ფერიმჭამელები გოგონებში

ფერიმჭამელები გოგონებში

დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ

პუბერტატული პერიოდი – სქესობრივი მომწიფების პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ცვლილებებს იწყებს და შედეგად გამრავლების უნარი ეძლევა. იმპულსები თავის ტვინიდან მოდის სასქესო ჯირკვლებისაკენ და ჯირკვლები საპასუხოდ ჰორმონის გამომუშავებას იწყებენ.
ეს ჰორმონი ასტიმულირებს სიმაღლის, ძვლების, კუნთების, კანისა და რეპროდუქტიული ორგანოების ზრდას. ამ პერიოდში სხეულის ზრდა ძალიან სწრაფად მიდის სქესობრივი მომწიფების დასრულებამდე. სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე გოგო და ბიჭი მხოლოდ სასქესო ორგანოებით განსხვავდებიან. და სქესობრივი მომწიფების პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.


რას გვთავაზობს ამაზონი აკნეს საწინააღმდეგოდ?

♦  მუწუკების გამოსადენი ინდივიდუალური ინსტრუმენტები
 აკნეს საწინააღმდეგო საპნები
♦ აკნეს საწინააღმდეგო მალამოები
აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები


ტერმინი სქესობრივი მომწიფების პერიოდი და პუბერტატი (ლათ.pubertas  – თმის ზრდის ასაკი) მხოლოდ სასქესო სისტემაში მომხდარ ცვლილებებს გულისხმობს, აქ არც კულტურული და არც სოციალური ფაქტორი არ მოიაზრება. ამიტომ ტერმინი – მოზარდობის პერიოდი – უფრო მართებულია.
10-12 წლის ასაკში გოგონები იწყებენ სქესობრივ მომწიფებას და 16-17 წლის ასაკში ამთავრებენ. გოგონებში მომწიფების მასტიმულირებელი დომინანტი ჰორმონია ესტრადიოლი (ესტროგენის წარმომადგენელი), ის ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების და სასქესო ორგანოების ზრდას. ესტრადიოლის დონე ძალიან სწრაფად იმატებს, ამიტომ გოგონები მალე იზრდებიან სიმაღლეში და მალევე წყვეტენ ზრდას, ბიჭებთან შედარებით.

პუბერტატის პერიოდი უკავშირდება ჰიპოთალამუსში გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის დიდი რაოდენობით სეკრეციას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს ჰიპოფიზში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას. მეცნიერები ვარაუდობენ,  რომ გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის  დონის მატების მიზეზი ლეპტინია, რომლის დონეც სქესობრივი მომწიფების ასაკიდან იმატებს და პუბერტატის დასასრულისთვის იკლებს.

ფერიმჭამელები გოგონებში. ქალის სქესობრივი მომწიფების ეტაპები

ფერიმჭამელები გოგონებშიტელარქე
სარძევე ჯირკვლების ზრდა, სქესობრივი მომწიფების პირველი ეტაპია და აღინიშნება 10 წლის ასაკისთვის. თავიდან ცალ მხარეს არეოლის ქვეშ მტკივნეული სიმკვრივე ჩნდება, 6-12 თვის შემდეგ სიმკვრივე მეორე მხარესაც ჩნდება, იზრდება ზომაში, არეოლის ფარგლებს ცდება და ხდება რბილი კონსისტენციის. 2 წელში სარძევე ჯირკვლები მომწიფების ფორმას აღწევენ და დვრილები კარგად გამოხატული ჩნდება. სარძევე ჯირკვლების ზომა და ფორმა ინდივიდუალურია.

ბოქვენის თმიანობა
ტელარქეს დაწყებიდან რამდენიმე თვეში ბოქვენი გათმიანების პროცესს იწყებს. გოგოების 15%-ში ეს ნიშანი ტელარქეს უსწრებს. დასაწყისში თმა ჩნდება სასირცხვო ბაგეებზე და 6-12 თვის შემდეგ ბოქვენზეც, სანამ მას მთლიანად არ დაფარავს.

სასქესო ორგანოები, მენსტრუაცია და ფერტილობა
საშოს ეპითელიუმი ესტროგენების მოქმედებით სქელდება, საშვილოსნოს ყელი ლორწოს გამოყოფას იწყებს. ამ დროს აღინიშნება თეთრი გამონადენი. საკვერცხეები და საშვილოსნო ზომაში იმატებს, საკვერცხეებში ფოლიკულები იწყებენ ზრდას.

მენარქე (პირველი მენსტრუაცია)
სარძევე ჯირკვლების ზრდიდა 2 წლის შემდეგ დგება და პირველი ორი წლის განმავლობაში არარეგულარულია. მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი წელს განმავლობაში ოვულაცია არ ხდება. მეორე წელს ციკლების ნახევარში ხდება, ან არ ხდება.  ჩასახვა შესაძლებელია, მაგრამ ფერტილობა შეზღუდულია.

მუწუკებისხეულის წყობა
მენჯის ძვლები იზრდება სიგანეში, ამიტომ თეძოები განიერდება. ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს და ბიჭების ცხიმოვან ქსოვილთან შედარებით 2-ჯერ იმატებს. ცხიმი გროვდება სარძევე ჯირკვლებში, თეძოებში, ბოქვენში და დუნდულების მიდამოში.

იღლიები, სხეულის სუნი და აკნე
იღლიის ფოსოში ხდება თმიანობის მომატება, ანდროგენების გავლენის გამოს. იცვლება ოფლის სუნი ცხიმოვანი ჯირკვლების გამო. ასევე ანდროგენების გამო იზრდება ცხიმის სეკრეცია კანის ცხიმოვანი ჯირკვლებიდან და ეს აკნეს წარმოშობას მიზეზია.

გამოსაყენებელი მალამოები

თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო – მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, მალამო მზადდება ვაზელინისა და სხვა ქიმიური ელემენტების გარეშე. ეს ის რეცეპტი და შემადგენლობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებდნენ.


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10 

web

FB-Page

FB-group

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish