Category Archives: locvebi

ლოცვა გარდაცვალებულთათვის

ლოცვა გარდაცვალებულთათვის

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება. (3-გზის და მეტანია)

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

Read More

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონასა შენსა (სახელი) მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას, ყოვლისაგან ბოროტისა ყოველსა კეთილმითვალულებისა შინა უვნებელად დამცველი, სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მხოლოი კაცთმოყვარეო.
დიდება,
ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა, მგზავრობისა მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

Read More

მამის ლოცვა

მამის ლოცვა, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია

მამის ლოცვა წინ უნდა უსწრებდეს შვილის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს… რჩევა-დარიგებებს გვაძლევს რუსთავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სერგი (კასრაძე).

კაცი და ახლად შექმნილი ოჯახი

მამაკაცს დიდი როლი აქვს ოჯახში.
ქრისტიანული ოჯახის იერარქია ასეთია: მოძღვარი, მამა, დედა და ბავშვები.
ოჯახის უფროსი, ანუ ქმარი, და მისი მეორე ნახევარი, ანუ ცოლი, ერთი გული და ერთი პირია.

 მამა-შვილის ურთიერთობა

დღეს, როდესაც ბავშვს ჰკითხავ, რა სურს გამოვიდეს, პასუხი სხვადასხვაა: ექიმი, პოლიციელი, ჟურნალისტი… მაგრამ დაკარგულია მთავარი რამ, რისთვისაც არსებობს ადამიანი…
ბიჭი იბადება მამობისთვის, ხოლო გოგო – დედობისთვის… აი, რა უნდა ჰქონდეს მიზნად ჭეშმარიტ ქრისტიანს. ყოველივე ამას კი ოჯახში საფუძველი უნდა დაუდოს მამამ.
დღევანდელი მოუცლელობის დროსაც კი მამამ შვილი შეძლებისდაგვარად უნდა აკონტროლოს.
შვილის წარმატებები აუცილებლად შექებას უნდა იმსახურებდეს.

Read More

სულიერება უფალს უნდა სთხოვოთ

სულიერება უფალს უნდა სთხოვოთ +++ სულიერება უფალს უნდა სთხოვოთ, რადგან კარგად იცით, რომ ადამიანი უძლური არსებაა და ღვთის შემწეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ამავე დროს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ნებაც უნდა მოქმედებდეს, ჩვენც უნდა გვქონდეს სურვილი ფერისცვალებისა, თუ ეს სურვილი არ გვაქვს, უფალი ძალით ვერ გვაცხოვნებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია II

Read More

ლოცვანი . უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, განმიცხადე შენი ნება!

ლოცვანი უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, განმიცხადე შენი ნება! განმკურნე შენი ნების შესაბამისად. შენ იცი, რაც არის ჩემთვის სასარგებლო, შეეწიე ჩემს უძლურებას და შენი ნებით განმათავისუფლე განსაცდელისაგან. უფალო, შენს ხელთ ვარ, შენ იცი, რა არის ჩემთვის სასარგებლო, მიმითითე შენი ნება, ნუ დაუშვებ, რომ გზა ამებნეს და ბოროტად გამოვიყენო შენი წყალობა. უფალო იესო ქრისტე, მოაწყე, რომ ეს

Read More