მექსილი
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მექსილი
MEXIL
125 მგ კაფსულები შიგნით მისაღებად
ზოგადი დახასიათება
ძირითადი ფიზიკურ – ქიმიური თვისებები
მყარი ჟელატინისებური კაფსულები, კორპუსი – ყავისფერი, თავსახური – ვარდისფერი, ზომა – 2,შეიცავს მოთეთრო – მოკრემისფრო გრანულებს .
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება – ეთილ – მეთილ – ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი – 125 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა, სიმინდის სახამებელი .
ქიმიური სახელწოდება
2 – ეთილ – 6 – მეთილ – 3 – ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიოქსიდანტი .
ათქ კოდი
V03AX .
ფარმაკოლოგიური მოქმედება
მექსილი მიეკუთვნება 3 – ოქსიპირინების კლასს . გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი:ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ახდენს ანქსიოლიტურ მოქმედებას, რასაც თან არახლავს ძილიანობა და მიორელაქსიური ეფექტი . გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ამცირებსმეხსიერებისა და სწავლის უნარის დარღვევებს, რომლებიც ვითარდება სხვადასხვა პათოგენურიფაქტორების ზემოქმედებით . მექსილს გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტიჰიპოქსიური თვისებები,ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას .
მექსილი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების,ჟანგბადდამოკიდებულების პათოლოგიური მდგომარეობების ( შოკი, ჰიპოქსია და იშემია, ტვინშისისხლის მიმოქცევის მოშლა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლით და ნეიროლეპტიკებით ) მიმართ, ახდენს რამიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელი ფუნქციის აქტივირებას და უჯრედში ენერგეტიკული ცვლისგაუმჯობესებას .
მექსილი აუმჯობესებს ტვინის მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლით მომარაგებას, სისხლისმიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას . ასტაბილიზებსსისხლის უჯრედების მემბრანულ სტრუქტურებს ( ერითროციტები და თრომბოციტები ). გააჩნიალიპოლიპიდემიური თვისებები, ამცირებს საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივისლიპოპროტეინების შემცველობას .
მექსილის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორულიმოქმედებით . ის აინჰიბირებს ლიპიდების პერეკისული ჟანგვის პროცესებს, ზრდისსუპეროქსიდოქსიდაზას აქტივობას, ლიპიდებისა და ცილების ურთიერთკავშირს, ამცირებს მემბრანისწებოვნებას, ზრდის მის განვლადობას . ახდენს მემბრანოდამოკიდებული ფერმენტების ( კალციუმ – არადამოკიდებული ფოსფოდიესტერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქოლინესტერაზას ),რეცეპტორული კომპლექსების ( ბენზოდიაზეპინური, აცეტილქოლინური, გამა – ამინოზეთოვანი მჟავას )აქტივობის მოდულირებას, რაც აძლიერებს მათი ლიგანდებთან დაკავშირების უნარს, ხელს უწყობსბიომემბრანების სტრუქტურულ – ფუნქციონალური ორგანიზაციის შენარჩუნებას, ნეირომედიატორებისტრანსპორტს და სინაპტიკური გადაცემის გაუმჯობესებას .
მექსილი ზრდის თავის ტვინში დოპამინის შემცველობას . იწვევს აერობული გლიკოლიზისკომპენსატორული აქტივაციის გაძლიერებას და კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვისხარისხის შემცირებას ჰიპოქსიის პირობებში ადენოზინტრიფოსფატას და კრეატინფოსფატას შემცველობისმომატებით, მიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელი ფუნქციების აქტივაციას, უჯრედოვანიმემბრანების სტაბილიზაციას .
მექსილის მიღების ფონზე უმჯობესდება მეხსიერება, შრომიუნარიანობა .
მექსილი ახდენს ანქსიოლიტიკურ მოქმედებას, ხსნის შიშებს, დაძაბულობას, შფოთს, მოუსვენრობას .
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, ნახევარგამოყოფისპერიოდი შეადგენს 0.08-0.1 სთ – ს . პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax ) შედგენს 50-100 მკგ /მლ – ს და მიიღწევა 0.45-0.5 საათის განმავლობაში .
მეტაბოლიზმი: მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება რიგი მეტაბოლიტები, მათ შორის ფოსფატ-3- ოქსიპირიდინი, გლუკორონული კონიუგატები . ზოგიერთი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურადაქტიურია .
გამოყოფა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4.7-5 სთ – ს . ორგანიზმში პრეპარატის შენარჩუნებისსაშუალო დრო შეადგენს 4.9-5.2. საშუალოდ 12 სთ – ში შარდთან ექსკრეტირდება მექსილის 0.3% უცვლელისახით, ხოლო 50% გლუკორონული კონიუგატის სახით . მექსილი და მისი გლუკორონული კონიუგატიუფრო ინტენსიურად გამოიდევნება პრეპარატის მიღების შემდეგ პირველი 4 საათის განმავლობაში .
მექსილის და მისი კონიუგირებული მეტაბოლიტის შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებს გააჩნიათმნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა .
ჩვენებები
– ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები შფოთის სინდრომით .
– ნეიროცირკულარული დისტონია .
– სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტური მოშლილობები ( ფსიქოორგანული სინდრომისასდა ასთენიური დარღვევებისას, რომლებიც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დაქრონიკული დარღვევებით, ქალა – ტვინის ტრავმებით, ინტოქსიკაციებით, სენილური დაატროფიული პროცესებით ).
– მეხსიერების დაქვეითება და ინტელექტუალური უკმარისობა ხანდაზმულებში .
– სომატური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკა ექსტრემალური დატვირთვებისას .
– აბსტინენციური სინდრომის ( ალკოჰოლური და ნარკოტიკული ) კუპირება .
მიღების წესი და დოზები
მექსილი ინიშნება შიგნით . თერაპიული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრებაპრეპარატის მიმართ ავადმყოფის მგრძნობელობის მიხედვით .
მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 250-500 მგ (1-2 ტაბლეტი ), საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს350-500 მგ ( დაახლოებით 3-4 ტაბ .), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 600-800 მგ ( დაახლოებით 5-6.5ტაბ .). სადღეღამისო დოზა იყოფა დღის განმავლობაში 2-3 მიღებად .
შფოთვის მდგომარეობების, ნეიროცირკულატორული დისტონიის და კოგნიტური დარღვევებისსამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 4-6 კვირის განმავლობაში .
ალკოჰოლური აბსტინენციური სინდომის კუპირებისას პრეპარატი მიიღება 5-7 დღე, რის შემდეგაცშეიძლება პრეპარატის მიღება კუნთებში .
მექსილით მკურნალობის კურსის დასრულება უნდა მოხდეს თანდათან, დოზის შემცირებით 2-3 დღისგანმავლობაში .
უკუჩვენებები
– ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის სერიოზული დარღვევები .
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატზე .
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე .
სხვა: იშვიათად – ალერგიული რეაქციები .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მექსილის გამოყენების უსაფრთხოებაზე ადექვატური და მკაცრადკონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა . ექსპერიმენტული გამოკვლევების დროსარ გამოვლენილა ტერატოგენური, მუტაგენური, ემბრიოტოქსიკური მოქმედებები .
განსაკუთრებული მითითებებიიმ პაცინეტებში, რომლებსაც აღენიშნებათ 180/100 – ზე მაღალი არტერიული წნევა, მექსილითმკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის გულდასმითი კონტროლი .
მწვავე პანკრეატიტის კომპლექსური თერაპიისას მექსილის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებსფერმენტული ტოქსემიის და ენდოგენური ინტოქსიკაციის დონეს .
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში მექსილის გამოყენების უსაფრთხოებაზე ადექვატური და მკაცრად კონტროლირებულიკლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა .
ურიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას მექსილი აძლიერებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების (კარბამაზეპინი ), ტრანკვილიზატორების ( ფენაზეპამი, დიაზეპამი ), პარკინსონის საწინააღმდეგოსაშუალებების ( ლევოდოპა ) მოქმედებას .
მექსილი ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტებს .
ჭარბი დოზირება
მექსილის დაბალი ტოქსიკურობის გამო, ჭარბი დოზირება ნაკლებ დასაშვებია და დღემდე ამგვარიშემთხვევების შესახებ არ არის ცნობილი .
სიმპტომები: თეორიულად შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა და სედაციური მოქმედების განვითარება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია .
შენახვის პირობები და შენახვის ვადა
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს250 C ტემპერატურაზე .
შენახვის ვადა
შენახვის ვადა – 3 წელი . პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით .
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 კაფსულა (3 ბლისტერი თითოეულში 10 კაფსულა )
მწარმოებელი
შპს “ არპიმედი ”
სომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზი, ქ . აბოვიანი, მე – 2 მიკრორაიონი, სახლი 19.
ტელ: 00 374 222 21703, 21740
ფაქსი: 00 374 222 21924
ელ – ფოსტა: management@arpimed.am
ვებ – გვერდი: www. arpimed.am