა და აღდგენას, ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

კალცი-მაგნი-ხელატი – შემადგენლობა ( 1აბი):

  1. კალციუმი ( ხელატი, ციტრატი)         250 მგ
  2. მაგნიუმი   ( ხელატი, ოქსიდი )          125 მგ
  3. ფოსფორი  ( ხელატი )                           100 მგ
  4. ვიტამინი D (თევზის ქონი)                  133 სე

კალცი-მაგნი-ხელატის გამოყენება:

მოზრდილებში 1 აბი 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს.

კალცი-მაგნი-ხელატის უკუჩვენებები:

 პროდუქტის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა.

კალცი-მაგნი-ხელატის შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და გრილ ადგილას.

__________________________________

ბმები: ,,ბავშვის სქესის  დაგეგმვა“;   ,,DAISTAT”

..