ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის

ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის

უფალო, იხსენ ბოროტთაგან და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი, განწმინდე ბიწთაგან სულიერთა და ხორციელთა, წმიდათა ანგელოსთა ლოცვით დამიცევ, განაშორე ყოველგვარ ბოროტებათა, მიჰმადლე დღეგრძელობა, ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათვის.
უფალო, განუხსენ ყოველი შეცოდებანი ჩემნი. სულიერებაში განადიდე. მიჰმადლე სიბრძნე და სიყვარული. მისი ლოცვებით მომმადლე ცოდვათა შენდობაი. უხვად გარდამოუვლინე მდიდარნი წყალობანი შენნი, შეწევნითა შენითა მიჰმადლე წრფელად ცხოვრება, ხილულ და უხილავ მტერთაგან დაიცევ. იხსენ კაცთა ბოროტ უსამართლობათაგან. დაგვიფარე მისი სამწყსო, რომ სინანულით მოვიდეთ განსვენებულ ცხოვრებაში.
ჰოი, უსაზღვროდ წმიდაო, ტკბილო იესო, უზომოდ კეთილო, განწმინდე სიწმინდითა შენითა სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი. განამართლე სიმართლითა შენითა, გულმოწყალებითა შენითა დაიცვენ. ნუ დაგვაკლებ ზეცისა შენისა სასუფეველსა, რათა ერთობით დავიმკვიდროთ ცათა სუფევა, სულიერ შვილებს მისი ლოცვებით მოგვმადლე ცოდვათა შენდობა, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედაო ღვთისაო, შენ ჰხედავ შრომასა და მწუხარებასა მამისა, მოძღვრისა (სახელი) მასწავლელისა ჩემისა, შენ იცი ყველა საიდუმლო მისი ფიქრებისა, შენი ძლიერი ხელი აღუპყარ, ბოროტ ადამიანთაგან დაიცვენ, შეუმსუბუქე ტანჯვა, საფარველსა ქვეშე შენსა დაიფარე. აკურთხე მისი საქმენნი, მისი ლოცვებით მომმადლე მოთმინება, თავდაბლობა, სიმტკიცე, უმანკოება, მორჩილება, მდუმარება და სასოება.ამინ.

წყარო: http://orthodox.ge/index.php?id=locvani/locvani_sxvadasxva.php

_________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..