ორსულთა ჰიგიენა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რით განსხვავდება ორსული ქალის ჰიგიენა?

ცხოვრების ჯანსაღი წესის დროს ორსული არ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ზოგად რეჟიმში. ორსულმა ქალმა უნდა დაიცვას ჰიგიენური წესები, რომლებიც მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ, ნაყოფის ნორმალური განვითარებისა და ორსულობის და მშობიარობის გართულებების თავიდან აცილებისკენ.

–  რა რეკომენდაციები შეიძლება მიეცეს ორსულ ქალს?

  • ორსულობის განმავლობაში სასარგებლოა ტანის ყოველდღიური დაბანა 36-370C ტემპერატურის წყლით, 15 წუთის განმავლობაში.
  • გარეგანი სასქესო ორგანოები დილა-საღამოს უნდა დაიბანოს საპნით თბილი წყლით.
  • სარძევე ჯირკვლები ყოველდღიურად უნდა დაიბანოს ოთახის ტემპერატურის წყლით და საბავშვო საპნით და მაგარი პირსახოცით გამშრალდეს. კანის სიმშრალის შემთხვევაში მშობიარობამდე 2-3კვირით ადრე სასარგებლოა სარძევე ჯირკვლების კანზე, არეოლის ჩათვლით ნეიტრალური კრემის შეზელა (საბავშვო ან სხვ.) ჩაბრუნებული ძუძუს თავების შემთხვევაში რეკომენდებულია მასაჟი, რომელსაც ქალს ასწავლის ექიმი. რეკომენდებულია კომფორტული ბიუსჰალტერის ტარება (სასურველია ბამბის), რომელიც არ მოუჭერს.
  • ორსულის ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, რომელიც არ მოუჭერს მკერდისა და მუცლის არეში. რეკომენდებულია ბამბის ქსოვილის, რომელიც შეიძლება ხშირად იცვალოს და რეცხოს. არ არის რეკომენდებული ისეთი ქსოვილების ხმარება, რომელიც არ სუნთქავს და ხელს უშლის კანის გამომყოფ, თერმორეგულაციის და სხვა ფუნქციებს. ორსულობის მეორე ნახევარში რეკომენდებულია ბანდაჟის ხმარება.
  • სექსუალური აქტივობა აკრძალულია პირველი ორი თვის და ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხისას იკრძალება მთელი ორსულობის განმავლობაში.
  • შენობა უნდა იყოს მშრალი და ნათელი. უნდა ნიავდებოდეს დღეში მინიმუმ ორჯერ ზამთარში, ხოლო ზაფხულში უმჯობესია თუ განიავდება დღე და ღამე.
  • წელიწადის ნებისმიერ დროს რეკომენდებულია სეირნობა, ასევე გამოყენებულ უნდა იქნას ნებისმიერი მეთოდი სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნისათვის. სიარულის ხანგრძლივობა და ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ორსული ქალის ფიზიკურ მომზადებას, ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

–  რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, რა რეკომენდაციები არსებობს?

ჯანმრთელი ორსულები ასრულებენ ჩვეულებრივ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს. მუშაობა ხელს უწყობს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვან, ენდოკრინულ და სხვა სისტემების სწორ ფუნქციონირებას.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ორსულის ჰიპოდინამია ხელს უწყობს სიმსუქნეს, კუნთების ტონუსის დაქვეითებას, ნაწლავის ფუნქციის დარღვევას (ყაბზობა), სამშობიარო მოქმედების სისუსტეს და სხვა გართულებებს.
რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობაზე. თუმცა ორსულმა თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისგან.

– რას უნდა ერიდოს ქალი ორსულობის დროს?

ორსული უნდა ერიდოს კონტაქტს ზოგადი და ფოკალური ინფექციების მქონე ავადმყოფებთან. აუცილებელია აღმოიფხვრას ინფექციის ყველა წყარო, წარმოქმნილი ორსულობამდე და ორსულობის დროს (ანგინა, ტონზილიტი, კარიესი და და სხვა ანთებითი სტომატოლოგიური დაავადებები, კოლპიტი, ფურუნკულოზი და სხვა).

– რა შეიძება გამოიწვიოს ჰიგიენური ნორმების დაუცველობამ?

სასქესო ორგანოების ჰიპერემია, საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსების შესუსტება, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას პათოგენური ფლორის მოხვედრის შემთხვევაში.
ცნობილია, რომ აღნიშნული ცვლილებების ხელს უწყობს ორსულებში ქლამიდიური და გონორეული კოლპიტის განვითარებას (ქლამიდიის ან გონოკოკით დაინფიცირების შემთხვევაში), რომელიც იშვიათად ვითარდება არაორსულ ქალებში, ვინაიდან საშოს მრავალშრიანი ეპითელის ლორწოვანი გარსი გონორეული და ქლამიდიარული ანთებითი პროცესის განვითარებისთვის არ არის ხელსაყრელი გარემო.
ასევე შესაძლებელია ტრიქომონადებით, საფუარისებრი სოკოების Candida ტიპის,  მიკოპლაზმებით, ვირუსებით დაინფიცირება, რაც ორსულებში იწვევს კოლპიტს და ცერვიციტს. >> ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


ორსულთა ჰიგიენალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულმა ქალმა უნდა დაიცვას ჰიგიენური წესები, რომლებიც მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ, ნაყოფის ნორმალური განვითარებისა და ორსულობის და მშობიარობის გართულებების თავიდან აცილებისკენ
🤔 რა რეკომენდაციები შეიძლება მიეცეს ორსულ ქალს?

🌡 ორსულობის განმავლობაში სასარგებლოა ტანის ყოველდღიური დაბანა 36-370C ტემპერატურის წყლით, 15 წუთის განმავლობაში
🧼 გარეგანი სასქესო ორგანოები დილა-საღამოს უნდა დაიბანოს საპნით თბილი წყლით
👗 ორსულის ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, რომელიც არ მოუჭერს მკერდისა და მუცლის არეში
🚫 სექსუალური აქტივობა აკრძალულია პირველი ორი თვის და ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხისას იკრძალება მთელი ორსულობის განმავლობაში
🚶‍♀️ წელიწადის ნებისმიერ დროს რეკომენდებულია სეირნობა, ასევე გამოყენებულ უნდა იქნას ნებისმიერი მეთოდი სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნისათვის
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3SUenoV
#ჰიგიენა #ორსულთაჰიგიენა #რაუნდავიცოდეთორსულობისდროს #ორსულობა #ფეხმძიმობა #რჩევებიორსულებისთვის #იოგა #რაეკრძალებათორსულებს #ალკოჰოლი #ვერცხლისწყლისშემცველისაკვები #არასტეროიდულისაშუალეებები #აკნესმედიკამენტები #ცხელიიოგა #ლალიგათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.