ომეგა-3 და დეპრესია

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ინტერესი ომეგა-3 (omega-3) -ის მიმართ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მისი სასარგებლო თვისებების საკმაოდ ფართო სპექტრის აღმოჩენის შემდეგ. ომეგა-3 (omega-3)  ნახევრად უჯერი  ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომელიც პრაქტიკულად არ გამომუშავდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მისი მიღება  საკვებთან ერთად. თუკი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ გრჩებათ სათანადო კვების რაციონის დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა-3 (omega-3) ბიოდანამატები. ეს კი პროდუქტების  საკმაოდ ნორმალური ალტერნატივაა.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები დაგვეხმარებიან დეპრესიის დაძლევაში

ჟურნალ “Biological Psychiat­ry“-ში გამოქვეყნებული  კვლევის შედეგების მიხედვით, C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება ეხმარებათ დეპრესიული სიმპტომების დაძლევაში.

ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს  აღმოაჩნდა მთელი რიგი დადებითი  ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობაზე,  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის შემცირების ჩათვლით. ეს უკანასკნელი კი (დაავადების განვითარების რისკის შემცირება) მიიღწევა სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების მაღალი დონის დაქვეითებით. ითვლება, რომ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, გააჩნიათ ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებები და მაინჰიბირებელი ზეგავლენა დეპრესიული სიმპტომების გამოვლინებაზე.

რანდომიზირებული ორმაგი ბრმა  პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებით შეფასდა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის მოხმარების ზეგავლენა C ჰეპატიტით დაავადებულ 152  პაციენტის დეპრესიულ სიმპტომებზე. კვლევაში მონაწილეები რანდომიზირებულნი იყვნენ  3 ჯგუფად:

1 ჯგუფის პაციენტები ღებულობდნენ ეიკოზაპენტანის მჟავებს, 2 ჯგუფის პაციენტები ღებულობდნენ – დოკოზაჰექსონის  მჟავებს, მე-3 ჯგუფის პაციენტები – 2 კვირის განმავლობაში ღებულობდნენ პლაცებოს. ეიკოზაპენტანის და დოკოზაჰექსონის  მჟავები – ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების 2 ძირითადი წარმომადგენელია.

2 კვირის შემდეგ  ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს ჩაუტარდა C ჰეპატიტის მკურნალობის 24-კვირიანი კურსი. კვლევის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ  დეპრესიული სიმპტომების გამოვლინებას მონაწილეებში. შედეგებმა აჩვენა, რომ ეიკოზაპენტანის მჟავების მიღებისას C ჰეპატიტით დაავადებულებში  მცირდებოდა  დეპრესიული სიმპტომების გამოვლინება.

ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) მეცნიერ-თანამშრომელ კარმინ პარიანტის (Carmine Pariant) თქმით, დიეტური დანამატის სახით ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის (ეიკოზაპენტანის  მჟავა) ხანმოკლე 2 კვირიანმა კურსმა 10 %-მდე შეამცირა დეპრესიული სიმპტომების განვითარების ტემპი კვლევის მონაწილეებში.

გარდა ამისა, ეიკოზაპენტანის  და დოკოზაჰექსონის   მჟავების გამოყენებამ შეაფერხა დეპრესიული სიმპტომების განვითარება გამოსაკვლევ პირებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, მიღებული შედეგები გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება ამცირებს ან სრულიად უკუაგდებს დეპრესიული სიმპტომების განვითარებას ანთებითი ხასიათის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

წყარო: http://www.apteka.ua/article/308690ж სტატია მოამზადა: ანა აფციაურმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტრინი”


ომეგა-3 -ის შესახებ
ომეგა – 3
რა არის ომეგა–3
ომეგა–3–ის თვისებები
რა დროს გვირჩევენ ომეგა–3–ს მიღებას?
რამდენი ომეგა–3 უნდა მივიღოთ?
რატომ ამზადებენ ომეგა–3–ს კაფსულებში?
ომეგა 3 (დაიჯესტი)
ომეგა-3  ის  წყაროები
ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
როგორ ვაქციოთ ომეგა–3  ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილად?
ომეგა 3 და დაავადებები
დაავადებების სია, რომელთა დროსაც რეკომენდებულია ომეგა-3


Share this...Share on Facebook
Facebook