მინერალების კოლოიდური ხსნარი

მინერალების კოლოიდური ხსნარი 

  • მინერალური ნივთიერებების სრული კომპლექსი იოლად ასათვისებელ ფორმაში
  • მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებასა და სისხლის უჯრედების წარმოქმნაში
  • აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
  • არეგულირებს კუნთების ტონუსსა და უჯრედშიდა სითხის შემადგენლობას.

მინერალური ნივთიერებების ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. მინერალები აუცილებელია ვიტამინების ბიოქიმიურ რეაქციებში ნორმალური მონაწილეობისათვის. მინერალები – ჰორმონების, ფერმენტების ნორმალურად მუშაობის კატალიზატორებია, ასევე ინარჩუნებენ ქსოვილების ნორმალურ მჟავა-ტუტოვან ბალანსს.

მინერალები ესაჭიროება ჩვენი სხეულის აბსოლუტურად ყველა ორგანოს, ყოველ ჯირკვალსა და კუნთს. მათ გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია.

ერთი მინერალის ნაკლებობამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს მთელი ორგანიზმის ბალანსირებულად მუშაობის დარღვევა. ამას გარდა, ადამიანის ორგანიზმში მინერალები გარკვეული თანაფარდობითაა წარმოდგენილი, და ამ თანაფარდობის დარღვევამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს.

სამწუხაროდ, ნიადაგის დაზიანების, ნაყოფიერების გაუარესების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების არასწორი როტაციის შედეგად საკვებ პროდუქტებში მინერალების ნორმალური რაოდენობა არასაკმარისია. სწორედ ამიტომ სულ მეტ მნიშვნელობას იძენს მინერალური დანამატების გამოყენება.

კომპანია NSP-ს მინერალების კოლოიდური ხსნარი, 64 მინერალის კონცენტრირებულ კომპლექსს შეიცავს ( მაკრო- და მიკროელემენტები), რომლებიც მცენარეებში ბუნებრივი გზით გროვდება. მინერალების კოლოიდური სუსპენზიის ფორმა, ორგანიზმს ყოველი ინგრედიენტის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების საშუალებას აძლევს და აადვილებს მათ ათვისებას. პრეპარატის დასამზადებლად გამოიყენება  იუტას შტატის ცენტრში აღმოჩენილი მინერალები, მცენარეული წარმოშობის უძველესი წყაროებიდან.

მინერალების კოლოიდური ხსნარი – შემადგენლობა:

თხევადი მინერალური კონცენტრატი ( არანაკლებ 64 მინერალი), გაფილტრული წყალი, მცენარეული გლიცერინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი), ნატურალური არომატიზატორების ნაზავი.

მინერალების კოლოიდური ხსნარი – გამოყენება:

მოზრდილები – 1 სუფრის კოვზი (15მლ) 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. შეიძლება გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.

მინერალების კოლოიდური ხსნარი  – უკუჩვენებები:

კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

მინერალების კოლოიდური ხსნარი – შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და გრილ ადგილას.

__________________________________

ბმები: ,,ბავშვის სქესის  დაგეგმვა“;  ,,DAISTAT”

..