შავი პარასკევი. კიბერორშაბათი. რა ვიყიდოთ?

წელს, 2018,  ,,შავი პარასკევი“  – Black Friday ამერიკაში 23 ნოემბერს უწევს. ამ დღეს ფასდაკლებები იწყება 50% -დან და 70% -მდე, ზოგჯერ კი 90% – მდეც კი აღწევს. ასე, რომ ისარგებლეთ წინასაშობაო აქციით,  გაიარეთ რეგისტრაცია  ,,ამაზონზე“,  შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.

კითხვა ,,რა ვიყიდო?“ ცხადია, ინდივიდუალურია და ამ შემთხვევაში არანაირი რჩევა და რეკომენდაცია არ შეიძლება იყოს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს რამდენიმე ფაქტი, რომელიც დაეხმარება პოტენციურ მყიდველს ნივთის არჩევაში ,,შავი პარასკევის“  – Black Friday დროს.

პირველი,,შავი პარასკევის“ ფასდაკლებები ძირითადად ეხება ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს. სწორედ ამ კატეგორიებშია მოქცეული სეზონური კოლექციები, რომლებიც შესაძლოა აღარ იყოს ისეთი აქტუალური და შესაბამისად, მაღაზიებს სურთ მათგან განთავისუფლება.

მეორე – დიდი ფასდაკლებები ძირითადად ვრცელდება ქვედა და საშუალო ფასების სეგმენტზე. ისე, რომ საეჭვოა იყიდოთ რაიმე პრემიალური ან დიზაინერული ნივთი 50 – 90%-იანი ფასდაკლებით. ასეთ საქონელზე ფასდაკლება იქნება, თუმცა შედარებით მოკრძალებული – 10 – 15% -ის ფარგლებში.

მესამე – ტექნიკაზე და ელექტრონიკაზეც ასევე დიდ ფასდაკლებებს არ უნდა ველოდეთ – აქცია  დაახლოებით 30% -იანი იქნება. ან გავრცელდება ისეთ ნივთებზე, რომლებზეც ჩვეულებრივ დროს ფასდაკლება საერთოდ არ ყოფილა.

და კიდევ ერთი – უშუალოდ ამ დღეს – ,,შავი პარასკევს” – შესაძლოა დაბალმა ფასებმა დაგაბნიოთ კიდეც და ზოგჯერ არასაჭირო  ნივთიც კი იყიდოთ. ამიტომ შეეცადეთ წინასწარ შეადგინოთ სია, რის შეძენას ისურვებდით ,,შავ პარასკევს“ – 23 ნოემბერს ,,ამაზონზე“.

წელს, 2018 -ში, ,,შავი პარასკევი” 23 ნოემბერს უწევს, კიბერორშაბათი – 26 ნოემბერს. ასე, რომ იჩქარეთ – გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე“, გადადით ფასდაკლებების განყოფილებაზე – Black Friday – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!!

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

..

Share this...Share on Facebook
Facebook