ბანდაჟი მენჯ-ბარძაყის სახსრისათვის

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

ტრავმატოლოგიაში მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანება საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. სხვა საშუალებებთან ერთად, მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია სპეციალური ორთოპედიული ბანდაჟის ტარება. ბანდაჟის შერჩევა ხდება პაციენტის ანატომიური აგებულებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების ადგილის მიხედვით. არსებობს რბილი და მაგარი ბანდაჟები.

რბილი ბანდაჟი შედარებით მსუბუქია, დამზადებულია მაღალელასტიკური ქსოვილისაგან და კარგად იჭერს მთლიანად მენჯს. ის საკმაოდ მოსახერხებელია, ადვილია ჩასაცმელად, არ ზღუდავს მოძრაობას და შეუმჩნეველია ტანისამოსის ქვეშ. ამ ტიპის ბანდაჟი გამოიყენება:

– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისფუნქციისას;
– სახსრის და/ან ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილისას;
– ბარძაყის ზედა მესამედის კუნთის დაზიანებისას;
– მენჯ-ბარძაყის სახსრის დაავადების დროს.

♦♦ მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” hip support brace >>>  

უძრავ მაგარ ბანდაჟს ორტეზს უწოდებენ. იგი შედგება მენჯისა და ბარძაყის ნაწილებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან სახსრებით. ორტეზი პაციენტს უმაგრდება სპეციალური, ე. წ.  ,,ლიპუჩკებით“ და სარტყლით. ორტეზი მნიშვნელოვნად ამცირებს დატვირთვას სახსარზე, იცავს ცთომისაგან და ამცირებს ნებისმიერ გადანაცვლებას სახსარში.

ორტეზი გამოიყენება:

– მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა და ბარძაყის ყელის მოტეხილობის ადრეული პერიოდი;
– ბარძაყის ძვლის თვსი რეზექციის პოსტოპერაციული პედიოდი, ენდოპროთეზირება;
– ხანდაზმულებში ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის კონსერვატული მკურნალობა.

ბავშვებში, განსაკუთრებით კი გოგონებში, არც თუ იშვიათია მენჯ-ბარძაყის სახსრის მდებარეობის გადახრა – დისპლაზია. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის ადრეული დაწყება და სხვა საშუალებებთან ერთად (კონსერვატული მკურნალობა, მასაჟი და ა. შ.)  იყენებენ მენჯ-ბარძაყის ორტეზს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟები და ორტეზები უზრუნველყოფენ:

– მოხრა-გაშლის დროს ბარძაყის ფიქსაციას  მენჯ-ბარძაყის სახსარში;
– მენჯ-ბარძაყის სახსრების განტვირთვას;
– ციბრუტისებრი ფოსოს სწორ განვითარებას.

სახსრის ტრავმის დროს ბანდაჟისა და ორტეზის გამოყენება, მკურნალობის სხვა საშუალებებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, ამცირებს რეციდივის განვითარებას, უნარჩუნებს ორგანიზმს აქტიური  მოძრაობის ფუნქციას და აუმჯობესებს ზოგად მდგომარობას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..