ახალშობილის პირველი გასეირნება

დღეისათვის პედიატრები ერთხმად მიიჩნევენ, რომ ახალშობილის გასეირნება უკვე მე 5-7 დღიდან შეიძლება და აუცილებელიცაა. სუფთა ჰაერზე სეირნობა აძლიერებს იმუნურ სისტემას და ავარჯიშებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს; ამასთანავე სუფთა ჰაერზე ეტლის ოდნავი დარწევით იძინებს ყველაზე მოუსვენარი ბავშვიც კი; ჟანგბადის ზომიერი მიწოდების შემდეგ უმჯობესდება მადაც.


♦♦ თბილი საგარეო კობინეზონები ,,ამაზონში  – baby jumpsuits
♦♦ ბავშვის  თბილი ქუდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში”
♦♦ ბავშვის წინდები ,,ამაზონში”
♦♦ ბავშვის ფაჩუჩები ,,ამაზონში”
♦♦ ბავშვის თათმანები ,,ამაზონში”
♦♦ ბავშვის ადიალები ,,ამაზონში”


ახალშობილის პირველი გასეირნება გრძელდება არა უმეტეს 10-15 წთ-სა ზამთარში და 20-30 წთ-სა თბილ პერიოდში. დროის ასეთი პატარა მონაკვეთში არ ღირს მძიმე ეტლის გარეთ გატანა, საკმარისია პატარა სლინგით ან უბრალოდ ხელში აყვანილმა გაასეირნოთ. ყოველ მომდევნო დღეს სეირნობის დრო გაზარდეთ 10 წთ-ით. 1 თვის ასაკისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნის დრო გაიზრდება 2 სთ-მდე ზამთარში და 1-2 სთ რამოდენიმეჯერ დღეში ზაფხულში.


♥ სლინგები ,,ამაზონზე” kangaroo baby sling  >>



წელიწადის ცხელ დროს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღემატება +25 გრადუსს, სეირნობის განრიგი უნდა დაგეგმოთ ისე, რომ დილის გასეირნება მოხდეს 11 სთ-მდე, საღამოსი კი 4 სთ-ის მერე. არის ამინდის პირობები, როცა ახალშობილის გარეთ გაყვანა სასურველი არ არის: ტემპერატურა -15 გრადუსი (ნესტიან ადგილებში -8), ტემპერატურა +32-35 გრადუსზე მეტი, ძლიერი ნალექების დროს.

პირველი გასეირნებისას გაითვალისწინეთ, ახალშობილს ეტლში აცმევენ ისევე როგორც გვაცვია ჩვენ დამატებული კიდევ ერთი რაიმე ტანსაცმელი. ზაფხულში თან იქონიეთ მსუბუქი საბანი, აგრილების შემთხვევაში რომ დავაფაროთ პატარას; ზამთარში კი გაახვიეთ ბავშვი თბილ საბანში. რაც მთავარია, სეირნობამ სიამოვნება უნდა მიანიჭოს როგორც ბავშვს, ისე დედას!

ლიტ: http://subscribe.ru/digest/children/councils/n228365150.html

 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


  1. რა სჭირდება ორსულს?
  2. რა სჭირდება ახალშობილს?
  3. რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას?
  4. რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
  5. ბავშვი 

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..