მექსილი

მექსილი

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მექსილი
MEXIL

125 მგ კაფსულები შიგნით მისაღებად

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკურ – ქიმიური თვისებები

მყარი ჟელატინისებური კაფსულები, კორპუსი – ყავისფერი, თავსახური – ვარდისფერი, ზომა – 2,შეიცავს მოთეთრო – მოკრემისფრო გრანულებს .

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება – ეთილ – მეთილ – ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი – 125 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა, სიმინდის სახამებელი .

ქიმიური სახელწოდება

2 – ეთილ – 6 – მეთილ – 3 – ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიოქსიდანტი .

ათქ კოდი

V03AX .

ფარმაკოლოგიური მოქმედება

მექსილი მიეკუთვნება 3 – ოქსიპირინების კლასს . გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი:ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ახდენს ანქსიოლიტურ მოქმედებას, რასაც თან არახლავს ძილიანობა და მიორელაქსიური ეფექტი . გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ამცირებსმეხსიერებისა და სწავლის უნარის დარღვევებს, რომლებიც ვითარდება სხვადასხვა პათოგენურიფაქტორების ზემოქმედებით . მექსილს გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტიჰიპოქსიური თვისებები,ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას .

მექსილი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების,ჟანგბადდამოკიდებულების პათოლოგიური მდგომარეობების ( შოკი, ჰიპოქსია და იშემია, ტვინშისისხლის მიმოქცევის მოშლა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლით და ნეიროლეპტიკებით ) მიმართ, ახდენს რამიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელი ფუნქციის აქტივირებას და უჯრედში ენერგეტიკული ცვლისგაუმჯობესებას .

მექსილი აუმჯობესებს ტვინის მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლით მომარაგებას, სისხლისმიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას . ასტაბილიზებსსისხლის უჯრედების მემბრანულ სტრუქტურებს ( ერითროციტები და თრომბოციტები ). გააჩნიალიპოლიპიდემიური თვისებები, ამცირებს საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივისლიპოპროტეინების შემცველობას .

მექსილის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორულიმოქმედებით . ის აინჰიბირებს ლიპიდების პერეკისული ჟანგვის პროცესებს, ზრდისსუპეროქსიდოქსიდაზას აქტივობას, ლიპიდებისა და ცილების ურთიერთკავშირს, ამცირებს მემბრანისწებოვნებას, ზრდის მის განვლადობას . ახდენს მემბრანოდამოკიდებული ფერმენტების ( კალციუმ – არადამოკიდებული ფოსფოდიესტერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქოლინესტერაზას ),რეცეპტორული კომპლექსების ( ბენზოდიაზეპინური, აცეტილქოლინური, გამა – ამინოზეთოვანი მჟავას )აქტივობის მოდულირებას, რაც აძლიერებს მათი ლიგანდებთან დაკავშირების უნარს, ხელს უწყობსბიომემბრანების სტრუქტურულ – ფუნქციონალური ორგანიზაციის შენარჩუნებას, ნეირომედიატორებისტრანსპორტს და სინაპტიკური გადაცემის გაუმჯობესებას .

მექსილი ზრდის თავის ტვინში დოპამინის შემცველობას . იწვევს აერობული გლიკოლიზისკომპენსატორული აქტივაციის გაძლიერებას და კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვისხარისხის შემცირებას ჰიპოქსიის პირობებში ადენოზინტრიფოსფატას და კრეატინფოსფატას შემცველობისმომატებით, მიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელი ფუნქციების აქტივაციას, უჯრედოვანიმემბრანების სტაბილიზაციას .

მექსილის მიღების ფონზე უმჯობესდება მეხსიერება, შრომიუნარიანობა .

მექსილი ახდენს ანქსიოლიტიკურ მოქმედებას, ხსნის შიშებს, დაძაბულობას, შფოთს, მოუსვენრობას .

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, ნახევარგამოყოფისპერიოდი შეადგენს 0.08-0.1 სთ – ს . პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax ) შედგენს 50-100 მკგ /მლ – ს და მიიღწევა 0.45-0.5 საათის განმავლობაში .

მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება რიგი მეტაბოლიტები, მათ შორის ფოსფატ-3- ოქსიპირიდინი, გლუკორონული კონიუგატები . ზოგიერთი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურადაქტიურია .

გამოყოფა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4.7-5 სთ – ს . ორგანიზმში პრეპარატის შენარჩუნებისსაშუალო დრო შეადგენს 4.9-5.2. საშუალოდ 12 სთ – ში შარდთან ექსკრეტირდება მექსილის 0.3% უცვლელისახით, ხოლო 50% გლუკორონული კონიუგატის სახით . მექსილი და მისი გლუკორონული კონიუგატიუფრო ინტენსიურად გამოიდევნება პრეპარატის მიღების შემდეგ პირველი 4 საათის განმავლობაში .

მექსილის და მისი კონიუგირებული მეტაბოლიტის შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებს გააჩნიათმნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა .

ჩვენებები

–           ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები შფოთის სინდრომით .

–           ნეიროცირკულარული დისტონია .

–           სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტური მოშლილობები ( ფსიქოორგანული სინდრომისასდა ასთენიური დარღვევებისას, რომლებიც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დაქრონიკული დარღვევებით, ქალა – ტვინის ტრავმებით, ინტოქსიკაციებით, სენილური დაატროფიული პროცესებით ).

–           მეხსიერების დაქვეითება და ინტელექტუალური უკმარისობა ხანდაზმულებში .

–           სომატური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკა ექსტრემალური დატვირთვებისას .

–           აბსტინენციური სინდრომის ( ალკოჰოლური და ნარკოტიკული ) კუპირება .

მიღების წესი და დოზები

მექსილი ინიშნება შიგნით . თერაპიული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრებაპრეპარატის მიმართ ავადმყოფის მგრძნობელობის მიხედვით .

მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 250-500 მგ (1-2 ტაბლეტი ), საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს350-500 მგ ( დაახლოებით 3-4 ტაბ .), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 600-800 მგ ( დაახლოებით 5-6.5ტაბ .). სადღეღამისო დოზა იყოფა დღის განმავლობაში 2-3 მიღებად .

შფოთვის მდგომარეობების, ნეიროცირკულატორული დისტონიის და კოგნიტური დარღვევებისსამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 4-6 კვირის განმავლობაში .

ალკოჰოლური აბსტინენციური სინდომის კუპირებისას პრეპარატი მიიღება 5-7 დღე, რის შემდეგაცშეიძლება პრეპარატის მიღება კუნთებში .

მექსილით მკურნალობის კურსის დასრულება უნდა მოხდეს თანდათან, დოზის შემცირებით 2-3 დღისგანმავლობაში .

უკუჩვენებები

–           ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის სერიოზული დარღვევები .

–           მომატებული მგრძნობელობა პრეპარატზე .

გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე .

სხვა: იშვიათად – ალერგიული რეაქციები .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მექსილის გამოყენების უსაფრთხოებაზე ადექვატური და მკაცრადკონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა . ექსპერიმენტული გამოკვლევების დროსარ გამოვლენილა ტერატოგენური, მუტაგენური, ემბრიოტოქსიკური მოქმედებები .

განსაკუთრებული მითითებებიიმ პაცინეტებში, რომლებსაც აღენიშნებათ 180/100 – ზე მაღალი არტერიული წნევა, მექსილითმკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის გულდასმითი კონტროლი .

მწვავე პანკრეატიტის კომპლექსური თერაპიისას მექსილის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებსფერმენტული ტოქსემიის და ენდოგენური ინტოქსიკაციის დონეს .

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში მექსილის გამოყენების უსაფრთხოებაზე ადექვატური და მკაცრად კონტროლირებულიკლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა .

ურიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული გამოყენებისას მექსილი აძლიერებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების (კარბამაზეპინი ), ტრანკვილიზატორების ( ფენაზეპამი, დიაზეპამი ), პარკინსონის საწინააღმდეგოსაშუალებების ( ლევოდოპა ) მოქმედებას .

მექსილი ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტებს .

ჭარბი დოზირება

მექსილის დაბალი ტოქსიკურობის გამო, ჭარბი დოზირება ნაკლებ დასაშვებია და დღემდე ამგვარიშემთხვევების შესახებ არ არის ცნობილი .

სიმპტომები: თეორიულად შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა და სედაციური მოქმედების განვითარება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია .

შენახვის პირობები და შენახვის ვადა

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს250 C ტემპერატურაზე .

შენახვის ვადა

შენახვის ვადა – 3 წელი . პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით .

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 კაფსულა (3 ბლისტერი თითოეულში 10 კაფსულა )

მწარმოებელი

შპს “ არპიმედი ”

სომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზი, ქ . აბოვიანი, მე – 2 მიკრორაიონი, სახლი 19.

ტელ: 00 374 222 21703, 21740

ფაქსი:   00 374 222 21924

ელ – ფოსტა:  management@arpimed.am

ვებ – გვერდი: www. arpimed.am