მკურნალობა უცხოეთში


ქოლესტერინის  ანალიზის  გაშიფრვა

ადამიანთა უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ ქოლესტერინი გულისა და სისხლძარღვების პირველი მტერია. ანუ,  რაც  ნაკლებია ქოლესტერინი სისხლში, მით უკეთესია.  თუმცა ეს მთლად სწორი არ არის. ქოლესტერინი გარკვეული რაოდენობით აუცილებლად უნდა იყოს  ჩვენს  ორგანიზმში, ვინაიდან ის ცხიმოვანი  ცვლის  შეუცვლელი კომპონენტია. ღვიძლში მისგან სინთეზირდება ნაღვლის მჟავები, უჯრედები იყენებენ მემბრანის ასაშენებლად, ხოლო სასქესო ჯირკვლები კი – სასქესო  ჰორმონების  წარმოსაქმნელად.

გამომდინარე  აქედან, აუცილებელია ქოლესტერინის დონე მუდმივად იყოს შენარჩუნებული ნორმის ფარგლებში.

როგორი  არსებობს  ქოლესტერინი, ქოლესტერინის რა  სახეობებს  განსაზღვრავს  ანალიზი

ორგანიზმში ქოლესტერინი  არამარტო სუფთა სახითაა, არამედ სხვა, უმეტესად კი ცილოვანი წარმოშობის ნივთიერებებთან ქიმიურ კავშირში. ის შედის მაღალი და დაბალი სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  შემადგენლობაში,  რომელთა  თანაფარდობა სისხლში   განსაზღვრავს  ლიპიდური  ცვლის  მდგომარეობას ადამიანის ორგანიზმში.

დაბალი  სიმკვრივის  ლიპოპროტეინებს  მცირე  მოლეკულური  წონა აქვთ. ისინი  იოლად აღწევენ არტერიის შიგა გარსში და ახდენენ ქოლესტერინის ჩანართების ჩალაგებას.  მათგან განსხვავებით, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები არ მონაწილეობენ ცხიმოვანი ბალთების ფორმირებაში და, პირიქით, იცავენ სისხლძარღვებს დაზიანებისაგან. ეს ,,სასარგებლო“  ქოლესტერინის ერთგვარი  ვარიანტია.

გარდა მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა,  სისხლში  ასევე განსაზღვრავენ ასევე   საერთო  ქოლესტერინისა  და  ტრიგლიცერიდების  დონეს. ეს ლიპიდები სახიფათოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, ამდენად, აუცილებელია სისხლში  მათი შემცველობის კონტროლი.

გამოკვლევას, რომელიც განსაზღვრავს ქოლესტერინისა და ყველა მისი ნაირსახეობის დონეს, ეწოდება სისხლის ლიპიდური სპექტრი. სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ფარგლებში, გარდა ქოლესტერინისა, შეიძლება ნაჩვენები იყოს ბილირუბინის, ელექტროლიტების, ცილების, გლუკოზის,  ფერმენტების და სხვ.  მნიშვნელობებიც.

ქოლესტერინის  ნორმა სისხლში

ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის  მონაცემებით, საერთო ქოლესტერინის  დონე სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 4,5 მმოლ/ლ. რაც  შეეხება  ქვედა ზღვარს,  ის მერყეობს  3,2  - 3,6  ფარგლებში.

მაღალი  სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  დონე  სისხლში ნორმის ფარგლებში უნდა იყოს –  ქალებში 1 მმოლ/ლ-ზე  მეტი  და  მამაკაცებში 1,2 მმოლ/ლ-ზე  მეტი.

დაბალი  სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  მაჩვენებელი  უნდა  შევამციროთ, მისი ნორმა არის 2,9 მმოლ/ლ-ზე ნაკლები.

ტრიგლიცერიდების დონე სისხლში ნორმის ფარგლებში უნდა იყოს  კი 1,7 მმოლ/ლ -ზე ნაკლები.

ჩვენ შეიძლება გამოვიყვანოთ ე. წ. ათეროგენობის კოეფიციენტი. ის  უდრის  საერთო   ქოლესტერინის  მაჩვენებელს  გამოკლებული  მაღალი  და  დაბალი სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  შეფარდება.

ათეროგენობის კოეფიციენტი = საერთო ქოლესტერინი – მაღალი სიმკვ.ლიპოპროტეინები/დაბალი სიმკვ.ლიპოპროტეინები

ნორმაში ათეროგენობის კოეფიციენტი უნდა იყოს 3 -ზე ნაკლები.

ანალიზის გაშიფვრის თავისებურებები

ანალიზის წაკითხვისას გაითვალისწინეთ შემდეგი შემოკლებები და მათი მნიშვნელობები:

Chol (сholesterol) ან  TC (total cholesterol) – საერთო ქოლესტერინი

HDL (high density lipoprotein) – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები

LDL (low density lipoprotein) – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები

TG (Triglycerides) – ტრიგლიცერიდები

IA —ათეროგენობის ინდექსი (კოეფიციენტი)

მიღებული კვლევის შედეგების მიხედვით თავადვე შეაფასებთ ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის მდგომარეობას. თუკი საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების დონე მაღალია, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე – დაბალი, მოგიწევთ გარკვეული ღონისძიებების ჩატარება; აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს და ჩაიტარეთ ყველა ის რეკომენდაცია და დანიშნულება, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ.

წყარო: http://analizi-uzi.com/analiz-krovi-na-xolesterin-rasshifrovka-norma.html
მოამზადა: რუსუდან მაჩალაძე

_______________________________________

გადასვლა: ქოლესტერინი

..

 

Comments are closed.

vaka