საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი დიპლომის შემდგომი განათლების

–  რა არის საშვილოსნოს ყელის დისპლაზია?

საშვილოსნოს ყელის  დისპლაზია ეს არის საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე არსებული უჯრედების პათოლოგიური ცვლილება. წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადების ყველაზე ხშირ ფორმას.
თანამედროვე მედიცინაში დიდი ხანია აღარ გამოიყენება ტერმინი დისპლაზია, მის ნაცვლად როგორც დიაგნოზში, ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება – ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია (CIN). რაც გულისხმობს საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის  ახალ უჯრედულ ელემენტებს, რომელიც მისთვის არ არის დამახასიათებელი.


ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”


–  რა არის საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის გამომწვევი მიზეზი?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის განვითარება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კიბოსწინარე დაავადება, არ ხდება კონკრეტულად ერთი რომელიმე ფაქტორის გავლენით.
ეს ყოველთვის მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტრის რთული კომბინაციაა.

დისპლაზიის უბნების განვითარების ძირითადი მიზეზებია:

  • ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება (HPV)
  • ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივი გამოყენება (5 წლიდან)
  • ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება (14-15 წელი)
  • დიდი რაოდენობით სქესობრივი პარტნიორი
  • მავნე ჩვევები (მოწევა)

ასევე დისპლაზიის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს:

  • ერთფეროვანი კვება C და A ვიტამინების ნაკლებობით
  • იმუნიტეტის დარღვევა
  • გენეტიკური განწყობა ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადებების მიმართ
  • სქესობრივი ინფექციები
  • განათლების, ცხოვრებისა და სოციალური ქცევის დაბალი დონე

–  რა სიმპტომებით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის დისპლაზია?

დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინოს მხოლოდ შორს წასულ ფორმაში. შეიძლება შეგხვდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გამონადენი საშოდან
  • გამონადენი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
  • მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში

–  საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რა ხარისხები არსებობს?

იმის მიხედვით თუ რამდენად ღრმადაა დაზიანებული საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმი, განარჩევენ დაზიანების სამ ხარისხს:

  • I ხარისხი (მსუბუქი) – აღინიშნება როგორც CIN I (ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია I). დგინდება მაშინ როდესაც პათოლოგიური ცვლილებები მოიცავს ეპითელური უჯრედების ქვედა 1/3.
  • II ხარისხი (საშუალო) – აღინიშნება როგორც CIN II (ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია II). დგინდება მაშინ როდესაც პათოლოგიური პროცესი გავრცელებულია ეპითელიუმის სიღრმის 2/3ზე, ამასთან ზედა 1/3 რჩება შეუცვლელი.
  • III ხარისხი (მძიმე) – აღინიშნება როგორც CIN III (ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია III). წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ყველაზე მძიმე ფორმას. ამ დროს ირღვევა ეპითელიუმის ყველა ფენის სტრუქტურა. ეს ხარისხი წარმოადგენს ზღვარს დისპლაზიასა და კიბოს საწყის სტადიას შორის. ორივე შემთხვევაში ბაზალური მემბრანა შეუცვლელია. განსხვავება მხოლოდ უჯრედების ფუნქციაშია, რომლებსაც შესწევთ უნარი განუწყვეტელი გაყოფის. პათოლოგიური პროცესის სიმძიმის დადგენაში გვეხმარება ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

–  როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოზის დასმა?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • გინეკოლოგიური გასინჯვა
  • ნაცხის ციტოლოგიური კვლევა – პაპ ტესტი
  • კოლპოსკოპია
  • დამიზნებითი ბიოფსია

– როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა და მისი აღმოფხვრა(ჰორმონალური დაღრვევა, ინფექციები და ანთებითი პროცესები). რამაც უნდა შეუწყოს ხელი დისპლაზიის განვითარების შეჩერებას ადრეულ ეტაპზე და ქსოვილის ნაწიბურის წარმოქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა.

მკურნალობის ტაქტიკაზე მოქმედებს პათოლოგიური პროცესის სიმძიმის ხარისხი:

I ხარისხის მკურნალობა მოიცავს:

  • დინამიურ დაკვირვებას დიაგნოზის დასმიდან ორი წლის განმავლობაში
  • ციტოლოგიური კვლევა და კოლპოსკოპია ყოველ წლიურად
  • სასქესო სისტემის დაავადების მკურნალობა(ვაგინიტი, ვენერიული დაავადება)
  • მავნე ჩვევებთან ბრძოლა(მოწევის შეწყვეტა)
  • კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდის შერჩევა
  • ენდოკრინული სისტემის მხრივ დარღვევის კორექცია

II და III ხარისხის დისპლაზიის სამკურნალოდ გამოიყენება ქირურგიული მეთოდი:

  • მოწვა
  • კრიოდესტრუქცია
  • ლაზერული მკურნალობა
  • რადიოტალღური მკურნალობა
  • ელექტროკონიზაცია
  • ფოტოდინამიკური თერაპია

FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე არსებული უჯრედების პათოლოგიური ცვლილება, რომელიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადების ყველაზე ხშირ ფორმას
📍 დისპლაზიის უბნების განვითარების ძირითადი მიზეზებია:

➡ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება (HPV)
➡ ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივი გამოყენება (5 წლიდან)
➡ ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება (14-15 წელი)
➡ დიდი რაოდენობით სქესობრივი პარტნიორი
➡ მავნე ჩვევები (მოწევა)
🔎 იმის მიხედვით თუ რამდენად ღრმადაა დაზიანებული საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმი, განარჩევენ დაზიანების სამ ხარისხს:
📎 I ხარისხი (მსუბუქი) – დგინდება მაშინ, როდესაც პათოლოგიური ცვლილებები მოიცავს ეპითელური უჯრედების ქვედა 1/3;
📎 II ხარისხი (საშუალო) – დგინდება მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესი გავრცელებულია ეპითელიუმის სიღრმის 2/3ზე, ამასთან ზედა 1/3 რჩება შეუცვლელი;
📎 III ხარისხი (მძიმე) – წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ყველაზე მძიმე ფორმას. ამ დროს ირღვევა ეპითელიუმის ყველა ფენის სტრუქტურა.
👉 შეიტყვეთ მეტი საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის შესახებ – https://bit.ly/3tIbb4P
#საშვილოსნოსყელისდისპლაზია #რაარისსაშვილოსნოსყელისდისპლაზია #საშვილოსნოსყელისდისპლაზიისნიშნები #საშვილოსნოსყელისდისპლაზიისსიმპტომები #საშვილოსნოსყელისდისპლაზიისდიაგნოსტიკა #საშვილოსნოსყელისდისპლაზიისმკურნალობა #მენჯისტკივილი #ვაგინალურიგამონადენი #სისხლიანიგამონადენი #მძიმემენსტრუალურისისხლდენა #გახანგრძლივებულიმენსტრუაცია #ადამიანისპაპილომავირუსი #ჩასახვისსაწინააღმდეგოაბები #ცერვიკალურიინტრაეპითელურინეოპლაზია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


.