სელის თესლის უჯრედისი

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელის თესლის უჯრედისი

სელის თესლის სარგებელზე საუბარი და წერა უსაზღვროდ შეიძლება, თუმცა ამ პროდუქტის გამოყენების ნორმებიც არსებობს.  კერძოდ, სელის თესლის ნორმა – 24 გრამია 70 კგ წონის დროს, ერთ მიღებაზე. მეტი რაოდენობით მიღებისას ღვიძლი იტვირთება  ცხიმებით. სელის თესლის უჯრედისი შევსებული უნდა იქნეს მცენარეული ე.წ ხსნადი უჯრედისით.

უჯრედისი 2 ტიპისაა – წყალში ხსნადი და უხსნადი.  უხსნადი უჯრედისი წყალში არ იხსნება,  არ გადამუშავდება და პრაქტიკულად უცვლელი სახით ტოვებს ორგანიზმს. ნაწლავებში მოხვედრის დროს ის მოქმედებს როგორც ჯაგრისი, ასუფთავებს მის კედლებს ძველი საკვებისაგან და ახდენს სხვადასხვა მავნე ნაერთის აბსორბირებას; აჩქარებს საკვების გადაადგილებას ნაწლავში. ასეთ უჯრედისს შეიცავს ბოსტნეული, კაკალი, მარცვლეულის გარსი.

ხსნადი უჯრედისი ფორმირდება ნაწლავებში  სქელი გელის სახით, რომელშიც იძირება ქოლესტერინის მოლეკულები და ამიტომ აღარ გამოილექება სისხლძარღვების კედლებზე. აღნიშნული გელი აკრავს რა ნაწლავების კედლებს, ხელს უშლის გლუკოზის შეთვისებასა და ცხიმების ჩალაგებას. ამგვარ უჯრედისს შეიცავს ხილი,  მარცვლოვნები, ჭვავი. ორგანიზმისათვის რეკომენდებულია ორივე ტიპის უჯრედისის მიღება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ ღირს უხსნადი უჯრედისის დიდი რაოდენობით მოხმარება, ვინაიდან მას შეუძლია დააზიანოს ნაწლავების შიდა ზედაპირი. რაც შეეხება ხსნად უჯრედისს არ შეიძლება მისი დიდი რაოდენობით გამოყენება ვარჯიშის შემდეგ. ვარჯიშის დროს დახარჯული გლიკოგენის მარაგის შევსების დაჩქარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მეტი რაოდენობით გლუკოზის შეთვისება.  უჯრედისის დღიური ნორმა შეადგენს 25- 40 გრამს (აქედან 5-8 გრამი მოდის უხსნად უჯრედისზე.)

გახსოვდეთ, უბრალო, უხეში საკვები – ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია. რაფინირებული (გასუფთავებული), რთულად მომზადებული საკვები – ეს ავადმყოფობა და ნაადრევი სიბერეა.

   შეგახსენებთ,  რომ უჯრედისი – ეს არის უხსნადი და უხეში ნახშირწყალი. წყლის ზემოქმედებით სელის თესლის უჯრედისი იჯირჯვება და ხელს უწყობს განავლოვანი მასების ფორმირებას, მათგან  ნაწლავის იოლად დაცლას და ყაბზობის თავიდან აცილებას.  სელის თესლის საკვები ბოჭკოები შეიცავს გლიკოზიდ – ლინამარინს, რომელიც არეგულირებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას.

ამ თვალსაზრისით, მოცემული პროდუქტი უზრუნველყოფს ნაწლავების ატონიის დროს მდგომარეობის  ნორმალიზებას და გამოიყენება  აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად.

წყარო: http://healthonrawfood.ru/; გადასვლა >>>  ,,ქოლესტერინი”მოამზადა: ანა აფციაურმა