როგორ გადავიტანოთ ქმართად გაშორება?

რვა კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ამაში

თქვენი ქორწინება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? ვერ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ დაგაიტანოთ მეუღლესთან გაშორება?

არსებობს გაშორების  სამი ძირითადი დილემა:

1. მე მინდა გაშორება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ვინაიდან ეს იმოქმედებს ბავშვებზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმზე და მატერიალურ მდგომარეობაზე. ამასთან ერთად, არ ვარ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში, არ ვიცი ზუსტად როგორ გადავიტანო განშორება. სჯობს ეს გადაწყვეტილება მივიღო  ცივი გონებით.

2. მე არ მინდა გაშორება. ეს უნდა ჩემს მეუღლეს. მე არ ვიცი, როგორ გადავიტანო მასთან განშორება. იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ ეს პრობლემა, თქვენ უნდა შეეკითხოთ თქვენ თავს, ხომ არ ებღაუჭებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, იმ ურთიერთობებს, რომელიც დამყარებულია ილუზიებზე.ამისი აღიარება ძალზე ძნელია.

3. მე მინდა გაშორება, რადგან ჩვენი ქორწინება – ეს მხოლოდ ფორმალობაა, ის არ ,,მუშაობს” სათანადოდ.

ასეთი აზრის არსებობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყველაფერში ადანაშაულებთ თქვენს მეუღლეს, ის კი თქვენ. კარგად უნდა დაიმახსოვროთ, წყვილის პრობლემებში დამნაშავეა ორთავე. თუ არ იქნა გარკვეული ნამდვილი მიზეზი და არ აღიარეთ, რომ ორივე მათგანი ხართ დამნაშავე, ყოველივე ეს მიგიყვანთ ძალიან დიდ უსიამოვნებებამდე.

ამ სამი დილემის საერთო ელემენტი არის შიში. პირველ შემთხვევაში – შიში შეცდომისა, მეორე შემთხვევაში – შიში აღიარო პრობლემების არსებობა ურთიერთობებში და აუცილებლობა დაშორებისა საყვარელ ადამიანთან. მესამე შემთხვევაში – შიში აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა წარმოქმნილ პრობლემებში.

განქორწინება უნდა იყოს ორმხრივი და აწონდაწონილი გადაწყვეტილება. პასუხი უნდა გაეცეს  შემდეგ კითხვებს:

1. არის თუ არა კიდევ გრძნობები ქმრის მიმართ? სინამდვილეში ბევრი, ვისაც სურთ განშორება, კიდევ ინარჩუნებენ გრძნობებს პარტნიორის მიმართ. განქორწინებაზე გადაწყვეტილება მიიღება იმიტომ, რომ ერთ ერთ პარტნიორს უნდა იყოს ურთიერთობების ლიდერი. შედეგი კი ამისა არის პარტნიორის ნაკლები სიახლოვე. თუ თქვენს შემთხვევაში ეს ასე, მაშინ სჯობს მოაწესრიგოთ ურთიერთობა და არ იფიქროთ განშორებაზე. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ დროთა განმავლობაში ჩნდება დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება, რომელსაც მიჰყავხართ ძლიერ ემოციურ სტრესამდე.  საბოლოოდ, ღებულობთ, რომ განშორების სემდეგ თქვენ უფრო ცუდად იქნებით, ვიდრე მანამდე.

2. თქვენ ნამდვილად იყავით „გათხოვილი“ ანუ წყვილი? იმისათვის, რომ იყოთ ნამდვილად „გათხოვილი“, წყვილმა უნდა შექმნას ურთიერთობები, სადაც ისინი იქნებიან ერთი მთლიანი, სადაც იქნება „ჩვენ“ და არა მარტო “მე“. ბევრისათვის, განქორწინება არის მხოლოდ მიზეზი, ვინაიდან რეალურად ისინი არასოდეს ყოფილან ნამდვილი წყვილი. უბრალოდ ცხოვრობდნენ ერთად, არ ზრუნავდნენ და არ ფიქრობდნენ ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში თამამად შეიტანეთ განცხადება განქორწინებაზე.

3. თქვენ ნამდვილად გინდათ განქორწინება თუ იმუქრებით? თეზისი- მე შემაქვს განცხადება განქორწინებაზე  – ხშირად არის გამოყენებული როგორც მეთოდი კონფლიქტის გადაწყვეტისა. ძირითადი მიზეზი ამისა შეიძლება იყოს: ძალაუფლების მოპოვება და პარტნიორის ცხოვრების კონტროლირება, რასაც საბოლოოდ მივყავართ ნეგატიურ შედეგებამდე.

4. ეს არის გულწრფელი სურვილი თუ გაბრაზების იმპულსი? იყო მზად განშორებისათვის – ეს ნიშნავს ჰქონდეს მყარი არგუმენტები, რომლებიც არ ჩნდება ჰაერიდან. განშორება იძლევა საშუალებას აპატიოთ და დაივიწყოთ. ადამიანები, რომლებიც შორდებიან ერთმანეთს გაბრაზების ფონზე, ეს გრძნობა გრძელდება კიდევ დიდი ხანი, ეს კი ნიშნავს, რომ მათ შორის კიდევ არის და რჩება გრძნობები, რომლებიც ცოტა შეფერილია ნეგატივით.

5. რატომ გინდათ განშორება? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ განშორება არ არის მანიპულაციის იარაღი. ის უნდა იყოს ფორმალური, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ორმა ადამიანმა, რომელიც არიან ერთად, არ იწვალონ და ნახონ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში.

6. გადაწყვეტილია თუ არა კონფლიქტი თვით თქვენში? ყოველი, ვინც გადის ამ გზას, ყველას აქვს ერთგვარი კონფლიქტი საკუთარ თავთან. შეიძლება იყოს დანაშაულის შეგრძნება, მოტყუების და სხვა. ამ დროს განქორწინება წარმოდგენილია როგორც დიდი შვება, მაგრამ ეს კონფლიქტი არსად არ მიდის, არ მიდიან პრობლემები, ყველაფერი უნდა იყოს გადაწყვეტილი „მანამდე“ და არა „შემდეგ“.

7. როგორ ვებრძოლოთ შედეგებს? განქორწინებამ შეიძლება მიგიყვანოთ იმედების გაცრუებამდე საკუთარ ცხოვრებაზე, სიმარტოვეზე. თქვენ მზად ხართ ამისათვის?

8. შეძლებთ თუ არა დამოუკიდებლად გაუძღვეთ თქვენს ცხოვრებას? განქორწინებას აქვს შედეგი – თქვენ აღარ ხართ გათხოვილი და ამიტომ ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ და პასუხისმგებლობაც იქნება თქვენზე. და თუ თქვენ ეს შეგიძლიათ, მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება.

ეხლა კი შევაჯამოთ:

1. მიიღოთ გადაწყვეტილება, შეიტანოთ განცხადება განქორწინებაზე ან გადაწყვიტოთ ეს პრობლემა ოჯახში – ეს მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა.

2. თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ თვითონ ვერ წყვეტთ ამ პრობლემას დამოუკიდებლად, მაშინ მიმართეთ სპეციალისტებს, და არა მეზობლებს, რომლებიც უკვე მრავალჯერ არიან დაცილებულნი. დამიჯერეთ, ეს არ მოგიტანთ შეღავათს, მხოლოდ დაგიმატებთ პრობლემებს.

3. თუ თქვენ უკვე უპასუხეთ ყველა ამ 8 კითხვას და მიიღეთ მტკიცე „დიახ“, მაშინ ნუ დააყოვნებთ. არჩევანი გაკეთებულია. ბოლომდე მიიყვანეთ ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან ეს მხოლოდ თქვენთვის იქნება ცუდი.

4. გაიგეთ, რომ ცხოვრება განქორწინების შემდეგ არ მთავრდება! დადგება ის დროც, როდესაც გაიღება თქვენი გული ახალი ურთიერთობებისათვის ღირსეულ მამაკაცთან!

http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/kak-perezhit-razvod-s-muzhem-8-voprosov-kotorye-podskazhut-pravilnyj-otvet.html 

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

________________________________________

>>>>> ფსიქოლოგია

..