სხვადასხვა ლოცვები

იესოს ლოცვა

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

ლოცვა მეზვერისა

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას.

ლოცვა ტაძარში შესვლისა

შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა, შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.

ლოცვა ყოველი საქმის დაწყების წინ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოვლისავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ სახიერო, სულნი ჩვენნი.

ლოცვა ყოველი საქმის დამთავრების შემდეგ

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აღავსე სახარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონასა შენსა (სახელი) მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას, ყოვლისაგან ბოროტისა ყოველსა კეთილმითვალულებისა შინა უვნებელად დამცველი, სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მხოლოი კაცთმოყვარეო.
დიდება,
ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა, მგზავრობისა მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
აწ და.

ლოცვა სნეულთათვის

მეუფეო, ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი ჰსწყლავ და კვალად განჰკურნავ, ძმასა ამას ჩვენსა სნეულსა ზედა მოჰხედე მოწყალებითა შენითა. მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნე მონაი ესე შენი (სახელი) და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა და შეჰრისხენ სულსა ყოვლივე წყლულები და ყოველივე სალმობა, ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალობა, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამის თანა ბრალი, გინა უსჯულოება, მიუტევე, ულხინე შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის.
ჰე, უფალო, შეიწყალე დაბადებული ესე შენი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად წმიდაო, სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ყოველი თხოვნის აღსრულების შემდეგ

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი, უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხებთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწყალეობასა და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.
დიდება,
ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულისმოდგინედ შენდა მომართ მოვილტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა, ღმერთო, ყოვლად მოწყალე.
აწ და.

ლოცვა ძილსა შინა დაცემისა ერის კაცისა

მრავლად მოწყალეო ყოვლად დიდებულო უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო განმწმიდე მე მონაი შენი ყოვლისა შემწიკვლებისაგან ხორცთა და სულისა, და უბიწოთ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისათა. და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა. რათა განწმედილი საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს ვიქმნა ჟამსა კეთილსა, ჰრჩეულთა შენთა თანა, მისლუად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://orthodox.ge/index.php?id=locvani/locvani_sxvadasxva.php

_________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..