ტუჩების მაკიაჟი

ტუჩების მაკიაჟი, როგორ შევიღებოთ ტუჩები სწორად 

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

– გაისუფთავეთ ტუჩები სკრაბის საშუალებით
– წაისვით მკვებავი ბალზამი
– წაისვით ტონალური კრემი
– გადაისვით პუდრი
– ფანქრით დაიხატეთ ტუჩის კონტური
– ხაზი გაუსვით ტუჩის კუთხეებს
– გადაინაწილეთ ფანქრის  ფერი ბამბის ჩხირით
– ფუნჯით გადაისვით ტუჩსაცხი
– მოიშორეთ ზედმეტი საცხი  ხელსაწმენდი ქაღალდის საშუალებით
– გადაისვით პუდრი
– კიდევ ერთხელ გადაისვით ტუჩსაცხი

ტუჩსაცხის  შერჩევა 

  • – მუქი ფერის კანის მქონე ქალბატონებს ტრადიციულად  მსუყე, მუქი ფერები შეეფერებათ.
  • – ღია ფერის კანს შედარებით ნათელი, კარემელის შეფერილობის ტონები შეეფერება
  • აირჩიეთ დამატენიანებელი ტუჩსაცხი – იგი ფერის მიმნიჭებელ პიგმენტებთან ერთად  შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კვებავენ თქვენი ტუჩის ნაზ კანს.
  • – მდგრადი ტუჩსაცხი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისვის გამოიყენეთ – იგი ძლიერ აშრობს ტუჩებს.
  • – თუ ”სველი ტუჩების” ეფექტის მიღება გსურთ, გამოიყენეთ ტუჩის გელი, თუმცა გახსოვდეთ, იგი ისეთი მდგრადი როდია, როგორც ტუჩსაცხი, ამიტომ პერიოდულად მისი დამატება მოგიწევთ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია არა უშუალოდ ტუჩის მაკიაჟთან, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ქალზე საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად.
დაიმახსოვრეთ, ადამიანისთვის  ქვეცნობიერად თვალები – სულის სარკეა, ხოლო ტუჩები – სხეული.
ამიტომ გააკეთეთ აქცენტი თვალებზე, როცა თქვენი გონებრივი შესაძლებლობების ან სულიერი სამყაროს ჩვენება გსურთ, ტუჩებზე კი, თუ ფლირტი და მამაკაცებისთვის თავის მოწონება გაქვთ მიზნად.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ტუჩების მაკიაჟი